წმინდა ნექტარიოსი ახლაც ყურად იღებს ტანჯულთა ლოცვებს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
წმინდა ნექტარიოსი ახლაც ყურად იღებს ტანჯულთა ლოცვებს
წმინდა ნექტარიოსი ახლაც ყურად იღებს ტანჯულთა ლოცვებს
საბერძნეთში ყოფნისას ამ წმინდანისადმი მოწიწება უფრო გამიძლიერდა. იქ მის წმინდა ნაწილებსაც ვეცი თაყვანი. ერთ ამბავს გავიხსენებ: ათენში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ერთ-ერთი ტაძრის შუაგულში, სიწმინდეები იყო დაბრძანებული. თავიდან წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები გვეგონა. მოულოდნელად ერთი ბერძენი ქალბატონი მოგვიახლოვდა და ხმამაღლა გვითხრა: “აგიოს ნექტარიოს”. წმინდა ნექტარიოსმა თავად გვაუწყა ადამიანის პირით, რომ მას ვეთაყვანეთ.


- ლავრიოში, წმინდა ნექტარიოსის სახელობის ტაძარში, წმინდანის სასწაულმოქმედი ხატი და წმინდა გერასიმეს ფაჩუჩი ბრძანდება, - მოგვითხრობს ქართველი ემიგრანტი ესმა ღონიაშვილი, - ტაძრის წინამძღვარი მამა ნექტარიოსია. ერთხელ მამა ნექტარიოსი მძიმედ
გახდა ავად და სიკვდილს თვალებში ჩახედა. ამ დროს წმინდა ნექტარიოსი გამოეცხადა და უთხრა: შენი ადგილი ჯერ არ არის ცათა სასუფეველში, იყავი ადამიანებთან, მათ სჭირდებიო. ასე დაუბრუნდა გამოჯანმრთელებული მამა ნექტარიოსი წუთისოფელს.
წმინდანმა მას კურნების მადლი მიანიჭა და ის დღესაც კურნავს მძიმე სენით, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულებს. საქართველოში წმინდა ნექტარიოსის სახელობის ტაძარი მხოლოდ ერთია - ის უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მამა გიორგი რაზმაძის ძალისხმევით რამდენიმე წლის წინ აშენდა ზაჰესის დასახლებაში.

პანორმიტის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატი
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და საბერძნეთში, ათენის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში დროებით მოღვაწე არქიმანდრიტის, მამა აბიბოს ტარიადისის ძალისხმევით, მისი მრევლის შემოწირულობებითა და ბერძენი მოსახლეობის შემწეობით ათონის მთაზე, წმინდა ქსენოფონტეს მონასტერში, მამა ლუკას ხელით დაიწერა კუნძულ სიმის პანორმიტის მონასტრის მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატის ასლი, რომელიც შემოსილია მოოქრული ვერცხლის პერანგით. ხატი მამა აბიბოსმა უწმინდესს მიართვა მისი აღსაყდრების 33-ე წლისთავის აღსანიშნავად. ის თავად უწმინდესმა აკურთხა. ამჟამად ხატი დაბრძანებულია ყოვლადწმინდა სამების ტაძარში და მსურველებს საშუალება აქვთ, მისგან მადლი და წყალობა მიიღონ.

