სამკურნალო დესერტი გოგრით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო დესერტი გოგრით

. გოგრა, განსაკუთრებით - სამხრეთული წარმოშობისა, მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით - ფოლიუმის მჟავით, რომელიც მონაწილეობს წითელი სისხლის წარმოქმნაში და მეტად მნიშვნელოვანია ორსული და მეძუძური დედებისა და მათი შვილებისთვის და ვიტამინ B12-ით, რომელიც მეხსიერებასა და ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. გოგრაში ბევრია პექტინი, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტების გამოდევნას.

ცალკე საუბრის თემაა გოგრის თესლების სამკურნალო თვისებები. მოზრდილი ბავშვები მზესუმზირასავით მიირთმევენ მას, ხოლო პატარებს შეიძლება დაქუცმაცებული დავუმატოთ ფაფაში ან სუპში. გოგრის თესლი შეიცავს E და B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს, ასტიმულირებს იმუნურ რეაქციებს. გოგრის თესლს ანტიჰელმინთურ საშუალებადაც იყენებენ.

გთავაზობთ გოგრის დესერტის რეცეპტს

საჭიროა:

300 გ გოგრა;

1 კვერცხი;

3 სადილის კოვზი გატარებული თხილი ან ნუში;

2 სადილის კოვზი შაქარი;

1 ჩაის კოვზი დაფქული ორცხობილა;

1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი;

50 გ ნაღების კარაქი;

შაქრის პუდრი.

პატარა ნაჭრებად დაჭრილი გოგრა მოხარშეთ წყალში. როცა დარბილდება, ამოიღეთ და დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ. პიურეს დაუმატეთ კვერცხის გული, თხილი, ორცხობილა, დარიჩინი, კარაქი, შაქარი, გააკეთეთ პატარა ბურთები, დააწყვეთ ლანგარზე და მოაყარეთ შაქრის პუდრი. გემრიელად მიირთვით!

იხილეთ აგრეთვე გოგრა ნარინჯისფერი სასწაული

როგორ მოვმზადოთ ჭიების საწინააღმდეგო წამალი