ვინც ხორციელად ავადმყოფობს, მასაც ძალუძს მიაღწიოს იმ სულიერ სიმაღლეებს, რომელთა მიღწევაც შეუძლია ხორციელად ჯანმრთელ ადამიანს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვინც ხორციელად ავადმყოფობს, მასაც ძალუძს მიაღწიოს იმ სულიერ სიმაღლეებს, რომელთა მიღწევაც შეუძლია ხორციელად ჯანმრთელ ადამიანს

„განიბანენით, განიწმინდენით, მოაშორეთ ჩემს თვალთაგან თქვენი ბოროტი ნამოქმედარი, შეწყვიტეთ ბოროტება... და მოდით და ვიმსჯელოთ“, - ამბობს უფალი (ეს.1:18), რადგან ადამიანს ღმერთთან საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც ცოდვებს მოიშორებს. სანამ პირველი კაცი დაეცემოდა, ღმერთი მას პირისპირ ესაუბრებოდა და განსწავლიდა, ხოლო დაცემის შემდეგ პირველი, რაც მოსთხოვა ღმერთმა ადამს, იყო აღსარება. დღესაც ყოველი ადამიანის ვალია გაარკვიოს, სად არის, რა მდგომარეობაშია - ღვთისკენ მიდის თუ ღვთისგან მიდის. ცოდვით დაცემის შემდეგ ადამსა და ღმერთს შორის გაწყდა კავშირი და მისი აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ ღვთის ხმის გაგონებით, შესმენით არის შესაძლებელი. ადამი განშიშვლდა, რადგან მოშორდა ღვთის სიტყვა, რომელიც უგულებელყო, და ღვთის ხმა უკვე არა მასში, არამედ მის გარეთაა. ამიტომაც არის აუცილებელი, გარეთ, ადამიანებში, კერძოდ კი მოძღვარში ვეძებდეთ მას. არსებობს ერთი ცნობილი გამონათქვამი: „შეიცან თავი შენი“, - რაც შინაარსით ინდოევროპულ რელიგიათა სწავლების მატარებელია და არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. იგი გულისხმობს სულის მრავალჯერად დაბადებას (რეინკარნაციას). ამ სწავლებათა თანახმად, სული სხეულიდან გასვლის შემდეგ ზეცაში გადის საზვერეებს, საზვერეები კი, როგორც მათ მიაჩნიათ, შემეცნების ადგილია, სადაც სული ზეციური სიბრძნით განისწავლება, და ასეთი განსწავლული სული ხელახლა იბადება. ეს ცოდნა მასშია, თუმცა მას არ ახსოვს, და მისი ვალია, შევიდეს საკუთარ თავში და აღადგინოს ანუ შეიცნოს ეს ცოდნა. ქრისტიანული სწავლებით, ეს აბსურდია. ქრისტიანობა ასწავლის, რომ ყოველი ახალშობილი ადამიანის სული ახალი ქმნილებაა და ის სავსეა არა შემეცნებით, არამედ შემეცნების უნარებით. ის იმეცნებს არა თავისი თავიდან, არა თავის თავში მოცემულს, არამედ გარე სამყაროს მეშვეობით, როგორც ადამმა შეიცნო გარე სამყარო და ყოველივეს თავისი სახელი უწოდა.

- როცა ადამიანი სნეულია და ვერ ახერხებს ტაძარში მისვლას, ამ შემთხვევაში როგორ უნდა იცხოვროს ეკლესიურად, როგორ თქვას აღსარება და მიიღოს წმინდა ზიარება?

