ჯანსაღი კვება კარგი განწყობისა და გონებრივი აქტივობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი კვება კარგი განწყობისა და გონებრივი აქტივობისთვის

მრავალრიცხოვანი გამოკვლევისა და მრავალწლიანი ექსპერიმენტის შემდეგ მიიღეს გონების საკვებ პროდუქტთა სია.

ამ სიაში შემავალი საკვები აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ასტიმულირებს კონცენტრაციას და ამაღლებს განწყობილებას.

როგორ ხდება ეს?

ყველაფერი ბიოქიმიურ დონეზე მუშაობს. აზროვნების პროცესი ხომ ბიოქიმიური რეაქციების რთული და გრძელი ჯაჭვია, რომლისთვისაც საჭიროა მრავალრიცხოვანი სხვადასხვაგვარი ნივთიერება. საკვებში განსაზღვრული პროდუქტების გამოყენებით ჩვენ ნერვულ სისტემას ვაწვდით მისთვის აუცილებელ ყველა ელემენტს. ტვინს სრულფასოვანი მუშაობისთვის სჭირდება ცილა, გარკვეული ვიტამინები და მიკროელემენტები, ასევე უჯერი ცხიმოვანი მჟავები. გარდა ამისა, აზროვნებითი მოქმედება მოითხოვს დიდი რაოდენობით ენერგიას.

ტვინს ვიტამინებისა და მინერალების დაგროვება არ შეუძლია, ამიტომ ბიოქიმიურ რეაქციებში ის ნივთიერებები გამოიყენება, რომელთაც ორგანიზმი კონკრეტულ მომენტებში, საკვებთან ერთად იღებს. ამიტომ, თუ დიეტა სწორი მიმართულებით წარიმართება, შეიძლება გაუმჯობესდეს არა მხოლოდ მეხსიერება, არამედ რეაქციების სიჩქარეც და ყურადღების კონცენტრაციაც. ეს კი ასე საჭიროა ადამიანისთვის, განსაკუთრებით პატარებისთვის! ამის დასამტკიცებლად შეიძლება მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: აშშ-ში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ერთი თვის განმავლობაში, ტრადიციული წახემსების დროს, ფუნთუშებისა და კანფეტების ნაცვლად, კაკალსა და ვაშლს აძლევდნენ. აკადემიური მოსწრება 30%-ით გაუმჯობესდა! ეს კი ერთი წახემსების წყალობით მოხდა. როგორც ჩანს, ნახშირწყლებით მდიდარი ტკბილი ცომეული ენერგიით მხოლოდ მოკლე პერიოდით უზრუნველყოფს ორგანიზმს, მაგრამ არ შეიცავს არავითარ ვიტამინსა და მინერალს, ვაშლში კი ისინი მრავლადაა. კაკალი, თავის მხრივ, ცილის, უჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ნახშირწყლების წყაროა.

ბუნებრივია, ვერც ერთი ვიტამინი და ვერავითარი ცხიმოვანი მჟავა ადამიანს იმაზე გონიერს ვერ გახდის, ვიდრე ის არის. საკვები ინტელექტს არ მატებს, მაგრამ ყველაზე სასარგებლო საკვები პროდუქტით ბავშვისა და მოზრდილისთვის ნამდვილად შესაძლებელია ოპტიმალური მენიუს შედგენა.

დროა ვისაუზმოთ

ბანანის იოგურტი

აიღეთ:

  • 1 მწიფე ბანანი, 200მლ იოგურტი დანამატების გარეშე, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ცოტა ლიმონის წვენი, ერთი ულუფა ბანანის ჩირი მოსართავად.

მომზადება:

ბანანი გაფცქვენით, დაჭერით ნაჭრებად, დაასხურეთ ლიმონის წვენი. იოგურტს შეურიეთ თაფლი, დაასხით ბანანს და მორთეთ.

ვისადილოთ!

მწვანე ბარდის სალათა პიტნით

აიღეთ:

  • 300გ გაყინული მწვანე ბარდა, 1 სასალათე კიტრი (წონა 600გ), 1 კონა პიტნა, 1 ლიმონი, 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 1 ჩაის კოვზი ნაკლებად ცხარე მდოგვი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ზღვის მარილი, 150გ ყველი (ე.წ. ბრინზა).

