წელი – ახალი, წესები კი ძველი! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წელი – ახალი, წესები კი ძველი!

სახლები და ვიტრინები იტაცებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ დროს სადღესასწაულო მენიუსა და ახალი წლის შესახვედრი საღამოს დაგეგმვაა. თუ რომელიმე ქრონიკულად მიმდინარე დაავადებით ავადობთ, საახალწლო ჯადოსნური განწყობა შესაძლოა ალერგიულმა რეაქციებმა – ხველამ, ცემინებამ და სხვა უსიამოვნო მოვლენებმა გაგიფერმკრთალოთ. მოდი, ერთად გავერკვეთ, როგორ დავძლიოთ უსწრაფესად "ალერგია ახალ წელზე".

გამღიზიანებელი #1 ნაძვის ხე

ცოცხალი ნაძვის ხე არა მხოლოდ არომატულია და გარემოს ნამდვილ სადღესასწაულო ელფერს სძენს, ზოგისთვის საკმაოდ ძლიერი ალერგენიცაა. გასაყიდად გამზადებულ ნაძვის ხეებს წინასწარ ჭრიან და მათ სპეციალურად დატენიანებულ გარემოში ინახავენ, რაც მათზე ობისა და სხვა ტიპის სოკოების სწრაფ ზრდას იწვევს. გარდა ამისა, წიწვები შეიცავენ ნახშირწყლებს, რომლებსაც კანისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანება შეუძლია.

ასე რომ, თუ ცოცხალი ნაძვის ხის დადგმა გადაწყვიტეთ, ხელთათმანიანი ხელით იმოქმედეთ და შინ შეტანამდე კარგად გააშრეთ სუფთა ჰაერზე.

გამღიზიანებელი #2 საკვები

კვებითი ალერგიის მქონეთათვის ამ პერიოდში შეიძლება მავნე აღმოჩნდეს ალერგენების შემცველი საკვების ერთბაშად და ჭარბად მიღება: რძე, კვერცხი, სოია, თევზი, ზღვის პროდუქტები, მიწის თხილი, ხორბალი, ციტრუსები და სანელებლები.

გამღიზიანებელი #3 საახალწლო მორთულობანი

საახალწლო მორთულობანი, დეკორის ელემენტები და ნაძვის ხის სათამაშოები 11 თვე ინახება და ბუნებრივია, იმტვერება კიდეც. ამიტომ სათამაშოები ნაძვის ხეზე დაკიდებამდე საგულდაგულოდ გაწმინდეთ.  გირჩევთ, ალერგიისადმი დადებითად განწყობილებმა უარი თქვათ ხელოვნურ თოვლსა და ქიმიური ელემენტების შემცველ სხვადასხვაგვარ მორთულობაზე. ზოგიერთმა ნივთმა შესაძლოა ალერგიული რეაქციები არაალერგიულ ადამიანებსაც განუვითაროს.

გამღიზიანებელი #4 ალკოჰოლური სასმელები

სულფატური მგრძნობელობა – ის მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმი კარგად ითვისებს ერთი ტიპის ალკოჰოლიან სასმელს, სხვა კი უარყოფით შედეგებს იწვევს.

სულფატები გოგირდმჟავას მარილებია, რომლებიც ლპობის პროცესის პროდუქტია და მას სხვადასხვა სასმელი განსხვავებული რაოდენობით შეიცავს.  მაგალითად, ბრენდი, რომი, ვისკი, შამპანური მას დიდი რაოდენობით შეიცავს, შედარებით ნაკლებადაა ის წითელ და თეთრ ღვინოში. საუკეთესო ვარიანტია არყის შემცველი კოქტეილები, რომლებიც მინიმალური რაოდენობით შეიცავს როგორც სულფატებს, ისე საღებავებსა და არომატიზატორებს.

გამღიზიანებელი #5 გადახედეთ სუფრას

ვითარების სწორად შეფასებით, ჯანსაღი კვება სადღესასწაულო დღეებშიც მოსახერხებელია. სუფრას გადახედეთ და კარგად გაერკვიეთ, რისი ჭამა შეგიძლიათ და რისი – არა. დაიწყეთ მცირე უფლუფებით და ნელ-ნელა გაუსინჯეთ გემო თქვენთვის უვნებელ კერძებს, ასე ნამდვილად ასიამოვნებთ საჭმლის მომნელებელ სისტემას, რომელსაც სადღესასწაულო დღეებში დიდი ჯაფა ადგება.

გამღიზიანებელი #6 საახალწლო შოპინგი

ალბათ, გაიკვირვებთ, როგორ შეიძლება ისეთი სასიამოვნო საქმე, როგორიც შოპინგია, ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, შოპინგს ახლავს სტრესი, რომელსაც იმუნური სისტემა წონასწორობიდან გამოჰყავს ისე, რომ ბრონქული ასთმის შეტევის პროვოცირებაც კი ხდება. ეს იმით აიხსნება, რომ ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ორგანიზმი სტრესულ ვითარებაში გამოყოფს, იწვევს სასუნთქი გზების კუნთოვანი კორსეტის სპაზმებს, რაც ართულებს სუნთქვას და ახშირებს გულისცემას. ამიტომ ისიამოვნეთ ახლობლებისთვის საჩუქრების შეძენით, მაგრამ ნუ აქცევთ ამ პროცესს სტრესის მიზეზად. მით უფრო, რომ საქმე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის სრულფასოვან აღნიშვნას ეხება.

გამღიზიანებელი #7 ფსონი ცილაზე დადეთ

ახლა სადღესასწაულო სუფრასთან თეფშის ავსების წესს გასწავლით: სასურველია, თუ 50% იქნება ბოსტნეული, 50% კი ცილებსა და ნახშირწყლებს დაუთმეთ. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ხიზილალიანი ბუტერბროდი, პროფიტროლები ყველის გულსართით და შემწვარი ხორციც. ასე დანაყრდებით კიდეც და ნაწლავებსაც არ გადატვირთავთ.

გამღიზიანებელი #8 ალკოჰოლს სიფრთხილით მოეპყარით!

თუ ფიქრობთ, რომ დიეტოლოგები ალკოჰოლს ეწინააღმდეგებიან – ცდებით! თითქმის ყველა მიირთმევს რამდენიმე ჭიქა სასმელს, ოღონდ ერთი პირობით – ცილოვან საკვებსა და ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად. ეს სისხლში შაქრის შემცველობის დონეს სტაბილურად ინარჩუნებს და საჭმლის მომნელებელ ფერმენტებსაც არაერთგვაროვანი საკვების მონელება აღარ უძნელდება.

გამღიზიანებელი #9 ნაბახუსევს გეგმით შეხვდით!

ნაბახუსევის სინდრომს წინასწარ მომზადებული შეხვდით, დაგეგმეთ საუზმე: შემწვარი კვერცხი ბოსტნეულთან ერთად, ციტრუსის წვენი, მინერალური წყალი და ა.შ., ასეთი საუზმის შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. დღესასწაულის მეორე დღეს ყველაფერი ახალია, ჯანმრთელობასა და ახლობლებზე ზრუნვის წესები კი – ძველი!