კულინარიული რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კულინარიული რჩევები დიასახლისებს

  • დამჭკნარი ბოსტნეულის (მწვანილის) გაცოცხლება შეიძლება, თუ მას ჯერ ცხელ წყალში გაავლებთ, ხოლო შემდეგ - ცივში.
  • კამა და ოხრახუში გამოცოცხლდება, თუ ცოტაოდენი ძმრით გაზავებულ წყალში მოათავსებთ.
  • სახეხს, რომელზეც ყველის გახეხვას აპირებთ, ზეთი წაუსვით. ამის შემდეგ მას ყველი აღარ მიეკრობა და უფრო ადვილადაც გახეხავთ.
  • თუ მჭიდროდ დახურულ საპურეში ცოტა მარილს მოათავსებთ, პურს ობი აღარ მიეკარება.
  • მაიონეზის ჩანაცვლება არაჟნით მარტივად შეიძლება, ამისთვის მასში 1 ჩაის კოვზი მდოგვი და კარგად მოხარშული, გახეხილი კვერცხის გული უნდა დაამატოთ.
  • როდესაც კარტოფილს ხარშავთ კანიანად,  კანი ხშირად სკდება. ეს რომ არ მოხდეს, წყალში რამდენიმე წვეთი ძმარი ჩაამატეთ.
  • ძეხვის გადანაჭერზე სტაფილოს ან ლიმონის ნაჭერს თუ მოათავსებთ, ის დიდხანს არ გაფუჭდება.
  • მაგარი ხორცის ნაჭრის ძმარში ჩალბობის შემთხვევაში ის რბილდება.
  • ტოლმა რომ ქვაბის ძირზე არ მიიწვას, ვიდრე მოსახარშად ჩაალაგებთ, ქვაბში ჩადეთ მის სახურავზე უფრო პატარა თავსახური და ზემოდან კომბოსტოს ფოთლები დააფინეთ, ხოლო ამ ფოთლებზე ტოლმა დაალაგეთ.
  • კოტლეტი, თევზი, ხორცი ან ბლინი ტაფას რომ არ მიეკრას, გახურებული ტაფა უმი კვერცხის ცილით გაწმინდეთ.
  • გემრიელი, რძიანი ფაფის მოსამზადებლად წყალში უნდა მოხარშოთ მარცვლეული (ბრინჯი, ხორბალი) ან ბურღულეული, შემდეგ დაამატოთ ადუღებული რძე და ხარშვა გააგრძელოთ.
  • ერბოკვერცხი ფუმფულა რომ გამოვიდეს, 1 ჭიქა კვერცხს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი წყალი და კარგად ათქვიფეთ.
  • კვერცხის ცილა უფრო სწრაფად რომ აითქვიფოს, თქვეფის დაწყებამდე მაცივარში უნდა გააცივოთ და როდესაც გამოიღებთ, ცოტა მარილი ან რამდენიმე წვეთი ლიმონი დაამატოთ, კვერცხის გულს კი პირიქით - სითბო და შაქარი უყვარს.
  • იმისათვის, რომ ხორცს შეწვის შემდეგ ოქროსფერი ქერქი ჰქონდეს, შეწვამდე თაფლი უნდა წაუსვათ.
  • შემწვარი ღვიძლი რბილი იქნება, თუ შეწვის წინ შაქარს მოაყრით.
  • კვერცხი ხარშვის დროს რომ არ დასკდეს, მოხარშვის წინ ცივ წყალში უნდა გარეცხოთ.
  • ღია ქვაბში იკარგება ვიტამინების 20%, ხოლო დახურულში ხარშვისას - მხოლოდ 5%.
  • ლიმონიდან მეტი წვენი რომ გამოწუროთ, გაჭრის წინ მოათავსეთ 5 წუთით ცხელ წყალში.
  • ნუ გადაყრით ტკბილი წიწაკის თესლს მისი მომზადების დროს, მოაგროვეთ და გააშრეთ, ზამთარში ეს თესლი შეგიძლიათ სადილის მომზადებისას გამოიყენოთ. თესლი უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე წიწაკა და კერძს სასიამოვნო არომატს აძლევს.
  • რძე ხარშვის დროს ქვაბის ფსკერს რომ არ მიეწვას, ქვაბს რძის ჩასხმამდე ცივი წყალი უნდა მოავლოთ.
  • ბოსტნეული უნდა გარეცხოთ და დაჭრათ უშუალოდ კერის მომზადების წინ.
  • სტაფილოს კარგი გემო რომ ჰქონდეს, ის მხოლოდ 5-10 წუთის მანძილზე უნდა ხარშოთ.
  • ბოსტნეული მაღალ ცეცხლზე უნდა მოხარშოთ და მარილი ბოლოს დაამატოთ.
  • მოხარშული ბრინჯი ფანტია რომ იყოს, მოხარშვის წინ 30 წუთით ცივ წყალში უნდა დაალბოთ.
  • მარილი ჭურჭელში რომ არ დანესტიანდეს, მასში რამდენიმე მარცვალი ბრინჯი უნდა ჩააგდოთ.
  • ბრინჯი მოხარშვისას რომ არ ჩაიშალოს, მოხარშვამდე ცოტა უნდა მოხალოთ, მაგრამ ზომაში აღარ გაიზრდება.
  • მოხარშული ბრინჯი ან მაკარონი ერთმანეთს რომ არ მიეწებოს, წყალში ცოტა ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი უნდა დაამატოთ.
  • თუ გინდათ მოხარშული ბოსტნეული გემრიელი იყოს, ის წყალში ადუღების შემდეგ უნდა მოათავსოთ, ხოლო თუ გინდათ, რომ ბულიონი იყოს გემრიელი, მაშინ ხარშვა ცივ წყალში უნდა დაიწყოთ.
  • გახსნილი ტომატი ქილაში რომ არ ამჟავდეს და ზედაპირზე ობი არ მოეკიდოს, სუფრის მარილი მოაყარეთ და ზეთი მოასხით.
  • რძე გაცხელებისას რომ არ გადმოვიდეს, ერთი ნატეხი შაქარი უნდა ჩააგდოთ და ყოველ 3წთ-ში ერთხელ მოურიოთ.
  • მოხარშული კვერცხი ადვილად რომ გაიფცქვნას, ხარშვის დროს  წყალში ცოტა მარილი ჩაამატეთ.
  • თუ ყინულის გამოყენებას კოქტეილისთვის აპირებთ, ყინულის თითოეულ ფორმაში ალუბლის კომპოტის ან მურაბის თითო კენკრა მოათავსეთ, დაასხით წყალი და საყინულეში მოათავსეთ. ყინულის ასეთი კუბები ძალიან ეფექტურად გამოიყურება.
  • თუ ხორცის სალესი მანქანის დანები დაჩლუნგდა, ორცხობილა გაატარეთ მანქანაში, შედეგად დანები გაილესება და საფანელს მიიღებთ კოტლეტისთვის.
  • თუ თერმოსში “უცხო” სუნი გაჩნდა - ჩაყარეთ მასში 2 კოვზი ბრინჯი, დაასხით წყალი და რამდენჯერმე შეანჯღრიეთ, ეს წყალი გადაღვარეთ და ცხელი წყლით გამოავლეთ.
  • გაზქურაზე ცხიმიანი ლაქების მოსაცილებლად ლაქაზე საკვები სოდა მოაყარეთ და ნიშადურის სპირტიანი (რამდენიმე წვეთი ჩაასხით 1 ჭიქა წყალში) წყლით გაწმინდეთ.
  • სამზარეულოში თუ კერძის მომზადების შემდეგ სუნი დარჩა, ტაფაზე ცოტა ძმარი დაასხით და ცეცხლზე იქამდე გააჩერეთ, ვიდრე ძმარი არ აორთქლდება.