ეკოლოგია
რატომ ჰქონდა დღეს ცას ყვითელი შეფერილობა
რატომ ჰქონდა დღეს ცას ყვითელი შეფერილობა
საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ცის ყვითელი შეფერილობა სამხრეთიდან ჰაერის ნაკადით წამოსულ ქვიშას უკავშირდება. ამის შესახებ ნიორაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

”ცის ყვითელი ფერი არაფერს მოულოდნელს არ უკავშირდება. დღეს თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ცა ოდნავ ყვითლად არის შეფერილი. განსაკუთრებული არაფერი ხდება. სავარაუდოდ, სამხრეთის რეგიონიდან ჰაერის ნაკადმა ქვიშა წამოიღო და ჰაერში ახლა ყვითელი ფერის ქვიშაა, რამაც სავარაუდოდ, გამოიწვია ცის ყვითელი შეფერილობა. საშიში არაფერია”, - განაცხადა ნიორაძემ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან
27-07-2018
მეგობრებო, მკურნალი.გე-ს სარედაქციო ჯგუფმა საიტის დაარსების დღიდან
18-07-2018
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული ადამიანების რიცხვის
11-07-2018