აშშ ტკივილგამაყუჩებლებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ მასშტაბურ ბრძოლას იწყებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აშშ ტკივილგამაყუჩებლებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ მასშტაბურ ბრძოლას იწყებს

ჩინოვნიკები ამისათვის წელიწადში 181 მილიონ დოლარს ითხოვენ. ამასთან, გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლები გაივლიან დამატებით სწავლებას, თუ როგორ დაეხმარონ ადამიანებს ოპიოიდური პრეპარატების გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში.

ცნობილია, რომ 2014 წელს ოპიოიდური საშუალებების გადაჭარბებული დოზირების შედეგად 28 000 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევათა 50%-ის მიზეზი რეცეპტურული ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გამოყენება იყო.

უკანასკნელი კვლევების თანახმად, ოპიოიდური ანალგეტიკები ქრონიკულ ტკივილს არ ხსნის. კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს ვირთხებზე. ქრონიკული ტკივილის მქონე მღრღნელებს ხუთი დღის განმავლობაში უკეთებდნენ მორფს. სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ამის შემდეგ, საცდელი ცხოველების ტკივილის მგრძნობელობა იზრდებოდა, რაც სამ თვემდე ნარჩუნდებოდა.

მეცნიერების თქმით, ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები ააქტიურებენ ზურგის ტვინში იმუნურ უჯრედებს, რის შედეგადაც დამატებითი ანთებითი რეაქცია ვითარდება. ტკივილი ქრონიკულ მდგომარეობაში გადადის და ის უფრო ძლიერი და ხანგრძლივი ხდება. მორფი დასაწყისში ამსუბუქებს ტკივილს, მაგრამ დროთა განმავლობაში ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აღარ აღენიშნება.

ლალი ჩხიკვაძე