შეუღლება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეუღლება

 

- ზოგს აეჭვებს, ხომ არ არის ცოდვა ცოლქმრული კავშირი...

- წმინდა წერილში წერია, რომ როცა კაცი ცოლს შეირთავს, ისინი ერთხორც უნდა იყვნენ. ქორწინებაზე უფლის კურთხევაა. შეგახსენებთ, რომ მაცხოვარი გალილეის კანაში სვიმონ კანანელის ქორწილში მივიდა და პირველი სასწაულიც სწორედ იქ მოახდინა. ქორწილში მისვლით უფალმა აკურთხა ქორწინება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ცოლქმრული კავშირი ცოდვა და ბიწიერებაა, პირიქით, თვითონ მკრეხელობს და სცოდავს. ცოლქმრობა ჯვრისწერის შემდეგ ღვთისგან კურთხეული, წმინდა კავშირია. ამაში დაეჭვება არ შეიძლება. თუ ცოლ-ქმარი ღვთის კანონებს იცავს, მათი ურთიერთობა სრულებითაც არ არის დამაბრკოლებელი გადარჩენის გზაზე.

- ხორციელი თანაცხოვრების დაწყებისას ახალბედა წყვილს შესაძლოა სხვადასხვა პრობლემა შეექმნას, რომელთა გადასაწყვეტად მედიცინა ფსიქოლოგის ჩარევას გვირჩევს...

- ადრე ამ მიზნით მოძღვარს მიმართავდნენ. კარგი იქნება, ახალბედა წყვილს ახლაც მღვდელი გაესაუბროს. ამისთვის კი სასურველია, ყველა სასულიერო პირს მცირეოდენი სამედიცინო განათლება მაინც ჰქონდეს. სჯობს, რბილად, მამაშვილურად გადაუწყვიტოს პრობლემა ახალგაზრდებს, მოძღვარი ხომ მამაა, ისინი კი შვილები. მაგრამ თუ პრობლემა მაინც რჩება, ორთოდოქსულ ტრადიციულ მედიცინასა და მართლმადიდებელ ფსიქოლოგს უნდა მივმართოთ. არამართლმადიდებელმა, შესაძლოა, სულიერად დაგვაზიანოს კიდეც. ამასთან, ცოლ-ქმარმა უნდა ილოცოს: ღმერთო, რაკი დაგვაოჯახე, ამ პრობლემაშიც შეგვეწიე, შვილებიც მოგვეცი, ჰარმონიაც მოგვანიჭე, - ყველაფერს ხომ ღმერთი გვაძლევს.

- ზოგჯერ მამაკაცს გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერი ექმნება და თანაცხოვრებას ვერ ახერხებს. როგორ უნდა მოიქცეს ცოლი ასეთ შემთხვევაში?

- ამ დროს ბევრია დამოკიდებული ქალის გულისხმიერებაზე. მან არ უნდა აგრძნობინოს მეუღლეს, რომ იმედგაცრუებულია, მათ ურთიერთსიყვარულით, თანადგომითა და მოთმინებით უნდა გადალახონ ეს პრობლემა, რადგანაც ამ უძლურების მიზეზი ხშირად მხოლოდ ფსიქოლოგიური ბარიერია.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის. ისინი უკვე ერთხორც არიან და ერთმანეთი არ უნდა დააბრკოლონ. არადა ხშირად თანაცხოვრებას მეუღლის არაჰიგიენური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ. როცა ცოლ-ქმარი ერთდება, პირად ჰიგიენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

- მამაო, ზოგჯერ მამაკაცი მეუღლეს აყვედრის, რომ ის ქალწული არ იყო, ქალი კი მართალია...

- დიახ, მართლაც საკმაოდ ხშირად ხდება, რომ თანაცხოვრების შემდეგ მამაკაცი მეუღლეს ასეთ ბრალს სდებს და ამის გასარკვევად მეორე დღეს ექიმთანაც კი მიჰყავს. მაგრამ მამაკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ ზოგჯერ ქალწულების დარღვევის მეორეული ნიშნები არ ვლინდება, საქალწულე აპკი არ ირღვევა. როცა ასე ხდება, ქმარმა გულში ხინჯი არ უნდა დაიტოვოს, მთელი ცხოვრება ეს აზრი არ უნდა აწვალებდეს.

