რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ვინც ხორციელად ავადმყოფობს, მასაც ძალუძს მიაღწიოს იმ სულიერ სიმაღლეებს, რომელთა მიღწევაც შეუძლია ხორციელად ჯანმრთელ ადამიანს
ვინც ხორციელად ავადმყოფობს, მასაც ძალუძს მიაღწიოს იმ სულიერ სიმაღლეებს, რომელთა მიღწევაც შეუძლია ხორციელად ჯანმრთელ ადამიანს
გვესაუბრება სამების ლავრის ტაძრის არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი).

- მამაო, რა არის აღსარება და აუცილებელია თუ არა აღსარების თქმა?
- აღსარება, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის მიმართულების გარკვევა, ანუ იმის სწორად და მართებულად გაგება, საით მიდიხარ. როგორც მონაზვნად აღკვეცის ლოცვებში წერია, უნდა იცოდე, ვისგან გარბიხარ და ვის უერთდები.


„განიბანენით, განიწმინდენით, მოაშორეთ ჩემს თვალთაგან თქვენი ბოროტი ნამოქმედარი, შეწყვიტეთ ბოროტება... და მოდით და ვიმსჯელოთ“, - ამბობს უფალი (ეს.1:18), რადგან ადამიანს ღმერთთან საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც ცოდვებს მოიშორებს. სანამ პირველი კაცი დაეცემოდა,
ღმერთი მას პირისპირ ესაუბრებოდა და განსწავლიდა, ხოლო დაცემის შემდეგ პირველი, რაც მოსთხოვა ღმერთმა ადამს, იყო აღსარება. დღესაც ყოველი ადამიანის ვალია გაარკვიოს, სად არის, რა მდგომარეობაშია - ღვთისკენ მიდის თუ ღვთისგან მიდის. ცოდვით დაცემის შემდეგ ადამსა და ღმერთს შორის გაწყდა კავშირი და მისი აღდგენა
მხოლოდ და მხოლოდ ღვთის ხმის გაგონებით, შესმენით არის შესაძლებელი. ადამი განშიშვლდა, რადგან მოშორდა ღვთის სიტყვა, რომელიც უგულებელყო, და ღვთის ხმა უკვე არა მასში, არამედ მის გარეთაა. ამიტომაც არის აუცილებელი, გარეთ, ადამიანებში, კერძოდ კი მოძღვარში ვეძებდეთ მას. არსებობს ერთი ცნობილი გამონათქვამი: „შეიცან თავი შენი“, - რაც შინაარსით ინდოევროპულ რელიგიათა სწავლების მატარებელია და არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. იგი გულისხმობს სულის მრავალჯერად დაბადებას (რეინკარნაციას). ამ სწავლებათა თანახმად, სული სხეულიდან გასვლის შემდეგ ზეცაში გადის საზვერეებს, საზვერეები კი, როგორც მათ მიაჩნიათ, შემეცნების ადგილია, სადაც სული ზეციური სიბრძნით განისწავლება, და ასეთი განსწავლული სული ხელახლა იბადება. ეს ცოდნა მასშია, თუმცა მას არ ახსოვს, და მისი ვალია, შევიდეს საკუთარ თავში და აღადგინოს ანუ შეიცნოს ეს ცოდნა. ქრისტიანული სწავლებით, ეს აბსურდია. ქრისტიანობა ასწავლის, რომ ყოველი ახალშობილი ადამიანის სული ახალი ქმნილებაა და ის სავსეა არა შემეცნებით, არამედ შემეცნების უნარებით. ის იმეცნებს არა თავისი თავიდან, არა თავის თავში მოცემულს, არამედ გარე სამყაროს მეშვეობით, როგორც ადამმა შეიცნო გარე სამყარო და ყოველივეს თავისი სახელი უწოდა.

