დიასახლისის მარჯვენა ხელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიასახლისის მარჯვენა ხელი

მანქანა - კი ბატონო! ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჭურჭელი ეწყობა სპეციალურ კალათებში და იდგმება თავისებური “სამასაჟე შხაპის” ქვეშ. წყლის წვრილი ჭავლი ეცემა ჭურჭელს და ყველაზე ძნელად მისადგომ უბნებსაც რეცხავს. მთავარია განსაზღვროთ, რამდენი თეფშის, ფინჯნისა თუ დანა-ჩანგლის გარეცხვა მოგიწევთ ყოველდღიურად. ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოცულობა, როგორც სუფრის სტანდარტული ნაკრებისა, “პერსონებით” იზომება. ერთსულიანი ოჯახისთვის საკმარისია 4-პერსონიანი ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც მიკროტალღოვანი ღუმლის ოდენაა. სამ-ოთხსულიანი ოჯახისთვის შესაფერისია 12-პერსონიანი მოწყობილობა (სიმაღლე - 85 სმ, სიღრმე და სიგანე - 60 სმ). რიცხვი 12 ნუ შეგაშინებთ. კარგი იქნება, თუ თეფშებსა და ჭიქებთან ერთად ქვაბებსა და ტაფებსაც გარეცხავთ. როცა მათ ქვედა ყუთში ჩაალაგებთ, ზედა თაროზე სწორედ სუფრის 4 კომპლექტის ადგილი დაგრჩებათ. არსებობს კომპრომისული ვარიანტიც - 8-9-პერსონიანი მოდელი (სიგანე - 45სმ), მაგრამ მან შესაძლოა წაგართვათ ჭურჭლის დღეში ერთხელ რეცხვის საშუალება - ამისთვის გათვალისწინებულია დალბობის ფუნქცია. ეკონომიური ნახევარდატვირთვის პროგრამას მხოლოდ 12 პერსონისთვის თუ გამოიყენებთ, ხოლო უფრო მაღალი ტექნოლოგიებით განთქმული ფირმები დიასახლისებს სთავაზობენ რეცხვის რეჟიმს ზედა და ქვედა კალათების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც ზომის საკითხს მოაგვარებთ, უნდა მოგვარდეს მეორე პრინციპული საკითხიც - მზად ხართ, თქვენს მშვენიერ თანაშემწეს ცალკე ადგილი გამოუყოთ თუ ის ანსამბლში უნდა ჩართოთ. არსებობს როგორც ცალკე დასადგმელი, ისე სრულ კომპლექტში ჩასასმელი მოდელები.

როგორ “ვკვებოთ” ჭურჭლის სარეცხი მანქანა

სამზარეულოს ახალი ბინადრისთვის საჭიროა სპეციალური “მენიუ”. არ შეიძლება მისი კვება საჭმლის ნარჩენებით, რომლებიც თეფშებზე რჩება - შესაძლოა, ფილტრები დაგმანოს. ონკანის წყალი არ გამოდგება, - ის მეტისმეტად მკვრივია და შესაძლოა, მალე გამოიყვანოს მწყობრიდან მანქანა. მოგიწევთ მისი გამოკვება სპეციალური მარილით, რომელიც წყალს არბილებს. მისი გამოყენების აუცილებლობაზე მიუთითებს სპეციალური ინდიკატორი, ხოლო ზოგიერთი ფირმის გონიერი მოდელები თვითონვე განსაზღვრავენ, როგორი სიმკვრივისაა წყალი. თავისი მოვალეობის შესასრულებლად მანქანამ უნდა “გადაყლაპოს” სარეცხი საშუალება - ფხვნილი, აბები ან სპეციალური სითხე (ნუ აურევთ ჭურჭლის ხელით სარეცხ სითხეში!), დესერტად კი მიირთვას სავლები საშუალება, რომელიც ჭურჭელს ბზინვარებას ანიჭებს და არ ტოვებს მასზე გამშრალი წყლის ლაქებს. ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის საჭირო ნუგბარი მუდმივად უნდა მოიმარაგოთ. ისინი ცალ-ცალკე იყიდება. არსებობს ასევე აბები “სამი ერთში”. ზოგი მოდელი თავად განსაზღვრავს, რომელ სარეცხ საშუალებას ასხამენ მასში და შესატყვის პროგრამას რთავს.

როგორია რეჟიმი?

სანამ თქვენ ისვენებთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა მუშაობს იმ რეჟიმში, რომელიც მიუთითეს. ქვაბებსა და ტაფებთან გასამკლავებლად მას დასჭირდება პროგრამა ძლიერ ჭუჭყიანი ჭურჭლისთვის. ძლიერ ცხიმიანი ჭურჭლისთვისაც საგანგებო რეჟიმი არსებობს. ფაქიზი მინის ჭურჭლის გასარეცხად ზოგი მოდელი აღჭურვილია პროგრამა “ბროლით”. თუ ნასადილევს ან ნავახშმევს დაძინებას აპირებთ, მანქანის ხმაურმა რომ არ შეგაწუხოთ, აირჩიეთ მოდელი, რომელსაც მონოტონური, იავნანას მსგავსი ხმა აქვს. თუ თქვენი თანაშემწე აღჭურვილია “ბავშვებისგან დაცვის” ფუნქციით, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - ონავრები ვერ გააღებენ მომუშავე მანქანის კარს. ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ იმას, რომ პატარა ექსპერიმენტატორებმა მანქანაში შინაური ცხოველები ან რბილი სათამაშოები არ შეყარონ. მართალია, ჭურჭლის სარეცხი მანქანა სამზარეულოში ბინადრობს, მაგრამ ის მაღალინტელექტუალური ქალბატონია, მით უმეტეს - თუ მართვის ელექტრონული სისტემითაა აღჭურვილი. ამ შემთხვევაში მას შეუძლია ავტომატურად განსაზღვროს ჭურჭლის დაბინძურების ხარისხი და დამოუკიდებლად აირჩიოს რეცხვის საჭირო პროგრამა. თუ ახალი თაობის სუპერმოდელი გყავთ, ის საშუალებას მოგცემთ, შექმნათ საკუთარი პროგრამები და მის მეხსიერებაში ჩაწეროთ. ჭურჭელი სხვადასხვა ფორმისა და მოცულობისაა, ამიტომ სადილის შემდეგ მთელი ნაკრების მანქანაში სწორად მოთავსება არც ისე ადვილია. აქ გამოგადგებათ ცნობილი ფირმების მიერ შემოთავაზებული სისტემა თაროების მოძრავი სამაგრებით, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, თაროების სიმაღლე მათ გამოუღებლად ცვალოთ. მათი წყალობით საიმედოდ დააფიქსირებთ ჭურჭელს და ზედა კალათას გავსების შემდეგაც კი გადააადგილებთ. ელექტრონული ჭურჭლის მანქანა არ ჩქარობს, სრული ციკლისთვის მას 1,5 საათი სჭირდება, მაგრამ თუ ძალიან გეჩქარებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ დროის ეკონომიის პროგრამა - მანქანა წყალს მანამდე გააცხელებს, სანამ მასში ჭურჭელს ჩააწყობთ და საქმეც უფრო სწრაფად წავა წინ. ზოგი მოდელი აღჭურვილია მრავალსაფეხურიანი სისტემებით, რომლებიც სრული უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. ასეთებია AQUA STOP, AQUA CONTROL. მათი წყალობით წყლის გაჟონვისგან დაზღვეული იქნებით, ასე რომ, შეგეძლებათ, თქვენი დიდებული თანაშემწე ჩართული დატოვოთ და მშვიდად გაეშუროთ საქმეებზე.