სასარგებლოა თუ არა მარხვა ორგანიზმისთვის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასარგებლოა თუ არა მარხვა ორგანიზმისთვის?

იგი სულიერი ღვაწლი უფროა, ვიდრე ხორციელი. ხორციელი მარხვა ადამიანს სულიერ მარხვაში ეხმარება, ვინაიდან ნაკლები კალორიების მიღება ვნებების დათრგუნვას იწვევს. თუმცაღა, თუ ხორციელ მხარესაც მივაქცევთ ყურადღებას, ფრიად სასარგებლოა მისთვისაც. მაგალითად, თუ ავიღებთ სისხლს და სინჯარაში დავაცენტრიფუგებთ, ვნახავთ, რომ მარხვაში აღებული ანუ ნამარხულევი ადამიანის სისხლის შრატი ცრემლივით გამჭვირვალეა, ხოლო არანამარხულევისა - ამღვრეული. ეს იმას ნიშნავს, რომ მარხვის პერიოდში ადამიანის ორგანიზმი ზედმეტი, მავნე ნივთიერებებისგან იწმინდება. მოგეხსენებათ, დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის ქოლესტერინს, საკვები პროდუქტებიც კი იქმნება მისი შემცველობის გარეშე. ეს იმიტომ, რომ გახშირდა და გაახალგაზრდავდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. მარხვა სხეულისთვის იგივეა, რაც იატაკისთვის - ცოცხი. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინაში დიდად არ აღიარებენ სულიერ მარხვას, მარხვის შედეგებს თვალნათლივ ხედავენ.

- შეიძლება თუ არა ორსული და მეძუძური ქალისათვის მარხვის შენახვა?

- ორსულისთვის მარხვა არ არის საჭირო, რადგან როგორც თავად ორსულის, ასევე მისი ნაყოფის ორგანიზმს სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება სჭირდება. კარგი იქნება, თუ ორსული ზიარების წინა დღეს ხორცს არ მიიღებს. რაც შეეხება მეძუძურ დედას, მარხვა არც მისთვისაა საჭირო, მაგრამ სასურველია, მარხვის პერიოდში ოთხშაბათსა და პარასკევს მაინც შეიკავოს თავი ხორცისა და რძის პროდუქტებისგან.

- რას გვეტყვით ვეგეტარიანელობაზე?

- ვეგეტარიანელობა არ თანხვდება ეკლესიის სწავლებას. უფალმა ადამიანისთვის ყველანაირი საკვები განწმინდა. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი იმიტომაა ვეგეტარიანელი, რომ ეცოდება ან, პირიქით, ეზიზღება ცხოველები, ეს ცოდვაა. ხორცზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ მოძღვართან შეთანხმებით და აღმსარებლის თანხმობით. ხორცს, მათი ღვაწლიდან გამომდინარე, არ იღებენ ბერ-მონაზვნები. როცა ადამიანს მოძღვრისგან ეპიტიმია ადევს და ის, ღვაწლიდან გამომდინარე, განაცხადებს, რომ არ შეჭამს ხორცს, მოძღვარს შეუძლია ეპიტიმიის ვადა შეუმციროს.

- რა ასაკიდანაა დასაშვები მარხვა ბავშვებისთვის? ზოგიერთი მშობელი 3-4 წლის შვილს ამარხულებს...

- რა თქმა უნდა, 3-4 წლის ბავშვისთვის მარხვა არ არის საჭირო. 3 წლამდე ბავშვს ნაჭამსაც კი აზიარებენ. პედიატრიის სახელმძღვანელოში წერია, რომ როდესაც ბავშვი ძუძუს წოვას თავს ანებებს, მას კვირაში ორი დღე ვეგეტარიანული დიეტა ენიშნება. სულიერი თვალსაზრისით, ეს ოთხშაბათი და პარასკევია, ანუ ამ დღეების დაცვა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის სასარგებლოა. ზოგიერთის აზრით, თუ მოზარდი არ მიიღებს არასამარხვო საკვებს, დაირღვევა მისი პლასტიკური (აღმშენებლობითი) პროცესები. ეს ასე არ არის, შეუცვლელი ამინმჟავების შევსება მცენარეული საკვებითაც შესაძლებელია (მაგალითად, ლობიოთი, ცერცვით). მარხვა ბავშვმა 7 წლიდან უნდა დაიწყოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მისი პირადი მოძღვრის კურთხევით. საუბარია როგორც ოთხშაბათისა და პარასკევის, ასევე უფრო ხანგრძლივი - შობის, სააღდგომო, პეტრეპავლობისა და მარიამობის მარხვაზე. ისევე როგორც მოზრდილებს, ბავშვებსაც შეიძლება მარხვა რაიმე მიზეზით (მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის) გამო შეუმსუბუქდეთ, თუმცა ესეც მოძღვართან შეთანხმებით უნდა მოხდეს. სრულყოფილი ადამიანის ფორმირებისთვის აუცილებელია, ბავშვს ჰყავდეს როგორც პირადი პედიატრი, ისე პირადი მოძღვარი.

- როგორ უნდა იმარხულოს სნეულმა და ასაკოვანმა ადამიანმა?

- მთელი ერის მარხვაზე საერთო კურთხევას მისი უწმინდესობა იძლევა. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს რაიმე დაავადება აწუხებს, უძლური ან მოხუცია, მან მარხვის შემსუბუქებაზე პირადი მოძღვრისაგან ინდივიდუალური კურთხევა უნდა აიღოს. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ საკვებით მარხვა მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ ხორციელი ვნებები დათრგუნოს. სნეულს და მოხუცებულს ხორციელი მარხვა არ სჭირდება. იდეალური შემთხვევაა, როდესაც ექიმი და მოძღვარი ადამიანს ურთიერთშეთანხმებით უნიშნავენ მარხვას. ხორციელი მარხვის შემსუბუქებას სასურველია სულიერი მარხვის გაძლიერება მოჰყვეს.