როდესაც ადამიანი მართლმადიდებლურად ცხოვრობ, ცოლიც მართლმადიდებლურად მოიყვანე, მეუღლემ აღსარება ჩააბარა, ეზიარა, მოძღვარმა ჯვრისწერის ნება მისცა, - უნდა ენდო კიდეც.

კაცი ადვილად ხვდება მეუღლის ფსიქოლოგიას, იცის, როგორი ადამიანია მის გვერდით, გრძნობს კიდეც, რომ ის მართალია. სხვა გამოკვლევა და გამოძიება, როცა სხვას არკვევინებ ურთიერთობის ასეთ დელიკატურ საკითხს, უკვე უნდობლობის პირველ ბზარს აჩენს. მაგრამ ხომ შეიძლება ისიც იფიქრო, რომ ექიმმაც მოგატყუა, რათა ოჯახი დანგრევას გადაერჩინა? ზოგიერთმა ხალხმა, მაგალითად, ქურთებმა იციან - ქალის ქალწულების დასამოწმებლად ზეწარს გამოფენენ ხოლმე, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

- არის თუ არა აუცილებელი სარეცლის მარხვის შენახვა? როგორც ვიცი, ზოგჯერ მოძღვარი ამ საკითხის გადაწყვეტას თავად ცოლ-ქმარს ანდობს...

- მარხვაში ხორციელი ურთიერთობა არ შეიძლება, თუმცა ზოგჯერ სჯობს, მართლაც მეუღლეებს მივანდოთ ამ საკითხის გადაწყვეტა, რადგანაც ისეც მომხდარა, რომ თავშეკავების გამო მამაკაცი ისეთ მდგომარეობამდე მისულა, სხვასთან უფრო დიდ ცოდვაში ჩავარდნილა. მოძღვრები დათმობაზე მხოლოდ ამ მიზეზის გამო მიდიან. მრევლს მაინც თავშეკავებას ვურჩევთ, თუმცა იმასაც ვითვალისწინებთ, რომ დღეს ადამიანს ყოველი მხრიდან ებრძვის ბოროტი, ამიტომ როცა თავშეკავება გაუსაძლისია, გამოუვალი მდგომარეობის დროს შეუძლიათ ურთიერთობა. მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ ჩვეული სიხშირით გააგრძელონ თანაცხოვრება. ცოლ-ქმარმა უნდა იცოდეს, რომ არასასურველია ბავშვის მარხვაში ჩასახვა. უფრო მძიმეა, თუ პირველი ურთიერთობა მარხვაში მოხდება. ფსიქოლოგიური სტრესი, ცოდვის შემოსვლა ორგანიზმში ჯერ დედაზე აისახება და შემდეგ ბავშვზეც გადადის.

- მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე, თუკი მეუღლე არაეკლესიური ჰყავს?

- როდესაც ცოლი ეკლესიურია, ქმარი კი არა, წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება, რადგანაც ცოლის სხეული ქმარს ეკუთვნის, ისევე, როგორც ქმრისა - ცოლს. ამიტომ კარგი იქნება, თუ აუხსნის ქმარს და თავშეკავებას ერთობლივად გადაწყვეტენ. მაგრამ თუ მეუღლეს არ სურს, არ უნდა შეეწინააღმდეგოს, რადგანაც ასე უარეს შედეგს მიიღებს - ქმრის მრუშობას და შესაძლოა, ოჯახის დანგრევასაც. ამიტომ სიბრძნის გამოჩენაა საჭირო - ორი ბოროტებიდან ნაკლები უნდა ავირჩიოთ.

- მარხვის გარდა როდის არ არის რეკომენდებული ბავშვის ჩასახვა?

- არ შეიძლება სიმთვრალის დროს, ნარკოტიკების მოხმარებისას. ზოგჯერ ნარკომანს ან ლოთს ნორმალური შვილი ჰყავს, მაგრამ უფრო დიდია ალბათობა, რომ პატარები, ავადმყოფები თუ არა, მეტ-ნაკლებად გონებაჩამორჩენილები მაინც იყვნენ, თანატოლები ჯობნიდნენ სწავლაში. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. სულიერი პრინციპების დარღვევას ხორციელი სნეულება მოჰყვება. ამიტომ უნდა ვეცადოთ, სწორად ვიცხოვროთ. ღმერთმა დაგლოცოთ!