ჰიპოთირეოზის და ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების დროს სელენი უნდა მიიღოთ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
ჰიპოთირეოზის და ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების დროს სელენი უნდა მიიღოთ
ჰიპოთირეოზის და ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების დროს სელენი უნდა მიიღოთ
ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მის ჰორმონებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. ამ ჰორმონთა ბიოლოგიური მოქმედება ორგანიზმის მრავალ ფიზიოლოგიურ ფუნქციაზე ვრცელდება. ისინი განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ ორგანიზმის ზრდა-განვითარებაზე. მათი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს ქსოვილების, უპირველეს ყოვლისა, თავის ტვინის ქერქის დიფერენცირება, ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარება, ბიოენერგეტიკული და მეტაბოლური პროცესები, ხორციელდება რეპროდუქციული ფუნქციები, ხდება ფიზიოლოგიური და რეპარაციული რეგენერაცია (განახლება).

ადამიანის ორგანიზმში იოდის ერთადერთი ფიზიოლოგიური დანიშნულებაა თირეოიდული ჰორმონების ბიოსინთეზში მონაწილეობა. იოდი და ამინმჟავა თიროზინი ორი მთავარი კომპონენტია ამ ჰორმონების სინთეზისთვის.

მაგრამ ცოტამ თუ იცის,
რომ ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მიკროელემენტი სელენი, რომელიც ევროპის არაერთ განვითარებულ ქვეყანაში ადამიანთა ყოველდღიურ რაციონში ისევეა შეტანილი, როგორც იოდიზირებული მარილი.

სელენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ანტიოქსიდანტია და ებრძვის ორგანიზმში დაგროვილ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს უამრავ თავსატეხს უჩენენ - იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის, უმძიმეს
პათოლოგიებს.

მისი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • ჯანსაღი იმუნური სისტემისთვის
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად
  • ფსორიაზის და კანის სხვადასხვა პრობლემების დროს
  • ულტრაიისფერი რადიაციისგან თავდასაცავად
  • გულის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის
  • ღვიძლის ნორმალური ფუნქციის ხელშეწყობისთვის
  • ჯანსაღი თმის, კანისა და მხედველობის შენარჩუნებისთვის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, ორგანიზმისთვის საჭირო სელენის დღიური დოზაა 200 მკგ. მიკროელემენტის ამ დოზას შეიცავს სწორედ პრეპარატი სელენ 200, რომლის შეძენაც სახალხო აფთიაქის ქსელშია შესაძლებელი.

სელენი მიიღება ჭამის შემდეგ, 1 ტაბ. 1-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 400 მკგ-მდე (2ტაბ.)

შეიძინეთ ონლაინ და მიიღეთ ადგილზე უფასოდ

mkurnali.ge
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გადამდებ დაავადებათა შორის ყველაზე ხშირია სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები,
დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმეწლიანი კვლევის საფუძველზე ანტიბიოტიკებისადმი გამძლე
ბაზელის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ სპეციალური საშუალებებით ხველების მკურნალობას აზრი არ აქვს.
მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. კერძოდ,
2018 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით