პაციენტს, რომელსაც ექიმი 5 და მეტ მედიკამენტს დაუნიშნავს, დანიშნულების გადამოწმების საშუალება ეძლევა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
პაციენტს, რომელსაც ექიმი 5 და მეტ მედიკამენტს დაუნიშნავს, დანიშნულების გადამოწმების საშუალება ეძლევა
პაციენტს, რომელსაც ექიმი 5 და მეტ მედიკამენტს დაუნიშნავს, დანიშნულების გადამოწმების საშუალება ეძლევა
საჭიროზე მეტი მედიკამენტის გამოწერის პრობლემა არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშია, რის გამოც, ჯანდაცვის სამინისტრომ პოლიფარმაციის პრევენციასთან დაკავშირებით რეგულაციის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ განუცხადა. მაია ლაგვილავამ ჟურნალისტებთან საუბრისას რეგულაციის შინაარსზეც ისაუბრა.

"ჩავატარეთ კვლევა როგორი მედიკამენტების მოხმარება ხდებოდა უფრო ხშირად, რომლის თანახმადაც გამოვლინდა, რომ 65 წელს ზემოთ ძალიან მაღალი იყო მედიკამენტების გამოყენების შემთხვევები და ასევე ჯიბიდან გადახდების წილი ამ მედიკ
ამენტებზე იყო ასევე მაღალი. ეს საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვისაც. 11% არაგეგმური ჰოსპიტალიზაციის სწორედ ამ პრობლემას უკავშირდება. საქართველოში ჰოსპიტალიზაციის ასეთი შემთხვევები დათვლილი არ გვაქვს, თუმცა, ახლა მოხდება ამ საკითხის შესწავლა მომართვიანობის საფუძველზე", - განაცხადა ლაგვილავამ.

ასევე, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ნებისმიერი პაციენტს, რომელსაც ექიმი დაუნიშნავს 5 და მეტ მედიკამენტს, ექნება საშუალება გადაამოწმოს თავისი დანიშნულება.

"რა თქმა უნდა, თუ ექიმის
მიერ მისთვის მიცემული პასუხი არ იქნება მისთვის დამაკმაყოფილებელი და კომპეტენტური, შეუძლია მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. ამისთვის არსებობს რამდენიმე ხერხი. ექიმები მუშაობენ ელექტრონული რეცეპტის სისტემაში, მათ მიერ გაცემული დანიშნულება იტვირთება სამინისტროს პორტალზე. ახლა ჩნდება დანიშნულებაში ღილაკი, რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც, დანიშნულება პირდაპირ გენერირდება და მოხვდება პოლიფარმაციის საკითხებთან დაკავშირებულ კომისიაზე. სამი დღის ვადაში პაციენტს იგივე ელექტრონული პორტალის საშუალებით დაუბრუნდება პასუხი, სადაც იქნება მხოლოდ ორი წინანდადება დაწერილი - "დანიშნულება ექვემდებარება გადახედვას", ან "დანიშნულება არ საჭიროებს გადახედვას". თუ დანიშნულება საჭიროებს კორექტირებას, პაციენტს შეუძლია მიმართოს მკურნალ ექიმს და მოითხოვოს განმარტება. თუ კვლავ არ დააკმაყოფილებს ექიმის პასუხი მას კიდევ ერთხელ აქვს საშუალება ატვირთოს პორტალზე თავისი დანიშნულება. ასეთ შემთხვევაში კომისია ექიმისგან გამოითხოვა განმარტებას, თუ რატომ არ მოხდა დანიშნულების კორექტირება. თუ პასუხი დამაკმაყოფილებელი არ იქნება ექიმის დაბარება და მისი კვალიფიკაციის გადახედვა მოხდება, რათა მოხდეს ამ დანიშნულების გადახედვა,"- განმარტა ლაგვილავამ და დასძინა: "რეგულაცია მიმართული არ არის იმისკენ, რომ ექიმმა დანიშნულების დაწერისგან თავი შეიკავოს".

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
როდესაც საზღვრის გადაკვეთისას ჩნდება სამკურნალო საშუალებების გადატანის საჭიროება, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ შემდეგი
23-05-2018
მედიკამენტზე ქართული ანოტაციის დართვა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. აღნიშნულს ითვალისწინებს საკრებულოს
25-01-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
2018 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
ზაფხული... მოგზაურობა, დასვენება, ჰაერის, წყლის, საკვების გამოცვლა - ეს ყველაფერი გვეხმარება
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს
ნახეთ მარტივი და სასარგებლო რჩევები სახალხო აფთიაქის
20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868