მომზადება:

  • გაადნეთ ჯამში გაყინული ბარდა თბილი წყლით;
  • კიტრი გათალეთ, დაჭერით მრგვალ ნაჭრებად;
  • მომცრო კონა პიტნა გარეცხეთ, გააშრეთ, მოაწყვიტეთ ფოთლები;
  • ლიმონი გარეცხეთ თბილი წყლით და ჯაგრისით, წვრილ სახეხზე გახეხეთ ცედრა;
  • სოუსის მოსამზადებლად გამოწურეთ ლიმონის წვენი, დაუმატეთ ზეთი, თაფლი, მდოგვი, დაუმატეთ მარილი. ათქვიფეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ;
  • ბარდა ორი წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში, შემდეგ გადაიტანეთ საწურზე, გააშრეთ, დაუმატეთ კიტრი, პიტნის ფოთლები, მოასხით სოუსი. ზემოდან დაალაგეთ ყველის მომცრო ნაჭრები და მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.

წვნიანი ოხრახუშით

აიღეთ:

  • 1 დიდი კონა ოხრახუში (50გ), 1 პატარა თავი ხახვი, 1 საშუალო ზომის კარტოფილი, 2 სუფრის კოვზი ნიგვზის ზეთი, 1/2ლ ბოსტნეულის ბულიონი, 125მლ ნაღები, ზღვის მარილი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, კედარის კაკალი.

მომზადება:

  • ოხრახუში გარეცხეთ, გააშრეთ. გადადეთ რამდენიმე ფოთოლი მოსართავად. რადგან ოხრახუშს უხეში ფოთლები და ღეროები აქვს, დაჭერით რაც შეიძლება წვრილად. ბოსტნეული გათალეთ, დაჭერით კუბებად;
  • გაათბეთ კარაქი და მსუბუქად მოთუშეთ ხახვი, კარტოფილი და ოხრახუში. დაასხით ბულიონი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში;
  • ბლენდერის საშუალებით გადააქციეთ წვნიანი პიურედ, დაუმატეთ ლიმონის წვენი, ნაღები, დაუმატეთ მარილი;
  • კაკლები მსუბუქად შებრაწეთ ტაფაზე კარაქის გარეშე;
  • სუფრაზე მიტანის წინ წვნიანს მოაყარეთ კაკალი და დაჭრილი მწვანილი.

ვივახშმოთ?

ოსპი პომიდვრით

აიღეთ:

  • 2 წითელი ხახვი (200გ), 2 მიხაკი, 2 ყლორტი დარიჩინი, 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა, 1/3 ჩაის კოვზი ზირა, 1 სუფის კოვზი ზეთი, კოჭას ფესვი (1სმ სიგრძის ნაჭერი), 3 ტკბილი წნორი, 2 პომიდორი (250გ), 200გრ უშაქრო იოგურტი დანამატების გარეშე, 1/2 კონა ქინძი.

მომზადება:

  • ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით. კოჭა გათალეთ, გახეხეთ წვრილ სახეხზე;
  • მიხაკი, დარიჩინი, ზირა ჩაყარეთ გახურებულ ზეთიან ღრმა ტაფაში, გაახურეთ სასიამოვნო სუნის წარმოქმნამდე, დაყარეთ ტაფაზე ხახვი, ნიორი, კურკუმა და კოჭა. აურიეთ, ოდნავ მოხრაკეთ;
  • გარეცხეთ ოსპი, მოათავსეთ ტაფაზე, დაასხით 1 ლიტრი წყალი და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე თავდახურული, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, დააყარეთ მარილი;
  • პომიდვრები გარეცხეთ, დაჭერით ჯვარედინად 4 ნაწილად, მოაშორეთ თესლი. შემდეგ დაჭერით კიდევ უფრო წვრილად;
  • მოათავსეთ ოსპი ღრმა თეფშზე, ზემოდან დააწყვეთ დაჭრილი პომიდვრები. შეურიეთ იოგურტი, ქინძი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. პომიდვრებზე ზემოდან მოაყარეთ მწვანილი. მიიტანეთ იოგურტთან ერთად.

