მავნებელია თუ არა ინტელექტისთვის ხანგრძლივად საჭესთან ჯდომა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მავნებელია თუ არა ინტელექტისთვის ხანგრძლივად საჭესთან ჯდომა

აქვეითებს.  ყოველდღიურად მანქანის ორი და მეტი საათით ტარება იწვევს ისეთივე ეფექტს, როგორსაც ტელევიზორის ხანგრძლივად ყურება. შედეგად ქვეითდება IQ (ინტელექტი).

ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, რისკის ზონაში არიან საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანები. საჭესთან დიდხანს ჯდომა მეცნიერებმა თავის ტვინის დაბალი აქტივობის მიზეზად აღიარეს, რაც დამტკიცდა 37-73 წლის 500 000 ბრიტანელზე ხუთწლიანი დაკვირვებით. მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ IQ პირდაპირაა დაკავშირებული ცხოვრების უმოძრაო წესთან.

თუმცა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერები პირიქით მოგვიწოდებენ, რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ საჭესთან. მათი აზრით, მანქანის ტარება დემენციის პროფილაქტიკას უწყობს ხელს. რეგულარუად საჭესთან ყოფნა, ადამიანებს ეხმარება დარჩნენ ფხიზლად, ავითარებს თვითკონტროლს, ანიჭებს პირად თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.

გარდა ამისა, პირადი ავტომობილის გამოყენებით პენსიონრები, რომლებიც ვერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უფრო ხშირად გამოდიან სახლიდან და უფრო აქტიურები არიან. მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ სტაჟიან ავტომობილისტებს, რომლებიც ვეღარ ატარებენ მანქანას, მნიშვნელოვანდ უარესდებათ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა. საქმე დეპრესიამდეც კი შეიძლება მივიდეს.

ლალი ჩხიკვაძე