ხველების საწინააღმდეგო საშუალებების უმრავლესობა არ მუშაობს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
ხველების საწინააღმდეგო საშუალებების უმრავლესობა არ მუშაობს
ხველების საწინააღმდეგო საშუალებების უმრავლესობა არ მუშაობს
ბაზელის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ სპეციალური საშუალებებით ხველების მკურნალობას აზრი არ აქვს. მეცნიერების თქმით, მშრალი თუ სველი ხველა, რომელიც პაციენტებს მწვავე რესპირატორული დაავადების შემდეგ აწუხებთ, ჩვეულებრივ სამიდან რვა კვირამდე (ასეთ ხველას ქვემწვავეს უწოდებენ) ვადაში გაივლის და საშიში არ არის.

სწორედ ასეთი ხველების შემდეგ პაციენტი ხშირად მიმართავს ექიმს. პაციენტები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავ თანხას ხარჯავენ სიროფებზე, მიქსტურებზე და ხველების სხვა პრეპარატებზე. თუმცა 724 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული ექვსი კლინიკური კვლევის ანალიზის შედეგების თანახმად, ამგვარი საშუალებების გამოყენებას აზრი არ აქვს. ფართო გაყიდვაში არსებული არც ერთი
წამალი არ აჩქრებდა პაციენტების გამოჯანმრთელებას და არ ამსუბუქებდა მათ მდგომარეობას. ხველა თავისთავად გადიოდა რამოდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. ამასთან, პაციენტების 14% წამლები გვერდით მოვლენებს იწვევდა (აღინიშნებოდა თავის ტკვივილი, გულისრევა, გულმკერდის არეში ტკივილი, ხველის გაძლიერება).

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თუ ხველება მწვავე რესპირატორული დაავადების შემდეგ, 3-8 კვირის
განმავლობაში არ გაივლის ან აღინიშნება გულმკერდის არეში ტკივილი ან ნახველში სისხლი, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
გთავაზობთ ერთ სასარგებლო რეცეპტს, ბანანის შემცველი სამკურნალო საშუალებისა, რომელიც არა მხოლოდ გემრიელია, არამედ სასარგებლოც
01-03-2018
ნებისმიერი დაავადებისას, რომელსაც ბრონქული სეკრეტის გაძლიერებული გამოყოფა ახლავს, მნიშვნელოვანია
03-02-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კოლორადოს უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად
გადამდებ დაავადებათა შორის ყველაზე ხშირია სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები,
დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმეწლიანი კვლევის საფუძველზე ანტიბიოტიკებისადმი გამძლე
მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. კერძოდ,
2018 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით