სიმსივნის საწინააღმდეგო 5 რუსული პრეპარატი კლინიკურ აპრობაციას გადის
”პრეპარატი “ანტი-PD-1” ააქტივებს ადამიანის T-ლიმფოციტებს, მოჰყავს ისინი ისეთ მდგომარეობაში, რომ თამამად ამოიცნონ სიმსივნური და მეტასტაზური უჯრედები და გაანადგურონ ისინი. ახლახან დასრულდა კლინიკური კვლევების მეორე ფაზა რამდენიმე ლოკალიზაციის კიბოსთან და მელანომასთან”, – აღნიშნავს მინისტრი.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში დაიწყება კიდევ 4 პრეპარატის გამოცდა. სამი მათგანი შექმნილია “ანტი-PD-1” –თან კომბინაციისთვის, რათა მოხდეს ლიმფოციტებისა და სიმსივნური უჯრედების გამანადგურებელი ფაგური უჯრედების დამატებით გააქტივება.
როგორც ირკვევა, საერთაშორისო ცენტრები დიდ ინტერესს იჩენენ რუსი მეცნიერების აღმოჩენებისადმი, შესაბამისად, უახლოეს ხანებში ახალი პრეპარატების შესწავლა საშვილოსნოს კიბოსთან მიმართებაში ევროპელებთან ერთად იგეგმება.
თინათინ გოცაძე