მაკარონი ხარშვისას რომ არ აიზილოს
. შედარებით დიდი ზომის უნდა იყოს ქვაბიც, რათა მასში მოთავსებულმა მაკარონის ნაწარმმა თავისუფლად იტივტივოს წყალში, იმოძრაოს და შეძლოს გადაადგილება. ყოველივე ეს ხელს შეუშლის შეწებება-აზელვას.
მეცნიერული ახსნა - მაკარონის ნაწარმი სახამებლისეული პროდუქტია. ის კვერცხისა და ხორბლისაგან იწარმოება. ჯერ კიდევ მოუხარშავი ნაწამი შეიცავს სახამებლის მკვრივ გრანულებს. როდესაც მაკარონს მდუღარე წყალში ვყრით, გრანულები წყალს იწოვს, იჯირჯვება და ფუვდება. სახამებლის ზოგიერთი გრანულა მაკარონის ნაწარმიდან წყალში გადადის, ასევე იჯირჯვება, იბერება და წყალს სისქესა და წებოვნებას ანიჭებს. თუ ქვაბი პატარა ზომისაა და მით უფრო, წყალი მასში მცირე რაოდენობითაა, მაკარონის ნაწარმი შეწებებას განიცდის.
ავტორი თინათინ გოცაძე