ხვრინვა თუ ანტიხვრინვა? - დროა გადაწყვიტოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხვრინვა თუ ანტიხვრინვა? - დროა გადაწყვიტოთ

ძალიან რთულია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ერთხელ მაინც არ აღმოჩენილა ხვრინვისგან გამოწვეული დისკომფორტის მსხვერპლი. ერთ–ერთი კვლევის მიხედვით, ზრდასრული ადამიანების 20% ხვრინავს. მათ შორისაა 40 წელს გადაბიჯებული მამაკაცების 60%.

შენც ამ ადამიანებს შორის ხარ, მაგრამ ფიქრობ, რომ რა მოხდა, თუ შენ ან შენი პარტნიორი ხვრინავს? არადა სინამდვილეში მოხდა. ხვირნვამ ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. მუდმივი ხვრინვა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

ხვრინვის გამომწვევი ძირითად მიზეზებს შორისაა ასაკიში შესვლა, ჭარბი წონა და მავნე ჩვევები, როგორიცაა სიგარეტის ან ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება. ყველა შემთხვევაში საქმე გვაქვს კუნთების მოდუნებასთან, რომელიც სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. თუ თქვენი ხვრინვის გამომწვევი მიზეზი ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთია, თუმცა ვერც სიგარეტის მოწევას ანებებთ თავს, ვერც წონის დაკლებას ახერხებთ, ალბათ, არც გამაახალგაზრდავებელი ელექსირი გაქვთ და შესაბამისად, ხვრინვა მიიღეთ როგორც მოუგვარებელი პრობლემა, თქვენ შეცდით. ხვრინვა "იკურნება".

თუ თქვენი პარტნიორი მუდმივად გაღიზიანებულია და ხშირად კამათობთ, კარგად დაფიქრდით, იქნებ ამის მიზეზიც თქვენი ხვრინვაა? რადგან ხვრინვა აღიზიანებს პარტნიორის ნერვულ სისტემას და შეწყვეტილი ძილი შესაძლოა, მენტალური დაავადებების მიზეზადაც იქცეს. თუმცა საქმე მხოლოდ მეორე ადამიანს არ ეხება. თავად ისინიც, ვინც ხვრინავენ, რამდენიმე სერიოზული საფრთხის რისკ–ჯგუფში არიან.

თუმცა ეს მაინც არაა ყველაფერი. არითმია ერთ-ერთია იმ სერიოზული პრობლემებიდან, რომლის გამოწვევაც შეუძლია ხვრინვას. არითმია არ არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა მას თუ რეგულარული ხვრინვა და ძილის აპნოეც ემატება, კარდიო სისტემა დიდი წნეხის ქვეშ ექცევა, რაც ორგანიზმს აზარალებს.

ხვრინვას უკავშირდება სისხლში ჟანგბადის რაოდენობის შემცირებაც. როცა ძილისას სუნთქვა რეგულარული არ არის, სისხლს ვერ მოეწოდება საჭირო რაოდენობის ჟანგბადი, რაც ხშირად სისხლძარღვებისა თუ ფილტვების პრობლემების ფუნდამენტს ქმნის, შეიძლება იქცეს ჰიპერტენზიის მიზეზიც.

ალბათ, ხშირად მოგისმენიათ თავის ტკივილის შესახებ, რომლის მიზეზების დაგდენას ხშირად წლები უნდებიან, თუმცა იშვიათად ხვდებიან რეალურ "დამნაშავეს". კვლევებმა დაადასტურეს, რომ ხვრინვა და მასთან დაკავშირებული ჟანგბადის ნაკლებობა ამის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორია და თავის ტკივილების მოშორება სწორედ ხვრინვის თავიდან აცილებითაა შესაძლებელი.

ხვირნვაზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ. ახლა დროა, "ანტიხვრინვაზეც" ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. "ანტიხვრინვა" ხვრინვის მტერია და ის თქვენი და თქვენი პარტნიორის მშვიდ ძილს, დამშვიდებულ ნერვულ სისტემას და ჰარმონიურ ურთიერთობას უზრუნველყოფს. დიახ, ანტიხვრინვა ნამდვილად არსებობს და ის სპერია, რომლის შეძენაც ონლაინ აპტიაკი.გე-ს საშუალებით შეგიძლიათ. ეს არის აეროზოლი, რომელიც ნატურალურ პოლისაქარიდებს შეიცავს, რომელთა მოხვედრა ცხვირისა და სასის ლორწოვან გარსზე ამცირებს ხვრინვის დროს ხმაურს.

დროა გადაწყვიტოთ: ხვრინვა თუ ანტიხვრინვა?

ანტიხვრინვის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