გადაუდებელი შემთხვევები ახალ წელს – რას უნდა ვერიდოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გადაუდებელი შემთხვევები ახალ წელს – რას უნდა ვერიდოთ

ამ დღეს ადამიანები უჩვეულოდ კეთილგანწყობილები და გულითადები არიან, ერთმანეთს ულოცავენ და საუკეთესოს უსურვებენ. მაგრამ ხშირად მხიარულებას სხვადასხვა უსიამოვნო ფაქტი აფერმკრთალებს ხოლმე. საახალწლო დღეებში განსაკუთრებული ყურადღება მოხუცებსა და ბავშვებს ესაჭიროებათ.

ამ დროს ყველაზე ხშირია მტევნების, ხელის თითებისა და თვალის ტრავმები, ზოგჯერ მდგომარეობა უკიდურესიც კი ხდება. მიზეზი კი უმთავრესად საახალწლო მაშხალებისა და საზოგადოდ, პიროტექნიკის უმართებულო და უკონტროლო მოხმარებაა. სპეციალისტების რჩევით, პიროტექნიკა მხოლოდ ლიცენზირებულ მაღაზიებში უნდა შეიძინოს მომხმარებელმა და თანაც, გულდასმით გაეცნოს ექსპლუატაციის წესებს, განსაკუთრებული სიფრთხილე კი ბავშვებს მართებთ. ნუ მისცემთ მათ პეტარდებისა და მაშხალების გაშვების საშუალებას. ექიმები გვახსენებენ ძველ სიბრძნეს, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო: შამპანური გახსნისას შეამოწმეთ და ბოთლის თავი უსაფრთხო ადგილისკენ მიმართეთ. ვიდრე ნაძვის ხეს გირლანდებით მორთავთ, შეამოწმეთ, გამართულად მუშაობს თუ არა ისინი. ხანძრის ასარიდებლად ნაძვის ხესთან ახლოს ნუ მიიტანთ სანთლებს. ნატურალურ ნაძვს ცეცხლი ადვილად წაეკიდება, ხელოვნური კი დნობასა და მომწამვლელი კვამლის გამოშვებას დაიწყებს. ახალ წელს ხშირია კვებითი მოწამვლაც. წლის ბოლო კვირას ხალხი ბევრ პროდუქტსა და ალკოჰოლურ სასმელს იმარაგებს და შესაძლოა ვადაგასულიც კი მიიტანონ შინ. ამიტომ სჯობს ნაკლები, მაგრამ ხარისხიანი პროდუქტი შეიძინოთ. თანაც, ამ დღეებში უკონტროლოდ ნუ შეჭამთ და დალევთ, რომ ქრონიკული დაავადებები არ გაგიმწვავდეთ. პროფილაქტიკისთვის, შესაძლოა, დღესასწაულის პერიოდში თქვენთვის ნაცნობი მედიკამენტებიც მიიღოთ, რა თქმა უნდა, დანიშნულებისამებრ.