დიასახლისის გვერდი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დიასახლისის გვერდი
დიასახლისის გვერდი
როგორ მოვაცილოთ ტანსაცმელს დამწვრობის კვალი?

  • ახალ, ზედაპირულ დამწვრობას ჩვეულებრივი სარეცხი საპნით გაუმკლავდებით.
  • უთოსგან გაჩენილ დამწვრობის კვალს ეფექტურად უმკლავდება ჩვეულებრივი, საჭმელი სოდა. დაასველეთ დაზიანებული ადგილი წყლით და ცოტაოდენი სოდა მოაფრქვიეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ მშრალი ღრუბლით ან პირსახოცით დაიწყეთ სოდის ნარჩენების მოცილება (სასურველია, კიდეებიდან ცენტრის მიმართულებით). თუ ლაქა მთლიანად არ გაქრა, პროცედურა გაიმეორეთ. თუ ზემოჩამოთვლილმა მეთოდებმა შედეგი არ გამოიღო, დაზიანებული ადგილი თბილი წყლით დაასველეთ და ბლომად მარილი მოაყარეთ. როცა ქსოვილი გაშრება, ლაქა უხეში ჯაგრისით გაწმინდეთ.
  • დამწვრობის კვალს კარგად უმკლავდება ლიმონი. დაზიანებულ ადგილს ლიმონის წვენი
    მოასხით და შაქრის პუდრა მოაყარეთ. როცა ეს ნაზავი გაშრება, ქსოვილი ცივ წყალში გარეცხეთ.
  • უთოს დამწვრობას ეფექტურად აშორებს ძმრისა და წყლის ნაზავი (პროპორცია: ძმარი 2, წყალი 1).
  • კარგი მეთოდია წყალბადის ზეჟანგის (პერეკისი) გამოყენებაც. მოასხით სითხე დაზიანებულ ადგილს, აცადეთ გაშრობა და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

როგორ მოვაცილოთ ტანსაცმელს
ბალახის ლაქა
ბალახის ლაქების მოსაშორებლად ყველაზე მარტივი საშუალება მარილიანი წყალია - ერთ ჭიქა წყალზე ერთი სუფრის კოვზი მარილი:

  • დალაქავებული ტანსაცმელი ერთი საათით მარილიან წყალში ჩაალბეთ, შემდეგ თბილ წყალში გაავლეთ და ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ. მარილიანი წყალი, ბალახის გარდა, ეფექტურია მელნის, ღვინის, ოფლისა და ცხიმის ლაქებთან საბრძოლველად.

ბალახის ლაქებს კარგად ებრძვის დენატურირებული სპირტი:

  • ბამბის ტამპონი სპირტში დაასველეთ და დალაქავებული ადგილი გაწმინდეთ, სანამ ლაქა მთლიანად არ გაქრება. ამის შემდეგ ქსოვილი ცხელ წყალში და სარეცხ ფხვნილში ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
  • ბალახის ლაქებს კარგად აუფერულებს თეთრი ღვინის ძმარი ან ნიშადურის სპირტი: დალაქავებული ადგილი ძმარში ან სპირტში დასველებული ტამპონით გაწმინდეთ და თბილ წყალში გარეცხეთ.
  • ბამბის ქსოვილიდან ბალახის ლაქების ამოყვანა შესაძლებელია სამპროცენტიანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარით (პერეკისი), თუმცა ეს მეთოდი მხოლოდ თეთრ ტანსაცმელზე გამოიყენება.
  • ამ იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებების დახმარებით ტანსაცმელს უსიამოვნო ლაქებსაც მოაშორებთ და არც დააზიანებთ.


როგორ გავაციოთ სასმელი რამდენიმე წამში?

ამისთვის დაგჭირდებათ: წყალი, მარილი, ყინული.

პირველ რიგში, ჯამი წყლით აავსეთ. დაუმატეთ ყინულის სასურველი რაოდენობა და რამდენიმე სუფრის კოვზი მარილი. ყველაფერი კარგად აურიეთ და სასმლით სავსე ბოთლი წყალში მოათავსეთ.

რამდენიმე წამში თქვენი სასმელი ყინულივით ცივი გახდება.

საქმე ის გახლავთ, რომ ორი სხვადასხვა ტემპერატურის ნივთიერების თანხვედრისას წყლის ტემპერატურა მოიმატებს, სასმლის ტემპერატურა კი დაიწევს, სანამ მათ შორის “ოქროს შუალედი” დამყარდება.


როგორ გავრეცხოთ შავი სამოსი სარეცხ მანქანაში ფერშეუცვლელად?

ბევრს ჰგონია, რომ შავი ფერი ჭუჭყის ამტანია, სინამდვილეში ასე არ არის. შავზე უმცირესი ლაქაც კი მოჩანს, რომ აღარაფერი ვთქვათ მტვერზე, ქერტლსა და ტონალური კრემისა თუ დეზოდორანტის ლაქებზე. სწორედ ამიტომ შავ ტანსაცმელს ხშირად რეცხავენ და შესაბამისად, ერთ დროს მკვეთრი შავიც მალე უფერულდება.

