რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

  • ერბოკვერცხი ლამაზი და მადისაღმძვრელი რომ გამოვიდეს, გამოიყენეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი. თუკი თქვენთვის საყვარელი ომლეტის შესაწვავად რძე არ აღმოგაჩნდათ, დაასხით მას ერთი ჭიქა ცივი წყალი და კარგად ათქვიფეთ. ომლეტი ფუმფულა და გემრიელი გამოვა.
  • თუკი ცხობას აპირებთ და საფუარი არ გაქვთ, დაუმატეთ ცომს სულ ცოტა კონიაკი. ის შესანიშნავად ჩაანაცვლებს საფუარს.
  • თუკი ძალიან ცხელ ყავაში ან ჩაიში ჩადებთ ორ ცალ სუფრის კოვზს, სასმელი სწრაფად გაგრილდება.
  • თუკი ყველს გარედან კარაქის თხელ ფენას გადაუსვამთ, მაცივარში შენახვისას არ გამოშრება.
  • წყალზე დამზადებული წვნიანი (სუპი) გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე ბულიონზე დამზადებული. დაამატეთ წვნიანს სხვადასხვა სუნელი, რომლებიც მას არომატს და გემოს შესძენს. წყალზე დამზადებულს ძნელად თუ განასხვავებთ ბულიონზე დამზადებულისაგან.
  • ლიმონი ან ფორთოხალი ჯერ კარგად გადააგორეთ მაგიდაზე და შემდეგ გაწურეთ. ამ ხერხით თქვენ ციტრუსისგან გაცილებით მეტ წვენს მიიღებთ.
  • ღვიძლის მომზადებამდე მოაყარეთ მას შაქარი და დატოვეთ რამდენიმე საათით - ამ ხერხით მომზადებული კერძი ბევრად უფრო რბილი გახდება.
  • ბოსტნეულმა კერძს ყველა სასარგებლო თვისება რომ შესძინოს, აუცილებლად გარეცხეთ და გაასუფთავეთ უშუალოდ კერძში მოხმარებამდე და არა რამდენიმე საათით ადრე.
  • თუ ბრინჯს მოხარშვამდე ნახევარი საათით წყალში დაალბობთ, მოხარშული ბრინჯი ფხვიერი გამოვა.
  • დამჭკნარი მწვანილის გაცოცხლება შესაძლებელია! მოათავსეთ წყალში და დაამატეთ 1-2 წვეთი ძმარი. სასურველია, მწვანილი ყოველთვის ძმრიან წყალში შეინახოთ, მაცივარშიც კი.
  • ბოსტნეული აუცილებლად მაღალ ცეცხლზე უნდა ხარშოთ და მარილი კერძის მომზადების დასასრულს დაუმატოთ.
  • შემწვარი ხორცი რომ ხრაშუნა და დაბრაწული გამოვიდეს, შეწვამდე მას ცოტაოდენი თაფლი წაუსვით.
  • მარილის ქილაში ჩაყარეთ რამდენიმე მარცვალი ბრინჯი, რომელიც მთლიანად შეიწოვს ნესტს და მარილიც მუდმივად ფხვიერი იქნება.
  • თუ გსურთ, რომ მოხარშული მაკარონისგან ერთგვაროვანი მასა არ მიიღოთ, ხარშვისას დაამატეთ წყალში ცოტაოდენი ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი, მოხარშვის შემდეგ კი გადაიტანეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ ოთახის ტემპერატურის წყალი.
  • რძე რომ მალე არ ამჟავდეს, დაამატეთ მას ერთი მწიკვი სოდა.
  • დუღილისას რძე რომ ქვაბიდან არ გადმოვიდეს ან არ დაიწვას, დადგით დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ მას ცოტაოდენი შაქარი და ურიეთ ყოველ ორ წუთში ერთხელ.