პაციენტისთვის საჭიროზე მეტი წამლის გამოწერის პრობლემა ჩვენთვის ცნობილია და მის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს - დავით სერგეენკო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პაციენტისთვის საჭიროზე მეტი წამლის გამოწერის პრობლემა ჩვენთვის ცნობილია და მის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს - დავით სერგეენკო

, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციიის ხელმძღვანელის, ირაკლი მარგველაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

"ზოგადად, გლობალურ მედიცინაში არსებობს ასეთი მცნება, რომელსაც პოლიპრაგმაზია ჰქვია, როდესაც ექიმები იმაზე მეტ წამალს უწერენ პაციენტს, ვიდრე რეალურად არის საჭირო. ამას თავისი მიზეზები აქვს. ნაწილობრივ გარკვეული მარკეტინგული ინტერესები, ნაწილობრივ, ექიმის მიერ თავის გადაზღვევა, რომ პაციენტს რამე არ დააკლდეს. ეს მიმართულება უცნობი არ არის ჩვენთვის და გარწმუნებთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა სერგეენკომ.

გასულ კვირას, ჯანდაცვის მინისტრისა და მედიკამენტების წარმოების სფეროში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე "მწარმოებლები არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გაკონტროლების საკითხი დასვა".

"ცივილური ინდუსტრია მოითხოვს, რომ მნიშვნელოვნად გაკონტროლდეს არაეთიკური საქციელი, რასაც ბევრი არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანია დღეს საქართველოში ასრულებს, კერძოდ, ექიმებისა და სამედიცინო სფეროს დაინტერესება, რის სანაცვლოდ ხდება არამიზნობრივი დანიშვნა საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტების. ეს არის ჩვენი თხოვნა, პარტნიორობის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობისგან ველით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.