მანდარინის მურაბა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მანდარინის მურაბა
მანდარინის მურაბა
ტკბილეული და ზოგადად, მურაბები მაინც და მაინც სასარგებლო არ არის, თუმცა თუ მაინც მურაბა უნდა მიირთვათ, უმჯობესია არჩევანი მანდარინის მურაბაზე შეაჩეროთ, რადგან არ შეიცავს ნიტრატებს მასში არსებული ლიმონმჟავის წყალობით. ამასთან, გამორჩეულია სასიამოვნო გემოთი, სურნელით და ფერით.

მანდარინის ნაყოფი და უშუალოდ მურაბაც ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ტოქსიკური ნივთიერებებისადმი, ხელს უწყობს ორგანიზმის ფუნქციონირებას ჟანგბადოვანი შიმშილის პირობებში, ამიტომ ის განსაკუთრებით სასარგებლო და აუცილებელია მწეველებისთვის.
მანდარინის რბილობი შეიცავს 90% წყალს, 1% ლიმონმჟავას, 8 % შაქარს. 100 გრამ რბილობში 25 მგ C ვიტამინია, კანში კი
- 5%-მდე ეთერზეთი.
C ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმისთვის. ის დადებითად მოქმედებს იმუნურ და ნერვულ სისტემებზე, ხელს უწყობს რკინის ათვისებას, არის ანტიოქსიდანტი. მანდარინში საკმაო რაოდენობითაა „დე“ და „კა“ ვიტამინები. „დე“ ვიტამინი ბავშვებში რაქიტის საპროფილაქტიკოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებაა. „კა“ ვიტამინი კი სისხლძარღვთა ელასტიურობის უზრუნველსაყოფად
არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, მანდარინში არის „ბე“ ჯგუფის და „ა“ ვიტამინები. ისინი დადებითად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე, ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციებსა და მხედველობას. თუმცა, გახსოვდეთ, რომ თავად მურაბა საკმაოდ კალორიულია და 100 გრამი პროდუქტი მთელ 204 კკალორიას შეიცავს, ამიტომ ზომიერება დაიცავით.

მანდარინის მურაბის სხვადასხვა რეცეპტი არსებობს. ჩვენ გაგიზიარებთ ცნობილი ფილოლოგის, მანანა მაისურაძის მიერ რეკომენდებულ რეცეპტს, რომლითაც მურაბა ძალიან გემრიელი და არომატული გამოდის. ქალბატონი მანანა გვირჩევს, რომ სამურაბედ წვრილი და მკვრივი მანდარინი შევარჩიოთ.

მანდარინი ჩანგლით ფრთხილად დაჩხვლიტეთ, დაასხით მდუღარე წყალი, აცადეთ გაციება და შემდეგ გადაწურეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ სამჯერ. შემდეგ 1 კგ მანდარინს დააყარეთ ამდენივე შაქარი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და წამოადუღეთ. გააჩერეთ, გაცივდეს. ასე აკეთეთ დაახლოებით 6-ჯერ მაინც. როცა წვენი შესქელდება, ქილებში გადაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
7 სასარგებლო პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა შედიოდეს თქვენს რაციონში.
06-03-2018
რა უნდა მიირთვას ბიჭმა, რომ საჭირო ვიტამინების დღიური ნორმა
19-02-2018
გარდატეხის ასაკი ურთულესი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ჰორმონთა ჯანყი – ასე აფასებენ ენდოკრინოლოგები
05-02-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
* ბლენდერის გასასუფთავებლად ჩაასხით მასში თბილი წყალი, დაუმატეთ თხევადი საპნის რამდენიმე წვეთი და 2-3 წუთით ჩართეთ. გამორთეთ და თბილი წყალი გამოავლეთ. აი, თქვენი ბლენდერი გაქათქათდა.
ჭურჭელი ტეფლონის საფარველით გარანტირებულად არ იწვავს საკვებს, მაგრამ შეიძლება საფრთხის შემცველი
პოპულარული საყოფაცხოვრებო ნივთიები, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აღიქვამს,
მიკროტალღური ღუმელის ირგვლივ უამრავი მითი არსებობს. არის მოსაზრება, რომ ის ძალიან საშიშია
* სარკე იპრიალებს, თუ წყალში ცოტაოდენ ლილას შეურევთ. მისი გაპრიალება ჩაის ნაყენითაც შეიძლება.
ჰაერი - მტვრის ტკიპა - ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენია, რომელსაც ჰაერთან ერთად
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვირუსული ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!