„ფეირისა“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადება-რეალიზაციისთვის სამი პირი დააკავეს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
„ფეირისა“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადება-რეალიზაციისთვის სამი პირი დააკავეს
„ფეირისა“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადება-რეალიზაციისთვის სამი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კუსტარულად მოწყობილ არარეგისტრირებულ საწარმოში, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, აჭარის რეგიონში მოწყობილ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, ხდებოდა სარეცხი საშუალებების - „ფეირის“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადება. ამასთან, პროდუქციის წარმოებისთვის დაბალი ხარისხის და იაფფასიანი ნედლეული გამოიყენებოდა.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები,
ბოთლები, ინვენტარი, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 2 000 ერთეულზე მეტი სხვადასხვა დასახელების სარეცხი საშუალება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
* ბლენდერის გასასუფთავებლად ჩაასხით მასში თბილი წყალი, დაუმატეთ თხევადი საპნის რამდენიმე წვეთი და 2-3 წუთით ჩართეთ. გამორთეთ და თბილი წყალი გამოავლეთ. აი, თქვენი ბლენდერი გაქათქათდა.
ჭურჭელი ტეფლონის საფარველით გარანტირებულად არ იწვავს საკვებს, მაგრამ შეიძლება საფრთხის შემცველი
პოპულარული საყოფაცხოვრებო ნივთიები, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აღიქვამს,
მიკროტალღური ღუმელის ირგვლივ უამრავი მითი არსებობს. არის მოსაზრება, რომ ის ძალიან საშიშია
* სარკე იპრიალებს, თუ წყალში ცოტაოდენ ლილას შეურევთ. მისი გაპრიალება ჩაის ნაყენითაც შეიძლება.
ჰაერი - მტვრის ტკიპა - ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენია, რომელსაც ჰაერთან ერთად
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
დღეს ბევრი მარტოსული ადამიანია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თანამედროვე ცხოვრების რითმი აძლიერებს
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით