ლახვრის ლოცვა - უძლურთა სულიერად და ხორციელად მაკურნებელი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ლახვრის ლოცვა - უძლურთა სულიერად და ხორციელად მაკურნებელი
ლახვრის ლოცვა - უძლურთა სულიერად და ხორციელად მაკურნებელი
“როდესაც ხორციელად ჯანმრთელ ადამიანს ლახვრის ლოცვა წავუკითხე, ის სულიერმა დაღლილობამ შეიპყრო და თვალები გაეყინა. ეტყობოდა, რომ ბოროტი ებრძოდა”, - მოგვითხრობს ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე.

- როდესაც ადამიანი შეჭირვებულ მდგომარეობაშია, განსაკუთრებულად ევედრება უფალს. ღმერთი უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია. მთავარია, მივენდოთ მას. ქრისტიანის ცხოვრება ღვთისადმი მინდობის სწავლის პროცესია.


ეკლესიაში მივდივართ, რათა მივიღოთ სულიერი და ხორციელი კურნება. ლახვრის ლოცვა მოკლე, მაგრამ მკვეთელი და ძლიერი ლოცვაა, უძლურთა სულიერად და ხორციელად მაკურნებელი. მღვდელმსახური ლახვრითა და ჯვრით ხელს ადებს
უძლურს და წარმოთქვამს ღვთაებრივ სიტყვებს: „ლახვრითა განიგმირე, მხსნელო, და გვერდით შენით წყარონი ღვთივბრწინვალენი აღმოგვიბრწყინე”. ევედრება უფალს,რათა მაცხოვარმა კურნება მომადლოს სნეულს. ლახვრის ლოცვა განსაკუთრებით შეეწევა ეშმაკეულს და განდევნის ბოროტს ადამიანისგან. ამის უამრავი შემთხვევა ყოფილა. ერთ მაგალითს მოვიყვან: როდესაც ხორციელად ჯანმრთელ ადამიანს ლახვრის ლოცვა წავუკითხე, ის სულიერმა
დაღლილობამ შეიპყრო და თვალები გაეყინა. ეტყობოდა, რომ ბოროტი ებრძოდა. ლოცვის მიწურულს ის მიწაზე დაეცა და არაადამიანური ღმუილი დაიწყო, მიწას ხელებით იღებდა და გაჰკიოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დამშვიდდა და გაუჩერებლად ტიროდა. ორი საათის შემდეგ შენდობა ითხოვა და სახლში მადლიერი წავიდა. ამის შემდეგ მან სარწმუნოებრივი ცხოვრობა დაიწყო. „ითხოვდე და მოგეცემაო“, - ნათქვამია. უფალს მხურვალედ უნდა ვევედროთ, შემუსვრილი გულით და უწყვეტად. ლოცვის უწყვეტობა ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ძალა და მადლი აქვს სკვნილზე ლოცვას, რადგან ეს უწყვეტი მსახურების საწინდარია. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, სკვნილი ჯოჯოხეთში ჩაკიდული კიბეა. ის ჩვენი სულის მძიმე და ბნელი ლაბირინთების მანათობელი შუქურაა, რომელიც მარადჟამს უნათებს სინდისს ჭეშმარიტ გზას. ვისაც კი სახარება წაუკითხავს, ეცოდინება, რომ ლახვარი უგმირეს გვერდში ჯვარცმულ უფალს და მეყსეულად გარდამოვიდა ჭრილობიდან სისხლი და წყალი. ამის შემდეგ თავად რომაელმა ასისთავმა იწამა მისი და შეინანა... ჯვარცმული ღმერთი განუწყვეტლივ ზრუნავს ადამიანებზე. ამ ზრუნვისა და კურნების მაგალითი ეკლესიის ღვთისმსახურებაშია ასახული და განხორციელებული. ძველ ეკლესიაში ყველა საეკლესიო საიდუმლო ევქარისტიაში სრულდებოდა და მათ დასასრულს ქრისტიანი ეზიარებოდა წმინდა ძღვენს, ამიტომ ყოველი ღვთიური სასწაული პირდაპირ უკავშირდება საღმრთო ევქარისტიას. წირვის დასაწყისში მღვდელმსახური პროსკომიდიას ანუ სეფისკვერზე კვეთას აღასრულებს და ამზადებს წინადაგებულ ძღვენს. ამას სწორედ ლახვრით აკეთებს მოძღვარი. ამიტომაც გამოიყენება ლახვარი ლახვრის ლოცვის დროს.


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილია, ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ, - ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონებას ემსახურება, ხოლო ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი არიან, წმინდა წერილი გვაუწყებს: “ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი”.

ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით მადლი ენიჭება. ის განიწმინდება და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განიკურნება. თუ ადამიანი აღსარებაში გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად სხეულსაც უზიანებენ.

წმინდა პატაპიოსის მონასტერი ათენიდან საკმაოდ შორსაა. მაღლობზე დგას და იქამდე მისასვლელად გრძელი კიბე უნდა აიარო. მონასტერში საგანგებოდ გაკეთებული ხის ჩასაბრძანებლით წმინდა პატაპიოსის უხრწნელი სხეულია დასვენებული. მასთან მიახლება ყველა მომლოცველს შეუძლია. წმინდა მამისგან ნუგეშის მისაღებად მონასტერში მრავალი მორწმუნე მიდის და ისიც, რწმენით მისულს, უნუგეშოდ არავის ტოვებს.

ვინც წმინდანთა ცხოვრებაში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ მრავალ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა კურნებისა, ბრმათათვის თვალის ახელისა, უშვილოთათვის შვილის მინიჭებისა, უეცარი სიკვდილისგან დაცვისა და სხვა, გარდაცვალების შემდეგ კი მრავალმა წმინდანმა მიიღო ნიჭი კურნებისა თუ სხვადასხვა განსაცდელისგან ხსნისა. განსაცდელში მყოფი ადამიანის ლოცვა-ვედრება წრფელი და მხურვალეა. ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე, ამიტომ განსაკუთრებით ევედრება შეწევნას წმინდანებს.

საბერძნეთში ყოფნისას ამ წმინდანისადმი მოწიწება უფრო გამიძლიერდა. იქ მის წმინდა ნაწილებსაც ვეცი თაყვანი. ერთ ამბავს გავიხსენებ: ათენში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ერთ-ერთი ტაძრის შუაგულში, სიწმინდეები იყო დაბრძანებული. თავიდან წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები გვეგონა. მოულოდნელად ერთი ბერძენი ქალბატონი მოგვიახლოვდა და ხმამაღლა გვითხრა: “აგიოს ნექტარიოს”. წმინდა ნექტარიოსმა თავად გვაუწყა ადამიანის პირით, რომ მას ვეთაყვანეთ.

გვესაუბრება სამების ლავრის ტაძრის არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი).

- მამაო, რა არის აღსარება და აუცილებელია თუ არა აღსარების თქმა?
- აღსარება, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის მიმართულების გარკვევა, ანუ იმის სწორად და მართებულად გაგება, საით მიდიხარ. როგორც მონაზვნად აღკვეცის ლოცვებში წერია, უნდა იცოდე, ვისგან გარბიხარ და ვის უერთდები.

24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
დღეს ბევრი მარტოსული ადამიანია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თანამედროვე ცხოვრების რითმი აძლიერებს
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით