რა თვისებები აქვს ცნობილ Duralex-ის ჭურჭელს
დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრენდზე - Duralex-ზე ვისაუბრებთ. ეს სერვიზი ჩვენთან ძალიან პოპულარულია, მაგრამ რა ვიცით მის შესახებ?
30-იან წლებში კომპანია სენ გობენმა ძველი მინის ქარხანა შეიძინა. მანამდე იქ ძმრის ექსპორტიორები და პარფიუმერები ბოთლებსა და ფლაკონებს უკვეთავდნენ. ახალმა მფლობელმა კი ამ ქარხანაში ახალი ტექნოლოგიის, გამოწრთობილი მინის წარმოებას დაუდო სათავე. სულ რამდენიმე წელიწადში ფირმამ ეს ტექნოლოგია მინის ჭურჭლის წარმოებაში გამოიყენა და 1945 წელს ბრენდი Duralex დაარეგისტრირა.
თავად სახელწოდება ლათინური გამოთქმიდან მომდინარეობს და სიტყვასიტყვით ნიშნავს "კანონი მკაცრია, მაგრამ ეს კანონია". ამ დროიდან მოყოლებული დურალექსი მხოლოდ გამოწრთობილი მინის ჭურჭლის წარმოებაზეა სპეციალიზირებული.
ყოველგვარი მოხატვის გარეშე, ზედმეტად სადა დიზაინის მიუხედავად, მწარმოებელთა გამოცდილებამ და ნოვატორობამ ამ მარკას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. დურალექსის ჭურჭლის გატეხვა თითქმის შეუძლებელია, იგი თავად სრულყოფილებაა და მოდიდანაც არ გადადის.
დღეს დურალექსი 250 დასახელების პროდუქტს ამზადებს - მათ შორისაა სხვადასხვა სტილის ჭიქები, ფინჯნები, თეფშები, სასალეთე და სუფრის სხვა აუცილებელი ატრიბუტები. პროდუქცია 6 ფერშია წარმოდგენილი - რუხი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, იისფერი და სრულიად გამჭვირვალე.
ამ ფრანგული ბრენდის ყოველ პროდუქტს თავისი დამღა, ეტიკეტზე კი თავისი დამახასიათებელი ნიშნები ახლავს, რომლებიც პროდუქტის თვისებებს აღნიშნავენ.