ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

მას შეუძლია გაწმინდოს ჰაერი ფორმალდეჰიდისა და გაზის ნამწვისგან, ანეიტრალებს საცხოვრებელ ფართში შხამიან ნივთიერებებს, რომელსაც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ქიმია და ელექტროხელსწყოები გამოყოფს. თუ ქლოროფიტუმს დადგამთ სამზარეულოში, ის გაწმენდს ჰაერს და შეისრუტავს სუნს.

რაც მთავარია, ეს მცენარე ადვილი მოსავლელია. გაზაფხულიდან შემოდგომამდე, აქტიური ზრდის პერიოდში, ქლოროფიტუმს მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. ორ კვირაში ერთხელ კი გაანოყიერეთ თხევადი ბალანსირებული სასუქით, რომელიც ყვავილების მაღაზიებში იყიდება. ზამთარში, როგორც მცენარეთა უმეტრესობას, მასაც დასვენების პერიოდი აქვს, ამიტომ მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. უყვარს ოთახის ტემპერატურა - 18-24 გრადუსი. ზამთარში კი – მინიმუმ 8 გრადუსი. ფოთლების სიხასხასის შესანარჩუნებლად მცენარე დადგით ნათელ ადგილას, ოღონდ, მწველ მზეს მოარიდეთ. მიწის ზედაპირზე ფესვების გამოჩენა მცენარის გადარგვის აუცილებლობის ნიშანია. იმისათვის, რომ მცენარეს ფოთლის ბოლოები არ გაუყავისფრდეს, ტენი სჭირდება, ამიტომ ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა, ფოთლები დღეში რამდენჯერმე დაუნამეთ.