ქვაბებისა და ტაფების შერჩევის რამდენიმე წესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქვაბებისა და ტაფების შერჩევის რამდენიმე წესი

რამდენად უვნებელია ის ჯანმრთელობისთვის, რამდენ ხანს ძლებს, ხომ არ ცვდება რამდენიმე გამოყენების შემდეგ... ხარისხიანი ჭურჭლის შერჩევა ნამდვილად არ არის ადვილი.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ლითონის სისქეს, რომლისგანაცაა დამზადებული ქვაბი ან ტაფა. გაცხელებისა და გაცივებისას თხელი ლითონის ნაკეთობამ შესაძლოა დეფორმაცია განიცადოს, ფორმადაკარგული ჭურჭელი კი ქურაზე მყარად ვეღარ ჩერდება, „ცეკვავს“ და კერძის მოსამზადებლად არც ისე მოხერხებულია, ამიტომ შეარჩიეთ ისეთი ქვაბი და ტაფა, რომელსაც კედელი 2 მმ-ზე ნაკლები სისქისა არ ექნება.

სახელურები ჭურჭელს ჭანჭიკით მიმაგრებულიც შეიძლება ჰქონდეს და მიდუღებულიც. უპირატესობა მიანიჭეთ ერთიან მიდუღებულ სახელურებს - ისინი ბევრად უფრო პრაქტიკულია, რადგან მიმაგრებული სახელური შეიძლება უდროო დროს მოძვრეს.

ზოგ ქვაბს და ტაფას პლასტმასის სახელურები აქვს. ასეთი ჭურჭლის გაზქურაზე დადგმა არ არის რეკომენდებული, რადგან პლასტმასა შეიძლება გადნეს და მძაფრი, უსიამოვნო სუნი აუვიდეს. ელექტროქურა ამ მხრივ უსაფრთხოა.

ტეფლონისზედაპირიანი ჭურჭლის შეძენისას ფულს ნუ დაზოგავთ. რაც უფრო ძვირია ჭურჭელი, მით უფრო ხარისხიანი მასალისაა. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება საღებავებს, რომლითაც ტეფლონის ჭურჭელს ფარავენ. საღებავის ხარისხს პირდაპირი კავშირი აქვს ნაკეთობის ფასთან. უბრალო, იაფფასიანი საღებავი სწრაფად ხუნდება და იწვება, განსაკუთრებით - გაზქურაზე. ასეთ ჭურჭელს ნუ მოუსვამთ ლითონის კოვზს - ის ზედაპირს დაკაწრავს, რაც საგრძნობლად შეამცირებს ჭურჭლის გამოყენების ვადას. ტეფლონისსაფარველიანი ჭურჭლის ღირსება ის არის, რომ მასში საკვები პრაქტიკულად არასოდეს იწვება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჭურჭლის მასალას. დღეს მეტად პოპულარულია უჟანგავი ფოლადის ქვაბები და ტაფები. ეს ლითონი სრულიად უვნებელია, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს კერძის მომზადების დროს, თუმცა მაინც შეიცავს ალერგიულ კომპონენტს - ნიკელს.

ალუმინის ჭურჭელს უკვე იშვიათად იყენებენ. თუ ძველი დროიდან შემოგრჩათ, შეგიძლიათ, თამამად გამოიყენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, მზა კერძის ალუმინის ჭურჭელში შენახვა არ შეიძლება, რადგან კერძში არსებული მჟავა, სუსტიც კი, რეაქციაში შედის ალუმინთან, რის შედეგადაც გამოიყოფა მავნე ნივთიერებები, რომლებიც საჭმელში გადადის.

კერძის მოსამზადებლად შესანიშნავია მომინანქრებული ჭურჭელი. ის თანაბრად ცხელდება და დიდხანს გამოიყენებთ. მისი ერთადერთი ნაკლი მომინანქრებული ზედაპირის სისუსტეა, რომელიც ადვილად შეიძლება ამოტყდეს.

ხორცისა და ბოსტნეულის მოშუშვა თუჯის ქვაბში ჯობს, რადგან ადვილად არ იწვავს.

ხარისხიანი, მაგრამ ძვირია კერამიკული და ცეცხლგამძლე მინის ჭურჭელი. ის უვნებელია, არ შეიცავს ლითონის ნაწილაკებს და შეიძლება მისი მიკროტალღურ ღუმელში შედგმაც.

შეარჩიეთ რელიეფურფსკერიანი ქვაბები და ტაფები, რადგან ასეთ ფსკერზე კერძის მიწვის ალბათობა ნაკლებია.

უპირატესობა მიანიჭეთ ქვაბებს, რომელთა თავსახურსაც ორთქლის გამოსაშვები ხვრელი აქვს - კერძის მომზადებისას მისი მოხდა აღარ დაგჭირდებათ.

ცხადია, უმნიშვნელოვანესია ჭურჭლის დიზაინიც - ის მიმზიდველი უნდა იყოს და მოსწონდეს თავად დიასახლისს.

სამზარეულო გაცილებით ლამაზი და მყუდრო გამოვა, თუ ყველა დეტალი, ჭურჭლითა და სამზარეულოს ავეჯით დაწყებული, ფარდებითა თუ ჟალუზებით დამთავრებული, ერთსა და იმავე სტილში იქნება შერჩეული.

ეცადეთ, სამზარეულოს ატრიბუტები პრაქტიკულიც იყოს, რათა მათი წმენდა, გარეცხვა და მოვლა გაგიადვილდეთ.