- უპირველესად, უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიურობა არა მოქმედებით, არამედ მართებული აზროვნებით გამოიხატება. მე ვარ არა ის, ვინც ვმოქმედებ, არამედ ის, ვისაც მსურს. როგორც წესი, შემეცნება ადამიანს უკარგავს მოძრაობის უნარს. მოძრაობა და შემეცნება თითქმის შეუთავსებელია. მაგალითად, ჩვენ წიგნის კითხვის დროს ვწყვეტთ მოძრაობას. ასევე ქრისტიანი, რაც უფრო ღრმად შეიმეცნებს ღმერთს, მით უფრო ნაკლებად მოძრაობს, ხოლო საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, საერთოდ კარგავს მოძრაობის სურვილს, აქედან გამომდინარე, მოძრაობის უნარსაც და ცდილობს, ვიწრო სენაკში დაეყუდოს, რადგან მიხვდა, რომ ღმერთის მიღება არა მოძრაობით, არამედ უფრო მეტად შემეცნებით ხდება. მოძრაობა ქრისტიანის იძულებითი მოქმედებაა, რადგან ხორციელია და ხორცი თავისას ითხოვს. ვინც ხორციელად ავადმყოფობს, მასაც ძალუძს მიაღწიოს იმ სულიერ სიმაღლეებს, რისი მიღწევაც შეუძლია ხორციელად ჯანმრთელ ადამიანს. ადამიანის განწყობითი მდგომარეობა სამი სახისაა: სხვაა ხორციელად ჯანმრთელი ადამიანის მდგომარეობა, სხვა - ავადმყოფისა და სხვა - სიკვდილის პირას მყოფისა. იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან ეს სამი მდგომარეობა, რომ, შეიძლება ითქვას, ადამიანი სამივე შემთხვევაში სხვადასხვა კაცია. ნათქვამია, რომ ადამიანის აზროვნება იცვლება გარემო პირობების მიხედვით, და თუ ასეა, წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდ გავლენას მოახდენს მასზე პროცესები, რომლებიც თავად მასში ხდება. კაცმა, რომელიც მთელი ცხოვრება ყაჩაღობდა და იმდენად ცოდვილი იყო, რომ ეთანხმებოდა ბრალმდებლებს, რომლებმაც ჯვარცმა განუჩინეს, დაასწრო სამოთხეში შესვლა მოსეს, რომელმაც მიატოვა მიწიერი პატივი, გააპო ზღვა და გადალახა უდაბნო, აბრაამს, რომელმაც სამშობლო მიატოვა და უფლისთვის მთელი ცხოვრება უცხოობაში გაატარა. აქ ჩანს, საქმეზე რაოდენ მაღლა დააყენა უფალმა ქრისტეში სწორი ხედვა, ანუ ქრისტეს სწორი დანახვა - ხედვა ღვთის დიდებულებისა და საკუთარი უძლურებისა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ითქვას აღსარება: ჩვენ ყველანი, ჯანმრთელები თუ ავადმყოფები, აღსარებაში მხოლოდ იმას კი არ უნდა ვამბობდეთ, რა ჩავიდინეთ, არამედ იმასაც, რა მოგვწონს, რა გვსურს და რა გვიყვარს, რადგან შესაძლოა, ადამიანმა არაქრისტიანული საქმე გააკეთოს, დაინახოს მისი სიმძიმე და მოიძულოს იგი; ასევე შესაძლებელია, კაცს მოსწონდეს ცოდვა, რომელიც არ ჩაუდენია, ან ამართლებდეს იმას, რაც დაგმობის ღირსია, და ეს უფრო მძიმე ცოდვაა, რადგან ცოდვა მოეკითხება სულს და არა ხორცს, სულის ცოდვები კი არასწორი სურვილები და ზრახვებია. ამიტომაც ამბობს მოციქული: ვისაც უყვარს ეს სოფელი, მას ღმერთი კი არ უყვარს, არამედ სძულს იგი (1 იოან. 2:15).

- როცა სნეულს არ შეუძლია ლაპარაკი, ამ შემთხვევაში როგორ ხდება აღსარების მიღება და ზიარება?

- ასეთი ადამიანის ზიარება შეიძლება მათი ნდობით, ვინც მის ზიარებას ითხოვს, როგორც ეს მოხდა განრღვეულის შემთხვევაში, რომელიც მეგობრებმა სარეცელზე მწოლიარე ჩაუშვეს უფალთან სახლის სახურავიდან. იმ განრღვეულს უფლისთვის არაფერი უთხოვია, მაგრამ უფალი ხედავდა მისი მეგობრების მონდომებას. ამიტომაც წერია: „მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევოს შენი ცოდვანი“ (მრკ. 2:3). ასევე, თუ ავადმყოფს რამენაირად, თუნდაც თვალებით, შეუძლია თანხმობის გამოხატვა, ესეც საკმარისია.

- როდესაც ადამიანი ყრუ-მუნჯია, როგორ უნდა გახდეს აღმსარებელი?

- ყრუ-მუნჯთა უმეტესობამ იცის წერა-კითხვა და მათ შეუძლიათ, წერილობითი ურთიერთობა ჰქონდეთ მოძღვართან. არიან ისეთი მოძღვრებიც, რომლებმაც მათი ენა იციან. სამების ლავრაში მათთვის კვირაში ერთხელ საგანგებოდ ტარდება წირვა.