ჩვენ შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც თქვენს ტანსაცმელს კიდევ დიდხანს შეუნარჩუნებს თავდაპირველ ფერსა და იერსახეს:

  • თუ გსურთ, რომ შავმა სამოსმა რუხი შეფერილობა არ მიიღოს, ავტომატური რეცხვისას ყოველთვის დელიკატური რეცხვის რეჟიმი გამოიყენეთ და სარეცხ ფხვნილში ცოტაოდენი მარილი დაუმატეთ.
  • სანამ შავ ტანსაცმელს სარეცხ მანქანაში მოათავსებდეთ, ერთი პროცედურა უნდა ჩაატაროთ. გაავსეთ ტაშტი ცივი წყლით, დაუმატეთ 2-3 სუფრის კოვზი ძმარი და ტანსაცმელი 20 წუთით ჩაალბეთ. ამის შემდეგ ტანსაცმელი წყალში გავლების გარეშე ამოიღეთ ტაშტიდან და სარეცხ მანქანაში ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
  • შავი ფერის “გასაცოცხლებლად” ტაშტი მდუღარე წყლით გაავსეთ და დაფქული შავი ყავა დაუმატეთ. ეცადეთ, ნაყენი რაც შეიძლება მუქი გამოვიდეს. ჩაუშვით გახუნებული ტანსაცმელი ყავიან წყალში და 20-30 წუთით დატოვეთ. ამის შემდეგ ტანსაცმელი დელიკატური სარეცხი საშუალებით გარეცხეთ. შესაძლოა, ეს საკმაოდ ძვირი მეთოდია, მაგრამ ძვირფასი შავი სამოსი ამად ღირს.
  • როგორ დავუბრუნოთ ფერი განსაკუთრებით ფაქიზ სამოსს, რომლის სარეცხ მანქანაში რეცხვა არ შეიძლება? ტაშტში ჩაასხით მდუღარე წყალი და დაუმატეთ თუთუნი (პროპორცია - 1 ლიტრ წყალზე 15გ თუთუნი), წამოადუღეთ და 40 გრადუსამდე გააცივეთ. ხსნარი საწურში გაატარეთ და მაგარი ჯაგრისით ტანსაცმელს წაუსვით. ამის შემდეგ ტანსაცმელი ცივ წყალში გაავლეთ და გააშრეთ.
  • ქსოვილზე შავი ფერის უკეთ შესანარჩუნებლად ძალიან მარტივი და საიმედო მეთოდია ტუშიან წყალში გავლება. თუმცა ეს მეთოდი მხოლოდ ხელით რეცხვისთვის გამოდგება. ბოლო გავლებისას წყალში ცოტაოდენი ტუში და 2-3 ს/კ ძმარი დაუმატეთ და ტანსაცმელი ჩვეულებრივი წესით გააშრეთ.
  • გაგიკვირდებათ და შავი ტანსაცმლისთვის ფერის შენარჩუნება და ოფლის სუნის მოცილება ჩვეულებრივ საჭმელ სოდას შეუძლია. რეცხვის დასრულების შემდეგ სარეცხი მანქანიდან გამოღებული სუფთა ტანსაცმელი 10-15 წუთით ჩაალბეთ თბილ წყალში, რომელშიც გახსნილი იქნება 1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა. ამის შემდეგ ცივ წყალში გაავლეთ და გააშრეთ.
  • დაბოლოს, მეთოდი ყველაზე ზარმაცებისათვის. ნივთები, რომლებსაც ფერი გაუხუნდათ, ქიმწმენდაში წაიღეთ, სადაც თავდაპირველ შეფერილობას ადვილად დაუბრუნებენ.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ქვემოთ მოყვანილი ვრცელი რეკომენდაციები მედიქლაბჯორჯიას ონკოლოგმა ნია შარიქაძემ მოამზადა ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ქიმიოთერაპიის გაკეთება უწევს. მადლობას ვუხდით მას ამ მეტად საჭირო რჩევების მოწოდებისთვის.
06-05-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
* ბლენდერის გასასუფთავებლად ჩაასხით მასში თბილი წყალი, დაუმატეთ თხევადი საპნის რამდენიმე წვეთი და 2-3 წუთით ჩართეთ. გამორთეთ და თბილი წყალი გამოავლეთ. აი, თქვენი ბლენდერი გაქათქათდა.
ჭურჭელი ტეფლონის საფარველით გარანტირებულად არ იწვავს საკვებს, მაგრამ შეიძლება საფრთხის შემცველი
პოპულარული საყოფაცხოვრებო ნივთიები, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აღიქვამს,
მიკროტალღური ღუმელის ირგვლივ უამრავი მითი არსებობს. არის მოსაზრება, რომ ის ძალიან საშიშია
* სარკე იპრიალებს, თუ წყალში ცოტაოდენ ლილას შეურევთ. მისი გაპრიალება ჩაის ნაყენითაც შეიძლება.
ჰაერი - მტვრის ტკიპა - ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენია, რომელსაც ჰაერთან ერთად
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვირუსული ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!