თუ ცისტიტი ხშირად გემართებათ - ცისტიქეა გიშველით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ცისტიტი ხშირად გემართებათ - ცისტიქეა გიშველით

რომ როდესაც ცისტიტზე ვლაპარაკობთ, შარდის ბუშტის ანთებასთან ერთად შარდსადინარის ანთება - ურეთრიტიც იგულისხმება. ცისტიტი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ისე არაბაქტერიული (ინტერსტიციული) წარმოშობის.

ცისტიტი უმთავრესად ქალებს ემართებათ, რაც მათი სასქესო ორგანოებისა და შარდგამომყოფი სისტემის თავისებურ აგებულებასთან არის დაკავშირებული. ქალის შარდსადინარი ფართო, სწორი და მოკლეა (2,5-3სმ), ამიტომ საშოდან და ანალური მიდამოდან შარდსადინარში მოხვედრილი ინფექცია ადვილად აღწევს შარდის ბუშტში. მამაკაცებიც ავადდებიან, თუმცა იშვიათად. მათი შარდსაწვეთი ვიწრო და გრძელია - 15-30სმ. დაავადება გვხვდება ბავშვებსა და მოხუცებშიც. ცისტიტით ავადობა გოგონებში 3-ჯერ მეტია, ვიდრე ბიჭებში. ქალების დაახლოებით 20-25% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ავადდება ცისტიტის ამა თუ იმ ფორმით. 10% თითქმის მუდმივად უჩივის ცისტიტის ნიშნებს (ქრონიკული ცისტიტი). თუ ცისტიტით უმეტესად ქალები ავადმყოფობენ, ურეთრიტის სიმპტომებს უფრო ადრე და მწვავედ მამაკაცები შეიგრძნობენ (გრძელი და წვრილი ურეთრის გამო). ქალებს სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული და შესაძლოა, შეუმჩნეველიც დარჩეთ, თუ ანთება ცისტიტით არ გართულდა.

როგორ ამოვიცნოთ ცისტიტი

ცისტიტის ამოცნობა რთული გამოკვლევების გარეშეც სავსებით შესაძლებელია, თუმცა რამდენიმე თავისებურება მასაც აქვს. დაავადებაზე მიგვითითებს:

• გახშირებული შარდვა (ნორმაა დღეში დაახლოებით 4-ჯერ);

• ჭინთვები მოშარდვის სურვილით, რასაც თან სდევს მცირე რაოდენობით სითხის გამოყოფა;

• მტკივნეული შარდვა;

• ღამის ან ადრიანი დილის შეუკავებელი ჭინთვა;

• საზარდულის არეში უსიამოვნო შეგრძნება, ხშირად - ძლიერი, რომლის დახასიათება ძნელია;

• შარდსადინარის შეკუმშვის შეგრძნება;

• შარდის უსიამოვნო სუნი;

• მუქი ფერის ან ფერშეცვლილი შარდი (თუმცა ასეთი რამ მოსალოდნელია ანთების გარეშეც, თუ ფერადი პროდუქტი, მაგალითად, ჭარხალი მიირთვით);

• შარდვის გაძნელება;

• მუცლის ქვემოთ ყრუ ტკივილი;

• ნევროზული მდგომარეობა.

საკმარისია თუ არა ანტიბიოტიკების მიღება?

სამწუხაროდ, არა. აუცილებელია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს ცხარე, მარილიანი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა, პომიდორი. აკრძალულია რძე და სოდიანი სასმელები - ისინი შარდის გატუტიანებას იწვევს. აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება (1,5-2ლ დღეში). ძალიან კარგია შტოში. საშარდე გზებს კარგად რეცხავს ასევე თირკმლის ჩაი, დათვის კენკრას, წითელი მოცვის ფოთლების, მინდვრის შვიტას ნაყენი. ამ ბალახებს აქვთ შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ცნობილია, რომ შტოში აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამიტომ ის საუკეთესო დამატებითი სამკურნალო საშუალებაა ცისტიტის, ნეფრიტის, ქალური ანთებითი დაავადებების დროს. თუ ცისტიტი ხშირად გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიიღოთ შტოშის წვენი.

სწორედ შტოშია ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს გამოსაყენებელი საუკეთესო მცენარეული საშუალებისა - ციქსტიქეასი.

გარდა შტოშისა ცისტიქეა შეიცავს ოხრახუშს და ღვიას - სამივე პროდუქტი ხასიათდება შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. შტოში ხელს უშლის ბაქტერიების ადჰეზიას (მიკვრას) საშარდე გზების ლორწოვან გარსზე, რაც ძალიან მნიშვნელვანია ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ამიტომ ხშირად ბუნებრივ ანტიბიოტიკსაც უწოდებენ. იგი სპეციფიკურად მოქმედებს საშარდე გზების ინფექციების გამომწვევ მიკრობებზე. შტოშს ამავე დროს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება.

ცისტიქეას აბების ფორმულაში რჩეული ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მცენარეული ექსტრაქტებია გამოყენებული, რომლებიც ორგანიზმის მიერ მაქსიმალური შეწოვისა და ათვისების უზრუნველსაყოფად სპეციალურად არის გაწმენდილი და გამდიდრებული. შტოშის, ციტრუსოვანი ბიოფლავონოიდების, კალიუმის და ჩ ვიტამინის დადებით თვისებებთან კომპლექსში ეს საკვები დანამატი ქალებისთვის სრულყოფილ ფორმულას წარმოადგენს საშარდე სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

რისთვის არის სასარგებლო ცისტიქეას აბები?

  • მოშარდვის ხშირი ან მუდმივი სურვილის შეგრძნების შესამცირებლად
  • მოშარდვის დროს წვის შეგრძნების შესამცირებლად
  • მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილების და წელის მიდამოში ტკივილების შესამცირებლად
  • ნაწლავური ფლორის დაბალანსებისთვის
  • იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის
  • საშარდე გზების ინფექციას დროს იმუნური ფუნქციის გაუმჯობესებისთვის
  • ფაქიზი მოქმედების ბუნებრივი შარდმდენი, ასევე თირკმლის ფუნქციის მასტიმულირებელი
  • თირკმლისა და შარდის ბუშტის კენჭების დროს სიმპტომების შემცირებისთვის

ვისთვის არის სასარგებლო ცისტიქეას აბები?

ცისტიქეას აბები სასარგებლოა:

  • მათთვის, ვისაც საშარდე გზების ინფექციებისადმი მიდრეკილება აღენიშნება
  • დიაბეტის მქონე პირთათვის და ორსულებისთვის
  • ქალებისთვის, რომლებსაც შემოკლებული შარდსაწყვეთის პრობლემა აწუხებთ
  • მათთვის, ვისაც საშარდე სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნება სურს
  • მათთვის, ვისაც სურს ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნება
  • მათთვის, ვისაც იმუნური სისტემის გაძლიერება სურს
  • პოსტმენოპაუზალურ პერიოდში მყოფი ქალებისთვის

ინიშნება 12 წლის ზემოთ, ერთი აბი დღეში საკვებთან ერთად.

ცისტიქეა ბრიტანული წარმოების პრეპარატია, მისი შეძენა შეგიძლიათ ონლაინ.