ისპანახი ყველით

მასალა:

  • 500გ ისპანახის ფოთლები, 1 წითელი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, ზღვის მარილი 1-2 სუფრის კოვზი, ზეითუნის ზეთი კედლებზე მოსასმელად, 200გ ყველი - მოცარელა ან ადიღეური, 10გ კედარის კაკალი.

მომზადება:

  • ახალი ისპანახი გარეცხეთ, დაჭერით ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ, ნიორი დაჭყლიტეთ, ხახვი დაჭერით ნახევარრკალებად;
  • მოთუშეთ ხახვი და ნიორი მცენარეულ ზეთში ისე, რომ ოქროსფერი მიიღოს, დაუმატეთ ისპანახი, აურიეთ კარგად, გადმოდგით ცეცხლიდან, დააყარეთ მარილი;
  • დაჭერით ყველი ოთხკუთხა ნაჭრებად, ფორმას წაუსვით ზეთი, მოათავსეთ მასში ისპანახი, ზემოდან ყველი. დააყარეთ კაკალი, მსუბუქად მოასხით ზეთი, მოამზადეთ 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.

რა დავლიოთ?

ლასი

მასალა:

  • 100გრ იოგურტი დანამატების გარეშე, 1 ჭიქა მინერალური წყალი.

მომზადება:

  • ამ პოპულარული ინდური სასმელის მოსამზადებლად იოგურტს შეურიეთ მინერალური წყალი, მოურიეთ სქელი ქაფის წარმოქმნამდე.

ლასი ნაკლებკალორიულია, მატებს სიმხნევეს, მდიდარია კალციუმით, სასარგებლოა ნერვებისთვის.

ძალიან სასარგებლო

  • პომიდორი - ამახვილებს ყურადღებას და აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას უჯრედში. ის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი საშუალებაა კიბოს წინააღმდეგ;
  • ნიორი - აძლიერებს შრომისუნარიანობას, გამოაქვს წიდები და აქვეითებს წნევას;
  • ოსპი - განამტკიცებს ამტანობას, ძალიან სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის, ააქტიურებს ტვინის მუშაობას;
  • იოგურტი - ამაღლებს განწყობას, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს;
  • როზმარინი - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მატებს მხნეობას;
  • სტაფილო - აძლიერებს კონცენტრაციას;
  • წითელი ხორცი - ხელს უწყობს ენერგიის მოზღვავებას, აუმჯობესებს ამტანობას;
  • პური, მსხვილად დაფქული ფქვილით გამომცხვარი, ააქტიურებს გონებას, აქვეითებს სტრესის ზემოქმედებას;
  • გოგრა - გამოაქვს წიდები და ამაღლებს იმუნიტეტს;
  • ზღვის პროდუქტები - ასტიმულირებს კრეატიულობას;
  • ავოკადო - არეგულირებს ტვინში სისხლის მიმოქცევას;
  • მცენარეული ზეთი (ზითუნის, ნიგვზის) - შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს;
  • კიტრი - ენერგიის წყაროა;
  • ზღვის თევზი - აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და ტვინის მუშაობას ააქტიურებს;
  • მწვანე ბარდა - განამტკიცებს ნერვულ სისტემას, აფართოებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს;
  • ყველის უცხიმო სახეობები - ანტიდეპრესანტებივით მოქმედებენ, მატებენ ძალას;
  • ბანანი - ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის (სეროტონინის) გამომუშავებას, აუმჯობესებს განწყობილებას, ეხმარება ძალების სწრაფ აღდგენას;
  • კაკალი - ასტიმულირებს გონებრივ მოქმედებას, ზრუნავს შინაგან სიმშვიდეზე და ადუნებს გადაძაბულ კუნთებს;
  • ზღვის მარილი - ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმში ელექტროლიტების სწორი ბალანსისთვის, ამას გარდა, ეხმარება ცხიმების წვას.