როგორ შევწვათ გოჭი სახლის პირობებში, რომ სასარგებლო და გემრიელი გამოვიდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევწვათ გოჭი სახლის პირობებში, რომ სასარგებლო და გემრიელი გამოვიდეს

გემრიელი კერძების მომზადებითაა ცნობილი. ის „ფეისბუქში“ ჯგუფ „ჩვენი კულინარიის“ ადმინისტრატორია და ჯგუფის წევრებს დაუზარლად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას და რჩევებს კულინარიულ ხრიკებთან დაკავშირებით. ამჯერად მაკა გოჭის შეწვის მისეულ ტექნიკას გაგვიზიარებს, რომლითაც საახალწლოდ თქვენს სტუმრებს ნამდვილად გააოცებთ. ამავე დროს, ღუმელში შემწვარი პროდუქტი ტაფაზე მომზადებულისგან გასხვავებით, ჯანსაღი და სასარგებლოა.

"კარგად გარეცხვა და გაწმენდა რომ უნდა, ყველამ ვიცით. მაგრამ ახალბედა დიასახლისებისთვის ზოგიერთ ნიუანსს მაინც დავწერ. ფეხებთან, ყურებში, წამწამები და სხვა სასურველია ბეწვისგან კარგად გაიწმინდოს. მე პინცეტით ვპუტავ. შემდეგ კარგად მაინც ვტრუსავთ. ყურებს ჩავჭრით 1-2 სმ (გოჭის ზომას გააჩნია) ყბებისკენ და კარგად ამოვასუფთავებთ. ასევე, ყბებსაც ჩავჭრით ყურებისკენ და ისე გადავწევთ, რომ ძვალში გაიხსნას - კანი კი მეტი აღარ ჩაიხეს. შემდეგ ყურებსა და პირში ჩავასხამთ მდუღარე წყალს და ენას კარგად, დანის უკანა მხარით გავაცლით კანს. კიდევ ერთხელ ჩავასხამთ მდუღარე წყალს პირში და ბოლოს კარგად გავრეცხავთ მთლიან გოჭს მსხვილი მარილითა და მჭადის ფქვილით.

ახლა დავიწყეთ შეწვა: წავუსვათ მთლიან გოჭს მარილი, მუცელში - ბლომად აჯიკა, ყურებზე და კუდზე მოვახვევთ ფოლგას და შევდგამთ ღუმელში (მე ელექტრო ღუმელში ვწვავ, 250 გრადუსზე). დაახლოებით 30-40 წუთში გამოვრთავ ღუმელს, გამოვაღებ კარს და წავუსმევ ერთმანეთში არეულ კარაქს, წითელ დაფქვილ წიწაკას, ცოტა ყვითელი ყვავილს, რომელიც წინასწარ ერთმანეთში აზელილი მიდევს საყინელეში. როცა ღუმელი ბოლომდე გაცივდება (გოჭიც შეგრილდება ამასობაში), დავკეტავთ ღუმელის კარს და ისევ ჩავრთავთ 250 გრადუსზე. ანუ გამოვრთეთ, წავუსვით კარაქიანი მასა, გავაგრილეთ და ახლიდან დავიწყეთ შეწვა. ასე გავიმეორებთ სამჯერ. მესამე ჯერზე უკვე ვაძრობთ ფოლგას კუდიდან და ყურებიდან და უკვე ვრთავთ 200გრადუსზე სრულ მზაობამდე. დაახლოებით 2 საათი სჭირდება თავისი დასვენებებიანად. ბოლოს გამოღებამდე მაინც შევარჭოთ დიდი ჩანგალი კისერში და დავაკვირდეთ, რომ სისხლი არ გამოვიდეს. თუ სისხლი არ გამოვიდა და ცოტა ცხიმიანმა წვენმა გამოჟონა, გოჭი მზად არის. ხორცი გამოდის ისეთი ნაზი - პირში დნება, კანი ხასხასა და ხრაკუნაა.

ჩემი დაკვირვება:

1. ზემოდან გოჭს როცა ვუსმევდი აჯიკას, წიწაკისა და ნივრის ნაწილაკები იწვებოდა და შავ წერტილებად ეტყობოდა.

2. გოჭიდან გამოსულ წვენს საცხობი ფირფიტიდან როცა ვიღებდი და ზემოდან ვასხამდი -კანს აშავებდა (ანუ ამუქებდა).

3. ადრე ჯამით ვდგამდი წყალს, რომ გოჭი არ გამომშრალიყო....ახლა აღარ სჭირდება (გაგრილებებისა და კარაქის წასმის გამო);

4. როცა ფოლგას არ ვახვევდი ყურებსა და კუდზე - იწვებოდა.

ასე შემწვარი გოჭი უმჯობესია გრილი დაჭრათ".

თამარ ნეფარიძე