რა სიხშირით უნდა ვცვალოთ ლოგინის თეთრეული
ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს. საწოლში ცხოვრების მესამედს ვატარებთ. ლოგინი შეიძლება ძალიან სწრაფად გარდაიქმნას ბაქტერიებითა და სოკოებით მდიდარ „ბოტანიკურ ბაღად“.
ადამიანის ორგანიზმი წლის განმავლობაში გამოიმუშავებს ას ლიტრამდე ოფლს. საწოლში შექმნილი თბილი და ტენიანი გარემო იდეალურია სოკოს კულტურის გასამრავლებლად. კვლევამ აჩვენა, რომ ბუმბულისა და სინთეზურ ბალიშებში შეიძლება 16 სახეობის სოკო აღმოჩნდეს.
გარდა სოკოებისა და ბაქტერიებისა, რომლის წყაროსაც ჩვენი ოფლი, ნერწყვი, კანის მკვდარი უჯრედები, ვაგინადან და ანუსიდან გამონადენია, ჩვენ საწოლს ვიზიარებთ უცხო მიკრობებთან, რომელიც შინაური ცხოველის ბეწვიდან, მტვრიდან, მტვრის ტკიპის ნარჩენებისა და ფეკალიებიდან მოდის.
ყველა ეს ბოლოგიური გამონაყოფი გროვდება კვირის განმავლობაში. თუ არ გამოვცვლით თეთრეულს, შეიძლება განვითარდეს ალერგიული სურდო და ხველა, იმდენად, რამდენადაც მთელ ამ მიკრობებს ვსუნთქავთ. მაშინაც კი, თუ ალერგია არ გვაქვს, ორგანიზმი სასუნთქ გზებში მოხვედრილ უცხო აგენტზე იწყებს მოქმედებას.
ლალი ჩხიკვაძე