რატომ არ შეიძლება მონიტორთან ახლოს და ფეხიფეხგადადებული ჯდომა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ შეიძლება მონიტორთან ახლოს და ფეხიფეხგადადებული ჯდომა

უპირველეს ყოვლისა, ჩვენს თვალებს ბევრად უადვილდებათ ფოკუსირება ისეთ ობიექტზე, რომელიც რამდენადმე დაშორებულია. ნუ გგონიათ, რომ მონიტორთან სიახლოვე აღქმას გიადვილებთ, პირიქით, დატვირთვა იზრდება როგორც მხედველობის, ასევე ძვალ-სახსროვან სისტემაზე, შედეგად კი გეძაბებათ მთელი სხეული. გეწყებათ თვალების ძლიერი ტკივილი, წვა, გაწითლება, დაღლასაც უფრო სწრაფად შეიგრძნობთ, გეძაბებათ სხეული, ტკივილი გეწყებათ ზურგის არეში. მონიტორი თვალებიდან 50-60 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. კომპიუტერთან მოკალათებულმა გაშალეთ (გამართეთ) ხელი და შეეცადეთ ეს დისტანცია დაიცვათ მთელი მუშაობის მანძილზე. რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ აუცილებლად შეიგრძნობთ ეფექტს. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი საკითხია კომპიუტერთან სწორად ჯდომა. ეს კი გულისხმობს აუცილებლად ფეხებჩამოშვებულ პოზაში გამართულად ჯდომას. ამისათვის ტერფებით უნდა ეხებოდეთ იატაკს, ხოლო მენჯ-ბარძაყის სახსრები მუხლისაზე რამდენადმე მაღლა უნდა მდებარეობდეს. ფეხის ფეხზე გადადება ანუ ფეხების გადაჯვარედინება ყოვლად დაუშვებელია! ასეთ პოზაში ძირითად დატვირთვას ერთი ბარძაყი იღებს, რაც სახსარში ტკივილს აძლევს დასაბამს. ფეხებგადაჯვარედინებული საათობით ჯდომა მთელ სხეულს უქმნის პრობლემებს. ასეთ პოზაში სხეული რამდენადმე “მოღრეცილ-გადახლართულია”, ძვალ-სახსროვანი სისტემა სერიოზულ დისკომფორტშია, თუმცა, ადამიანი ამას ვერ გრძნობს, უფრო სწორად არ აქცევს ყურადღებას, რადგან მთლიანად მონიტორზეა კონცენტრირებული. სხეული ამ დამტანჯველი პოზისაგან თითქოს გათავისუფლებას ლამობს, აგზნებული რეცეპტორული აპარატიდან გამუდმებულ იმპულსაციას უგზავნის ტვინს, ადამიანი სულ უფრო იძაბება, იღლება, თუმცა, ვერ ხვდება, რომ ეს ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემების გამოა და დისკომფორტს კომპიუტერთან მუშაობასა და დაღლას აბრალებს. ამგვარად, ისწავლეთ მონიტორთან სწორად ჯდომა და დარწმუნდებით, რომ თქვენი მუშაობაც უფრო ეფექტური გახდება! თინათინ გოცაძე