ანალიტიკოსების პროგნოზით, მსოფლიოში მედიკამენტებზე მოთხოვნილება გაიზრდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანალიტიკოსების პროგნოზით, მსოფლიოში მედიკამენტებზე მოთხოვნილება გაიზრდება

რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ზრდას ისინი უკავშირებენ განვითარებადი ქვეყნების პაციენტებისათვის ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

2015 წელს მთელ მსოფლიოში სამკურნალო პრეპარატებზე დაიხარჯა 1,07 ტრილიონი დოლარი. გამოდის, რომ ფარმაცევტული ბაზარი გაიზრდება უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში 4-7 %-ით.

უახლოეს პერიოდში გაყიდვაში გამოვა 225 ახალი სამკურნალო პრეპარატი. მათი მესამედი განკუთვნილია ონკოლოგიური, აუტოიმუნური, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და იშვიათ დაავადებათა სამკურნალოდ. ცხადია, ახალი მედიკამენტები ძვირადღირებული იქნება, თუმცა, ექსპერტთა აზრით, მათი მაღალი ფასი ნაწილობრივ კომპენსირდება ორიგინალურ სამკურნალო საშუალებებზე (რომელთაც დაკარგეს საპატენტო დაცვა) დახარჯული თანხებით.

თავის მხრივ, ე.წ. ჯენერიკების გამოყენების არეალის გაფართოება 178 მილიონ დოლარს დააეკონომიურებს.

რაც კიდევ საგანგაშოა, IMS  Health ექსპერტთა განცხადებით: 2020 წლისათვის დედამიწის მოსახლეობის 50 %-ზე მეტი ყოველდღიურად მინიმუმ ერთი სამკურნალო პრეპარატის მომხმარებელი მაინც იქნება. შედარებისთვის, 2015 წელს მთელ მსოფლიოში მცხოვრებთა მხოლოდ მესამედი იყენებს მუდმივად (ქრონიკულად) რომელიმე სამკურნალო პრეპარატს.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ხუთი წლის შემდეგ 36 მილიონი ადამიანი მაინც გაივლის ვირუსული ჰეპატიტის საწინააღმდეგო თერაპიას მაღალეფექტური და ძვირადღირებული მედიკამენტებით.

თინათინ გოცაძე