ჯანსაღი კვება და რძემჟავა პროდუქტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი კვება და რძემჟავა პროდუქტები

მაწონი თუ იოგურტი?

ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა მაწონი და კეფირი, შეიცავს არაერთ სასარგებლო მიკროორგანიზმს: რძემჟავა სტრეპტოკოკებსა და ჩხირებს, ძმარმჟავა ბაქტერიებსა და საფუარს. მათი წყალობით მაწონი თუ კეფირი აუმჯობესებს და ამაღლებს იმუნიტეტს, კურნავს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და უძილობას. ითვლება, რომ მათ დამამშვიდებელი მოქმედების უნარიც შესწევთ.

ბაქტერიები შრომობენ!

ერთი დღე-ღამის მაწონი ან კეფირი (აუცილებლად უნდა შეამოწმოთ თარიღი ეტიკეტზე) აიძულებს ნაწლავებს, იშრომონ და თავიდან აგაცილონ შეკრულობა, სამი დღის მაწონს კი სრულიად საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. არსებობს ბიფიდობაქტერიების შემცველი ბიოკეფირიც - ბაქტერიებისა, რომელთა დადებითი ზემოქმედება ჩვენს ორგანიზმზე დიდი ხანია დადასტურებულია. ეს პროდუქტი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ღვიძლის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას, მკურნალობს დისბაქტერიოზს, ასუფთავებს და აგლუვებს კანს.

მიეხმარეთ ნაწლავებს

თუ თქვენი კუჭ-ნაწლავი შეფერხებით მუშაობს, მიეხმარეთ მას - ყოველდღე მიიღეთ უცხიმო მაწონი, კეფირი, იოგურტი ჭამამდე 30 წუთით ადრე და ძილის წინ ნახევარი საათით ადრე. შედეგს ორი კვირის შემდეგ დაინახავთ. როგორც წესი, 21 დღის შემდეგ ორგანიზმი ეჩვევა ახალ რეჟიმს და შეიმჩნევა სტაბილური ეფექტი.

მხოლოდ ცოცხალი!

იოგურტის მისაღებად რძესთან აუცილებლად უნდა იმუშაონ ცოცხალმა მიკროორგანიზმებმა. საჭირო კონსისტენციას იოგურტი იძენს მისი გამამდიდრებელი ისეთი კომპონენტების ხარჯზე, როგორებიცაა ცილა, ნაღები, პექტინი და სახამებელი. გახსოვდეთ, რომ იოგურტს ღირებულება აქვს მანამდე, სანამ მასში არსებული ბაქტერიები ცოცხალია, ამიტომ მისი შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. უფრო მეტიც - მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში მკაცრად უნდა იყოს დაცული შენახვის ვადები და ტემპერატურული რეჟიმი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - მოდიფიცირებული სახამებელი, რომელიც შედის ზოგიერთი იოგურტის შემადგენლობაში, ძნელად გამოიდევნება ორგანიზმიდან, ამიტომ ყურადღებით შეისწავლეთ ქილასა თუ ეტიკეტზე არსებული წარწერა. თუ იოგურტიც გიყვართ, მაწონიც და კეფირიც, უშურველად ჩართეთ ისინი თქვენს რაციონში. დაიწყეთ დღე მსუბუქი იოგურტით და დაამთავრეთ მაწვნით ან კეფირით. შეგიძლიათ, მიირთვათ შუადღეზეც. ორგანიზმი მხოლოდ მადლობელი დაგრჩებათ.

აღვიდგინოთ ენერგია

მრავალი მარკის იოგურტი შეიცავს კენკრას, ციტრუსებს, ვაშლს, ატამს, გარგარს, ტროპიკულ ხილს, რაც ორმაგად სასარგებლოა ორგანიზმისთვის - იოგურტის სასარგებლო კომპონენტებს ემატება ხილში შემავალი უამრავი ვიტამინიც. ბოლო დროს განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ტროპიკული ხილის შემცველი იოგურტები, მათ შორის - იოგურტი მანგოთი. შესანიშნავი გემოსა და კვებითი ღირებულების გამო მანგოს ნაყოფს “ღმერთების საკვებს” უწოდებენ. ხორციანი, წვნიანი მანგო შეიცავს აუცილებელი ვიტამინებისა (C, E, B3, B5, B6, კაროტინოიდებს) და საკვები ნივთიერებების მთელ ნაკრებს. იგი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, გულისა და თირკმლის მუშაობას, ხელს უწყობს ძალისა და ენერგიის აღდგენას, მატებს ორგანიზმს მხნეობას. გარდა ამისა, მანგო შეიცავს ვირუსსაწინააღმდეგო ნივთიერება მანგიფერინს, რომელიც ეფექტურია ჰერპესის მკურნალობისას. მანგოს რბილობისგან მომზადებული ფაფა სწრაფად აშუშებს ჭრილობებს. მანგო ანიჭებს კანს სიმკვრივეს, სიგლუვეს, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას, ამიტომ ის სახის კანისთვის განკუთვნილი მრავალი ნიღბის შემადგენლობაში შედის. რძით და რძის ნაწარმით ჯერ კიდევ ჰიპოკრატე მკურნალობდა ნერვულ დაავადებებს, ღვიძლის, კუჭის, გულის სნეულებებს. ამ პროდუქტების მარგებლობა პირველად პავლოვმა დაადგინა. იგი ამბობდა, რომ ისინი სასარგებლოა, უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ მათ მონელებას ძალიან ცოტა კუჭის წვენი სჭირდება. მეორე - ისინი თვითონვე აღვიძებენ მადას, ამიტომ ორგანიზმი მათ ასათვისებლად არავითარ ძალას არ ხარჯავს და მესამე - რძე და რძის ნაწარმი შეიცავს აბსოლუტურად ყველა საკვებ ნივთიერებას, რაც კი საჭიროა ადამიანის ცხოველუნარიანობისთვის. სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი იკვებება მხოლოდ დედის რძით  და ნორმალურად ვითარდება. სრულიად უბადლოა რძის ცილა. ის ხორცის ცილაზე სასარგებლოც კია. რძეს, მაწონს, კეფირს, იოგურტს დიდი მნიშვნელობა აქვს ხანდაზმულების კვებისთვის. უცხიმო რძის ნაწარმში თითქმის არ არის ქოლესტერინი.