რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

  • გირჩევთ, გამოაღეთ ფანჯარა, ჩარჩოები კარგად გაწმინდეთ მტვერსასრუტით, შუშები კი საპნიანი ან ფხვნილიანი ნაჭრით. არსებობს ამ საქმისთვის განკუთვნილი სპეციალური სითხეებიც;
  • ამბობენ ასევე, რომ ფარდების გარეცხვაც წელიწადში ერთხელ სავსებით საკმარისია, თუმცა რამდენად ხშირად გააკეთებთ ამას, ესეც თქვენი გადასაწყვეტია;
  • საშრობის გაწმენდაც წელიწადში ერთხელ საკმარისია. არ დაგავიწყდეთ საშრობის ან სარეცხი მანქანის ქვედა ტერიტორიის მილაგებაც;
  • ავეჯის ღრმა წმენდაც საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. გირჩევთ, დიდი მონდომებითა და ყურადღებით მოეკიდოთ ამ საქმეს. გამოიყენეთ მტვერსასრუტი და მიმართეთ ღრმა წმენდას. იდეალური იქნება, თუ სპეციალურ ბრიგადას გამოიძახებთ, რომელიც კვალიფიციურ ქიმწმენდას ჩაუტარებს თქვენს ავეჯს.
  • ფარეხის ან საკუჭნაოს დალაგებაც იმ საქმეთა სიაში შედის, რომლის გაკეთებაც წელიწადში ერთხელ საკმარისია. დალაგების დროს ეცადეთ მაქსიმალურად მოაშოროთ ამ ადგილებიდან ზედმეტი, უკვე გამოუსადეგარი ნივთი. ასე საქმეს ბევრად გაიმარტივებთ;
  • სავენტილაციო ბადე წინასწარ კარგად დაალბეთ და ჯაგრისითა და მტვერსასრუტით გაწმინდეთ;
  • გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის კარგად უნდა გარეცხოთ ეზოს ავეჯი, აივნის ან ვერანდის ატრიბუტები. ამისთვის კარგია წყალთან 1:1-ზე გაზავებული მათეთრებელი საშუალება. ეს ნაზავი ავეჯზე 15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ კი კარგად ჩამორეცხეთ გამდინარე წყლით და გააშრეთ მზეზე;
  • წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ხალიჩა, უფრო სწორად, უნდა გაირეცხოს. თუ ამის გაკეთებას თავად ვერ ახერხებთ, ჯობს სპეციალისტის გამოძახება;
  • ძალზე მნიშვნელოვანია წყლის ჟოლობის გაწმენდა. ეს პრობლემა საყურადღებოა კერძო სახლებისა და აგარაკების მქონეთათვის. დიდი ხნის შემდეგ ის ივსება ნარჩენებით, ფოთლებით, ზოგჯერ ქარის მოტანილი ქვიშით ან მიწით, ხშირად ამ მიწაში მცენარეებიც კი იზრდება. გირჩევთ, ჟოლობის გაწმენდაც სპეციალისტს მიანდოთ.

სარეცხ მანქანაში ფეხსაცმლის სწორად რეცხვის წესები

ვიდრე ფეხსაცმელს სარეცხ მანქანაში გარეცხავთ, ჯერ დარწმუნდით, შეიძლება თუ არა ამის გაკეთება.

  • სარეცხ მანქანაში ფეხსაცმლის გარეცხვა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ფეხსაცმელი ხარისხიანია და დარწმუნებული ხართ, რომ დასველების შემდეგ წებო ფუნქციას არ დაკარგავს. ფეხსაცმელს არ უნდა ჰქონდეს ტყავის, მეტალის ან სხვა რაიმე აქსესუარი, რადგან რეცხვის დროს შეიძლება მოსძვრეს;
  • კედების სარეცხ მანქანაში მოთავსებამდე ძირები და რანტები ტალახისგან გაასუფთავეთ;
  • თუ ნაჭრის ფეხსაცმელი ან კედები დალაქავებულია, უმჯობესია, გარეცხვამდე ლაქების ამომყვანი სპეციალური საშუალებით დაამუშაოთ;
  • მოაცილეთ ფეხსაცმელებს თასმები და ცალკე გარეცხეთ;
  • თუ ფეხსაცმლის ჩასაფენს უსიამოვნო სუნი აქვს, მაშინ ის გარეცხვამდე რამდენიმე საათით ადრე ძმრიან ხსნარში მოათავსეთ;
  • გარეცხვამდე ფეხსაცმელები ჩადეთ სარეცხის სპეციალურ ტომარაში ან სარეცხის ძველ შალითაში;
  • ჩაყარეთ ფხვნილის განყოფილებაში ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილი, თუ სარეცხი გელი გაქვთ, უმჯობესია გელი გამოიყენოთ. თუ თქვენი კედები ღია ფერისაა, გირჩევთ ფხვნილთან ერთად ნახევარი ჭიქა სოდა ჩაამატოთ, ასე ფერი უფრო მკვეთრი და ხასხასა გახდება. სოდა უსიამოვნო სუნსაც გაანეიტრალებს;
  • აირჩიეთ რეცხვის დელიკატური ან ჩვეულებრივი რეჟიმი. წურვისთვის მაქსიმალურად ნაკლები ბრუნი შეარჩიეთ, რომ ფეხსაცმელი არ დაზიანდეს. თუ გაქვთ ძველი, გამოუსადეგარი პირსახოცი, ის ფეხსაცმელთან ერთად გარეცხეთ, რომ ფეხსაცმელმა მანქანაში არ იბრაგუნოს;
  • არ გირჩევთ სარეცხ მანქანაში რამდენიმე წყვილი ფეხსაცმლის ერთად გარეცხვას;
  • თუ ფეხსაცმლის რანტი კარგად არ გაირეცხა, გამდინარე წყალს შეუშვირეთ და ძველი კბილის ჯაგრისით გახეხეთ;
  • დაბოლოს, გახსოვდეთ, ფეხსაცმლის გაშრობა მზეზე ან რადიატორზე არ შეიძლება. სველ კედებს გაუწურეთ ენა, დაალაგეთ ჩრდილში და დააცადეთ გაშრობა.