- როცა ადამიანი სნეულია და ვერ ახერხებს ტაძარში მისვლას, ამ შემთხვევაში როგორ უნდა იცხოვროს ეკლესიურად, როგორ თქვას აღსარება და მიიღოს წმინდა ზიარება?
- უპირველესად, უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიურობა არა მოქმედებით, არამედ მართებული აზროვნებით გამოიხატება. მე ვარ არა ის, ვინც ვმოქმედებ, არამედ ის, ვისაც მსურს. როგორც წესი, შემეცნება ადამიანს უკარგავს მოძრაობის უნარს. მოძრაობა და შემეცნება თითქმის შეუთავსებელია. მაგალითად, ჩვენ წიგნის კითხვის დროს ვწყვეტთ მოძრაობას. ასევე ქრისტიანი, რაც უფრო ღრმად შეიმეცნებს ღმერთს, მით უფრო ნაკლებად მოძრაობს, ხოლო საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, საერთოდ კარგავს მოძრაობის სურვილს, აქედან გამომდინარე, მოძრაობის უნარსაც და ცდილობს, ვიწრო სენაკში დაეყუდოს, რადგან მიხვდა, რომ ღმერთის მიღება არა მოძრაობით, არამედ უფრო მეტად შემეცნებით ხდება. მოძრაობა ქრისტიანის იძულებითი მოქმედებაა, რადგან ხორციელია და ხორცი თავისას ითხოვს. ვინც ხორციელ­ად ავადმყოფობს, მასაც ძალუძს მიაღწიოს იმ სულიერ სიმაღლეებს, რისი მიღწევაც შეუძლია ხორციელად ჯანმრთელ ადამიანს. ადამიანის განწყობითი მდგომარეობა სამი სახისაა: სხვაა ხორციელად ჯანმრთელი ადამიანის მდგომარეობა, სხვა - ავადმყოფისა და სხვა - სიკვდილის პირას მყოფისა. იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან ეს სამი მდგომარეობა, რომ, შეიძლება ითქვას, ადამიანი სამივე შემთხვევაში სხვადასხვა კაცია. ნათქვამია, რომ ადამიანის აზროვნება იცვლება გარემო პირობების მიხედვით, და თუ ასეა, წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდ გავლენას მოახდენს მასზე პროცესები, რომლებიც თავად მასში ხდება. კაცმა, რომელიც მთელი ცხოვრება ყაჩაღობდა და იმდენად ცოდვილი იყო, რომ ეთანხმებოდა ბრალმდებლებს, რომლებმაც ჯვარცმა განუჩინეს, დაასწრო სამოთხეში შესვლა მოსეს, რომელმაც მიატოვა მიწიერი პატივი, გააპო ზღვა და გადალახა უდაბნო, აბრაამს, რომელმაც სამშობლო მიატოვა და უფლისთვის მთელი ცხოვრება უცხოობაში გაატარა. აქ ჩანს, საქმეზე რაოდენ მაღლა დააყენა უფალმა ქრისტეში სწორი ხედვა, ანუ ქრისტეს სწორი დანახვა - ხედვა ღვთის დიდებულებისა და საკუთარი უძლურებისა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ითქვას აღსარება: ჩვენ ყველანი, ჯანმრთელები თუ ავადმყოფები, აღსარებაში მხოლოდ იმას კი არ უნდა ვამბობდეთ, რა ჩავიდინეთ, არამედ იმასაც, რა მოგვწონს, რა გვსურს და რა გვიყვარს, რადგან შესაძლოა, ადამიანმა არაქრისტიანული საქმე გააკეთოს, დაინახოს მისი სიმძიმე და მოიძულოს იგი; ასევე შესაძლებელია, კაცს მოსწონდეს ცოდვა, რომელიც არ ჩაუდენია, ან ამართლებდეს იმას, რაც დაგმობის ღირსია, და ეს უფრო მძიმე ცოდვაა, რადგან ცოდვა მოეკითხება სულს და არა ხორცს, სულის ცოდვები კი არასწორი სურვილები და ზრახვებია. ამიტომაც ამბობს მოციქული: ვისაც უყვარს ეს სოფელი, მას ღმერთი კი არ უყვარს, არამედ სძულს იგი (1 იოან. 2:15).