ხატის დედნის ისტორიას გვიამბობს მამა აბიბოსის სულიერი შვილი, ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ეკა ღონიაშვილი: - მწირი ისტორიული ცნობებისგან განსხვავებით, ხალხური გადმოცემები მონასტრის დაარსების შესახებ საკმაოდ მდიდარია. ერთ-ერთი სარწმუნო ვერსიის თანახმად, ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, მარია პროტენიუმ, პანორმიტში თავისი ნაკვეთის თოხნის დროს ხის ძირას მთავარანგელოზ მიქაელის პატარა ხატი იპოვა, მალვით წააბრძანა სახლში და ხატების კუთხეში დააბრძანა. მეორე დღეს ქალმა შეამჩნია, რომ ხატი გამქრალიყო. დამწუხრებული წავიდა ნაკვეთში სამუშაოდ და ხატი იმავე ადგილას იპოვა. მარიამ კვლავ წააბრძანა ხატი შინ, მაგრამ მეორე დღეს ის ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდა. ასე გამეორდა სამჯერ. მერე კი ქალმა სიზმარში ნათლით მოსილი მთავარანგელოზი მიქაელი იხილა. მთავარანგელოზმა სურვილი გამოთქვა, სამუდამოდ დარჩენილიყო პანორმიტში. ამის შემდეგ მორწმუნე ქალმა განაცხადა მომხდარის შესახებ და თანამემამულეების დახმარებით ხატის დასაბრძანებლად პატარა ეკლესია ააგო. მთავარანგელოზ მიქაელის სა­სწაულმოქმედი ხატი ტაძრის სამხრეთ კედელზე, გასასვლელის გვერდით, ხის მოძრავ, მოვარაყებულ კანკელზეა დაბრძანებული.



კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილია, ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ, - ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონებას ემსახურება, ხოლო ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი არიან, წმინდა წერილი გვაუწყებს: “ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი”.

ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით მადლი ენიჭება. ის განიწმინდება და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განიკურნება. თუ ადამიანი აღსარებაში გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად სხეულსაც უზიანებენ.

წმინდა პატაპიოსის მონასტერი ათენიდან საკმაოდ შორსაა. მაღლობზე დგას და იქამდე მისასვლელად გრძელი კიბე უნდა აიარო. მონასტერში საგანგებოდ გაკეთებული ხის ჩასაბრძანებლით წმინდა პატაპიოსის უხრწნელი სხეულია დასვენებული. მასთან მიახლება ყველა მომლოცველს შეუძლია. წმინდა მამისგან ნუგეშის მისაღებად მონასტერში მრავალი მორწმუნე მიდის და ისიც, რწმენით მისულს, უნუგეშოდ არავის ტოვებს.

ვინც წმინდანთა ცხოვრებაში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ მრავალ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა კურნებისა, ბრმათათვის თვალის ახელისა, უშვილოთათვის შვილის მინიჭებისა, უეცარი სიკვდილისგან დაცვისა და სხვა, გარდაცვალების შემდეგ კი მრავალმა წმინდანმა მიიღო ნიჭი კურნებისა თუ სხვადასხვა განსაცდელისგან ხსნისა. განსაცდელში მყოფი ადამიანის ლოცვა-ვედრება წრფელი და მხურვალეა. ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე, ამიტომ განსაკუთრებით ევედრება შეწევნას წმინდანებს.

“როდესაც ხორციელად ჯანმრთელ ადამიანს ლახვრის ლოცვა წავუკითხე, ის სულიერმა დაღლილობამ შეიპყრო და თვალები გაეყინა. ეტყობოდა, რომ ბოროტი ებრძოდა”, - მოგვითხრობს ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე.

- როდესაც ადამიანი შეჭირვებულ მდგომარეობაშია, განსაკუთრებულად ევედრება უფალს. ღმერთი უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია. მთავარია, მივენდოთ მას. ქრისტიანის ცხოვრება ღვთისადმი მინდობის სწავლის პროცესია.

გვესაუბრება სამების ლავრის ტაძრის არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი).

- მამაო, რა არის აღსარება და აუცილებელია თუ არა აღსარების თქმა?
- აღსარება, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის მიმართულების გარკვევა, ანუ იმის სწორად და მართებულად გაგება, საით მიდიხარ. როგორც მონაზვნად აღკვეცის ლოცვებში წერია, უნდა იცოდე, ვისგან გარბიხარ და ვის უერთდები.

24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
დღეს ბევრი მარტოსული ადამიანია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თანამედროვე ცხოვრების რითმი აძლიერებს
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით