რა უპირატესობა აქვს გრანიტის ან მარმარილოს ტაფებსა და ქვაბებს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უპირატესობა აქვს გრანიტის ან მარმარილოს ტაფებსა და ქვაბებს?

რა უპირატესობა აქვს გრანიტის ან მარმარილოს ტაფებსა და ქვაბებს?

ჭურჭლის ზედაპირზე გრანიტის ნაფხვენით წარმოქმნილი დამწვრობის საწინაარმდეგო აპკი გამოირჩევა ნაკაწრებისადმი მაღალი მდგრადობითა და გამძლეობით. ამ მაჩვენებლებით გრანიტის ტაფები ტეფლონისა და კერამიკის ჭურჭელთან შედარებით უფრო გამძლე და მდგრადია. გრანიტის საფარველი ეკოლოგიურია, რადგანაც მაღალი ტემპერატურის მოქმედებით არ იშლება და არ ხვდება საკვებში.

გრანიტის საფარიანი ჭურჭელი შეიძლება გამოვიყენოთ გაზის, ელექტრო, ჰალოგენურ, სპირალურ ელექტრო ქურებზე.

გრანიტის ტაფების კიდევ ერთი პლუსი არის თანაბარი გაცხელება, რის შედეგადაც საკვები ერთნაირად კარგად მზადდება როგორც ცენტრში, ისე კიდეებში, მინიმალური ცხიმის გამოყენებით. საკვები ტაფაზე არ იწვება და ადვილად ირეცხება. გრანიტის ჭურჭელი მსუბუქია, განსაკუთრებით თუჯის ქვაბებთან შედარებით და კარგად იჭერს ტემპერატურას.

ტეფლონისა და კერამიკულ ჭურჭელთან შედარებით მისი მაღალი მდგრადობის მიუხედავად, გრანიტის ტაფებზეც უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ხის ნიჩაბი და იგი უნდა გაირეცხოს რბილი ღრუბლით.

გრანიტის ან მარმარილოს ნაფხვენით ფარავენ როგორც იაფფასიან ალუმინის ტაფებს, ისე უფრო ძვირ, მყარ მასალასაც. ტაფის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ძირის (არანაკლებ 6 მმ) და კედლების სისქეს (არანაკლებ 3,5მმ).

ლალი ჩხიკვაძე