- როცა სნეულს არ შეუძლია ლაპარაკი, ამ შემთხვევაში როგორ ხდება აღსარების მიღება და ზიარება?
- ასეთი ადამიანის ზიარება შეიძლება მათი ნდობით, ვინც მის ზიარებას ითხოვს, როგორც ეს მოხდა განრღვეულის შემთხვევაში, რომელიც მეგობრებმა სარეცელზე მწოლიარე ჩაუშვეს უფალთან სახლის სახურავიდან. იმ განრღვეულს უფლისთვის არაფერი უთხოვია, მაგრამ უფალი ხედავდა მისი მეგობრების მონდომებას. ამიტომაც წერია: „მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევოს შენი ცოდვანი“ (მრკ. 2:3). ასევე, თუ ავადმყოფს რამენაირად, თუნდაც თვალებით, შეუძლია თანხმობის გამოხატვა, ესეც საკმარისია.

- როდესაც ადამიანი ყრუ-მუნჯია, როგორ უნდა გახდეს აღმსარებელი?
- ყრუ-მუნჯთა უმეტესობამ იცის წერა-კითხვა და მათ შეუძლიათ, წერილობითი ურთიერთობა ჰქონდეთ მოძღვართან. არიან ისეთი მოძღვრებიც, რომლებმაც მათი ენა იციან. სამების ლავრაში მათთვის კვირაში ერთხელ საგანგებოდ ტარდება წირვა.


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილია, ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ, - ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონებას ემსახურება, ხოლო ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი არიან, წმინდა წერილი გვაუწყებს: “ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი”.

ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით მადლი ენიჭება. ის განიწმინდება და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განიკურნება. თუ ადამიანი აღსარებაში გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად სხეულსაც უზიანებენ.

წმინდა პატაპიოსის მონასტერი ათენიდან საკმაოდ შორსაა. მაღლობზე დგას და იქამდე მისასვლელად გრძელი კიბე უნდა აიარო. მონასტერში საგანგებოდ გაკეთებული ხის ჩასაბრძანებლით წმინდა პატაპიოსის უხრწნელი სხეულია დასვენებული. მასთან მიახლება ყველა მომლოცველს შეუძლია. წმინდა მამისგან ნუგეშის მისაღებად მონასტერში მრავალი მორწმუნე მიდის და ისიც, რწმენით მისულს, უნუგეშოდ არავის ტოვებს.

ვინც წმინდანთა ცხოვრებაში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ მრავალ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა კურნებისა, ბრმათათვის თვალის ახელისა, უშვილოთათვის შვილის მინიჭებისა, უეცარი სიკვდილისგან დაცვისა და სხვა, გარდაცვალების შემდეგ კი მრავალმა წმინდანმა მიიღო ნიჭი კურნებისა თუ სხვადასხვა განსაცდელისგან ხსნისა. განსაცდელში მყოფი ადამიანის ლოცვა-ვედრება წრფელი და მხურვალეა. ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე, ამიტომ განსაკუთრებით ევედრება შეწევნას წმინდანებს.

საბერძნეთში ყოფნისას ამ წმინდანისადმი მოწიწება უფრო გამიძლიერდა. იქ მის წმინდა ნაწილებსაც ვეცი თაყვანი. ერთ ამბავს გავიხსენებ: ათენში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ერთ-ერთი ტაძრის შუაგულში, სიწმინდეები იყო დაბრძანებული. თავიდან წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები გვეგონა. მოულოდნელად ერთი ბერძენი ქალბატონი მოგვიახლოვდა და ხმამაღლა გვითხრა: “აგიოს ნექტარიოს”. წმინდა ნექტარიოსმა თავად გვაუწყა ადამიანის პირით, რომ მას ვეთაყვანეთ.

“როდესაც ხორციელად ჯანმრთელ ადამიანს ლახვრის ლოცვა წავუკითხე, ის სულიერმა დაღლილობამ შეიპყრო და თვალები გაეყინა. ეტყობოდა, რომ ბოროტი ებრძოდა”, - მოგვითხრობს ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე.

- როდესაც ადამიანი შეჭირვებულ მდგომარეობაშია, განსაკუთრებულად ევედრება უფალს. ღმერთი უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია. მთავარია, მივენდოთ მას. ქრისტიანის ცხოვრება ღვთისადმი მინდობის სწავლის პროცესია.

17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის