ზღვის ეკოსისტემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზღვის ეკოსისტემა

რატომ არის ზღვის წყალი მლაშე?

ზღვის წყალი მლაშეა. ასეთ გემოს მას ის მინერალური ნივთიერებები სძენს, რომლებსაც იგი უხვად შეიცავს. ზღვის წყალში ყველაზე მეტია ნატრიუმისა და ქლორის ნაერთები - 3,5%. შემდეგ მოდის მაგნიუმი, გოგირდი, იოდი, წყალბადი, ჟანგბადი, ნახშირბადი, ქლორი, ფთორი, ბორი, ბრომი. ტალღების წყალობით ზღვებისა და ოკეანეების წყალი მუდმივად ერევა ერთმანეთს, ამიტომ თითქმის ყველა მათგანს ერთნაირი მარილოვანი შემადგენლობა აქვს. მინერალურ ნივთიერებებს წყალი იონებად შეიცავს, ამიტომ ზღვის წყალი სუსტი იონიზებული ხსნარია, რომელსაც ელექტროგამტარობა და სუსტი თბური რეაქცია ახასიათებს. ზღვის წყლის გაყინვის ტემპერატურა ჩვეულებრივზე დაბალია, ხოლო დუღილისა - მაღალი. ეს იმას ნიშნავს, რომ ზღვის წყალი თითქმის არ იყინება, მის ასადუღებლად კი შედარებით მაღალი ტემპერატურაა საჭირო. რაც შეეხება სიმკვრივეს, იგი ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე მტკნარი წყლისა. ზღვის წყალში ყველაზე მეტია ქლორის, ნატრიუმის, გოგირდის, მაგნიუმის, კალციუმის, კალიუმის, ნახშირბადის, ბრომის, ბორის მჟავას, სტრონციუმისა და ფთორის იონები, შედარებით ნაკლები - აზოტისა, ლითიუმისა, რუბიდიუმისა, ფოსფორისა, რკინისა, თუთიისა და მოლიბდენისა. ზღვის წყალი შეიცავს 50-მდე სხვა ელემენტსაც, ოღონდ უფრო მცირე კონცენტრაციით.

ზღვის წყლის აირები

ატმოსფეროსთან კონტაქტის შედეგად ზღვის წყალი ჰაერთან აირების, კერძოდ, ჟანგბადის, აზოტისა და ნახშირორჟანგის ცვლას ახორციელებს. ეს აირები, ხვდება რა ზღვის წყალში, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების შედეგად შეიწოვება ოკეანეებშიც. ზოგიერთი მათგანი ოკეანეში მდინარეების წყლის მეშვეობითაც ხვდება. რა რაოდენობის აირია გახსნილი ამა თუ იმ ზღვისა და ოკეანის წყალში, დამოკიდებულია მათ წყალში გახსნის უნარსა და ჰაერის პარციალურ წნევაზე. მომატებული ტემპერატურისას აირების ხსნა მცირდება და, შესაბამისად, იკლებს წყლებში მათი შემცველობაც. ზღვის წყალში ჟანგბადი და აზოტი ატმოსფერული ჰაერისგან განსხვავებული თანაფარდობით არის წარმოდგენილი. ჟანგბადი წყალში უკეთ იხსნება, ამიტომ იქ ამ ორი ელემენტის თანაფარდობა 1:2-ს შეადგენს. ანაერობულ გარემოში წყალში შესაძლოა კიდევ ერთი აირი - გოგირდწყალბადი დაგროვდეს. მაგალითად, შავ ზღვაში 200 მეტრის სიღრმეზე ყოველთვის არის დაგროვილი გოგირდწყალბადი.

ბიოგენური ნივთიერებები

ბიოგენურია ის ნივთიერება, რომელიც ზღვის წყალში არსებობისას ერთვება ფოტოსინთეზში და ორგანული ნივთიერებების შექმნაში მონაწილეობს. ასეთებია, უპირველეს ყოვლისა, ფოსფორი, არაორგანული აზოტი და სილიციუმი. სწორედ ისინი ქმნიან ზღვის ცხოველების ხერხემალსა და ნიჟარებს, რომლებითაც ასეთი საინტერესო და მიმზიდველია წყალქვეშა ცოცხალი სამყარო. ბიოგენური ნივთიერებების რაოდენობა წყალში არამუდმივია. ეს დამოკიდებულია ადგილზე, წყლის სიღრმესა და წელიწადის დროზე. ჩვეულებრივ, მათი შემცველობა მინიმალურია წყლის ზედაპირზე, იზრდება და მაქსიმუმს აღწევს 1000-1500 მეტრ სიღრმეზე, მერე კი ისევ მცირდება, თუმცა ფოსფატების შემცველობა ზოგიერთი ოკეანის ფსკერზე მკვეთრად იმატებს.

ზღვის ორგანიზმთა ტიპები

ზღვის ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცოცხალ ორგანიზმებს, რომელთა შორისაც მოქმედებისა და ცხოველქმედების ხასიათის მიხედვით რამდენიმე სახის ორგანიზმებს განასხვავებენ: პროდუცენტებს, კონსუმენტებსა და რედუცენტებს.


პროდუცენტები

ორგანიზმებია, რომლებიც წარმოქმნიან ორგანულ მასას - ფიტოპლანქტონს. მათ მიეკუთვნება წვრილი და მიკროსკოპული ზომის ზღვის მცენარეული ორგანიზმები, რომელთა შორისაც მრავლადაა ერთუჯრედიანი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები. ისინი არსებობენ წყლის სისქეში და აქტიურად გადაადგილების საშუალება არ აქვთ და არც ამის უნარი შესწევთ.

კონსუმენტები

მოიცავს ცოცხალ ორგანულ მასას: ზოოპლანქტონს, ბენთოსს და ნექტონს. ზოოპლანქტონი წვრილი ცხოველური ორგანიზმებია: კიბორჩხალები, მედუზები, ნაწლავღრუიანები, მოლუსკები და სხვა. ბენთოსი ის მცენარეები და ცხოველებია, რომლებიც წყლის ფსკერსა და სხვა მყარ საყრდენებზე ბინადრობენ: წყალმცენარეები, მარჯნის პოლიპები, ზღვის ღრუბელი და სხვა. ნექტონი წყლის სისქეში აქტიური გადაადგილების უნარის მქონე ორგანიზმებია: თევზები, რვაფეხები, გველები, კუები, დელფინები, ვეშაპები, ზვიგენები და სხვა დიდი ზომის წყლის ცხოველები.

რედუცენტები

ორგანიზმებია, რომლებიც მკვდარ ორგანულ მასებს მინერალურ ნივთიერებებად შლიან. ესენია ბაქტერიები, სოკოები და სხვა მიკროორგანიზმები, რომელთა დახმარებითაც ზღვა ერთგვარად იწმინდება და სუფთავდება.

ბიოლოგიური რესურსები

მსოფლიო წყლების ბიოლოგიური რესურსი საკმაოდ დიდია და მას აქტიურად იყენებს ადამიანი. კვებითი მნიშვნელობა აქვს თევზებს, უხერხემლო ცხოველებს, ძუძუმწოვრებსა და წყალმცენარეებს. ზღვის ბიოლოგიური რესურსი, როგორც ორგანული ნედლეული, გამოიყენება მრეწველობაში. დიდია მისი სამედიცინო მნიშვნელობაც, ბევრი ისეთი სამკურნალო პრეპარატი არსებობს, რომლის აქტიურ მოქმედ ნივთიერებასა თუ საფუძველს ზღვის რესურსი წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ზღვის როგორც ბუნებრივი ფილტრის როლიც.

ზღვის ჰაერი

ზღვის ჰაერის სამკურნალო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია. იგი გაჯერებულია ზღვის წყლის მიკროსკოპული წვეთებით, განსაკუთრებით - ქარში, როდესაც ჰაერში წამოიქმნება აეროიონებით გაჯერებული მარილოვანი აეროზოლები. სანაპიროზე ადამიანი სუნთქავს ძლიერ მარგებელი ჰაერით, რომელიც უხვად შეიცავს ზღვის მარილებს და წყალმცენარეთა ფიტონციდებს. ზღვის ჰაერში დიდია ჟანგბადის და ოზონის შემცველობა. ოზონის მოლეკულები ქიმიური თვალსაზრისით ძლიერ არამყარია და ადვილად იშლება მოლეკულურ და ატომურ ჟანგბადად, ამ უკანასკნელს კი დაავადებების გამომწვევი მიკრობების განადგურების უნარი შესწევს. ასეთი ჰაერი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სასუნთქი სისტემის ქრონიკული პათოლოგია აქვს. წყლის უწვრილესი ნაწილაკები, რომლებითაც გაჯერებულია ჰაერი, კარგად წმენდს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს და ორგანიზმს საჭირო მინერალური ნივთიერებებით ამდიდრებს.  აღმოჩნდა, რომ ზღვის წყალი შედგენილობით ადამიანის სისხლის პლაზმის მსგავსია, ანუ ის ნივთიერებები, რომლებსაც ზღვის წყალი შეიცავს: ნატრიუმის, მაგნიუმის, კალიუმისა და იოდის იონები, - არის პლაზმაშიც. ამრიგად, ჰაერიდან ისინი ორგანიზმში აღწევენ და მას შიგნიდან ამაგრებენ. კალიუმს ანტიალერგიული თვისებები აქვს, კალციუმი აძლიერებს შემაერთებელ ქსოვილს, მაგნიუმი აცხრობს შეშუპებას, ბრომი ამშვიდებს, იოდი აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს. ზღვის ჰაერის ზემოქმედებით ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა, იზრდება სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობა, აქტიურდება სასუნთქი ორგანოებისა და სისხლის მიმოქცევის სისტემათა ფუნქციები, იმატებს კუნთოვანი და ნერვული სისტემების მდგრადობა. ბავშვებსა და მოზარდებში ზღვა ამაგრებს ძვლებს და აძლიერებს ზრდას. განსაკუთრებით კარგად არის გაჯერებული სასარგებლო ნივთიერებებით სანაპიროს ჰაერი. ზღვის მარილების ჰიდროაეროზოლები ყველაზე მეტია ნაპირიდან 200 მეტრზე. ამ ზონის ჰაერში ქლორის მარილების კონცენტრაცია 20-ჯერ მეტია, ვიდრე სანაპირო ზოლიდან 500 მეტრის მოშორებით. ექიმები სანაპიროზე ხანგრძლივ სეირნობას განსაკუთრებით ურჩევენ მათ, ვისაც სასუნთქი და ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადებები ტანჯავს. უკანასკნელ წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა აეროიონებით მკურნალობა.  ზღვის კურორტებზე აეროთერაპიის სამ ფორმას მიმართავენ: სუფთა ჰაერზე ყოფნას სამოსით, როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში, ისე მოძრაობის თანხლებით, სანაპირო ზოლში ძილს როგორც ღამით, ისე დღის განმავლობაში და ზღვის ჰაერის აბაზანებს.