ცხოვრების წესი დაავადებულთათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრების წესი დაავადებულთათვის

მზესუმზირასა და სიმინდის ზეთი, ქათმისა და ინდაურის კანგაცლილი ხორცი, კვერცხის შემწვარი ცილა, ნაღებმოხდილი რძე, მაწონი, ხაჭო, უცხიმო ყველი, თეთრი უცხიმო თევზი, ხილი, პარკოსნები, მოხარშული კარტოფილი, რუხი პური, შვრიის, სიმინდის ფაფები, ჩაი, სუსტი ყავა, მინერალური წყლები, უშაქრო სასმელი, ხილის წვენები, თაფლი, მწვანილი. ზომიერად დასაშვები პროდუქტებია: კარაქი, პოლიუჯერი ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე მარგარინი, ძროხის, ღორისა და ცხვრის ხორცი, საშუალოდ ცხიმიანი ყველი, ზეთში შემწვარი თევზი, შემწვარი კარტოფილი, ნუში, თეთრი ფქვილი, ტკბილი ფაფები, ტორტები, უცხიმო შოკოლადი. არასასურველი პროდუქტებია: ზეითუნის ზეთი, ცხიმიანი ხორცი, ძეხვი, იხვის, ბატის ხორცი, ქათმისა და ინდაურის კანი, რძე, არაჟანი, ცხიმიანი ყველი, უმაღლესი ხარისხის ფქვილის პური, ფუნთუშები და ნაჯერ ცხიმებზე დამზადებული კერძები, მაგარი ყავა. კატეგორიულად აკრძალულია შემწვარი კერძისთვის გაზიანი გამაგრილებელი სასმლის დაყოლება. შესამჩნევ უკეთესობას იგრძნობთ, თუ შეამცირებთ რაციონში ცხოველური საკვების წილს და გაზრდით მცენარეულისას.

ერიდეთ მარილს

ჰიპერტონიკთა ცხოვრების წესში განსაკუთრებული ადგილი უკავია სუფრის მარილს - მასთან  დიდი სიფრთხილეა საჭირო. ეცადეთ, კერძები უმარილოდ მიირთვათ, ერიდეთ მწნილეულს, შაშხს, თევზს, კონსერვებს. ორგანიზმში ამ პროდუქტებთან ერთად მოხვედრილი მარილი სითხეს აკავებს და თირკმელებს ჭარბი წყლის გამოყოფაში ხელს უშლის, სისხლში წყლის მომატებული კონცენტრაცია კი ზრდის არტერიულ წნევას.

სხეულის მასის კონტროლი

ჰიპერტონიით დაავადებულები მუდმივად უნდა იკონტროლებდნენ სხეულის მასას, განსაკუთრებით - სიმსუქნისკენ მიდრეკილები. ჭარბი წონა აპროვოცირებს სისხლძარღვთა სანათურში ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას,  რომლებიც ჰიპერტონიით დაავადებულთა მრისხანე მტერია. ჭარბი ცხიმოვანი ფენა აწვება სისხლძარღვებს და კაპილარულ სისხლის მიმოქცევას აფერხებს. ზედმეტი კილოგრამების მოცილება უმჯობესია ისეთ საკვებზე უარის თქმით, რომლებიც მდიდარია ნახშირწყლებითა და ცხოველური ცხიმით.

როგორ გავიზომოთ წნევა

როგორც ჰიპერტონიით,  ისე ჰიპოტონიით დაავადებულებისთვის აუცილებელია წნევის რეგულარული კონტროლი გამართული აპარატით. არტერიული წნევა იზომება მოსვენებულ მდგომარეობაში. გაზომვამდე რამდენიმე პირობის შესრულებაა საჭირო:

  • 1-2 საათის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოთ შედარებით ძლიერი ფიზიკური დატვირთვისგან.
  • უშუალოდ გაზომვის წინ 15 წუთით მაინც უნდა დაჯდეთ. კვებიდან ამ დროისთვის ერთი საათი მაინც უნდა იყოს გასული.

მხოლოდ ამ წესების დაცვით გაზომვისას შეიძლება ვერწმუნოთ არტერიული წნევის მაჩვენებელს.

დაუშვებელია წნევის საკუთარი ხელით გაზომვა!


მედიკამენტებთან სიფრთხილე გმართებთ

  • დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ პრეპარატებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც სხვადასხვა მექანიზმით აქვეითებს არტერიულ წნევას და შარდმდენებს.
  • ზუსტად და განუხრელად შეასრულეთ ექიმის დანიშნულება.
  • დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის მიღების თვითნებური შეწყვეტა ვადაზე ადრე. არსებობს მედიკამენტები, მაგალითად, კონკორი, ეგილოკი, ანაპრილინი, დილატრენდი, ატენოლოლი და სხვა, რომელთა სწრაფი მოხსნა არ შეიძლება - შესაძლოა, წნევამ ერთბაშად და სწრაფად მოიმატოს.
  • ბევრს მიაჩნია, რომ კისრის არეში ტკივილი ყოველთვის წნევის მატების ნიშანია და ამ სიმპტომის გაჩენისას უმალვე წნევის დამწევ პრეპარატს სვამს. კისრის არეში ტკივილი და დისკომფორტი წნევის მომატების დროსაც წარმოიშობა და მისი დაწევის დროსაც, ამიტომ წნევის გაზომვის გარეშე წამლის მიღება არ შეიძლება.
  • ბევრს აშინებს გვერდითი მოვლენები, რომლებიც მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში ვითარდება და ის უკუჩვენებები, რომლებიც წამლის ანოტაციაშია მითითებული. გაითვალისწინეთ: უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების მიხედვით წამლის შეფასება ექიმის კომპეტენციაა და ისინი ნუ შეგაშინებთ.
  • თვითმიზნად ნუ გაიხდით წნევის სწრაფ დაწევას, უმჯობესია, იგი ნელ-ნელა დაუბრუნდეს ნორმალურ მაჩვენებელს, რათა სისხლის მიმოქცევის სისტემაში განვითარებულმა მკვეთრმა ცვლილებებმა ჯანმრთელობას უფრო მეტი ზიანი არ მიაყენოს.

აუცილებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა

წნევის დასარეგულირებლად აუცილებელია ყოველდღიური ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. ორკვირიანი რაციონალური და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის წყალობით არტერიული წნევა თითქმის ერთი თვის განმავლობაში სტაბილური რჩება. თუ შორს არ ხართ წასასვლელი, ეცადეთ, ფეხით წაბრძანდეთ და შინაც ფეხით დაბრუნდეთ, უქმეებში კი ველოსიპედით იარეთ. ძალზე სასარგებლოა ყოველ დილით ფეხით სიარული, ცურვა, ჯირითი. ფიზიკური დატვირთვა თანდათან უნდა გაზარდოთ. თავდაპირველად უბრალოდ ისეირნეთ, შემდეგ ძუნძულზე გადადით, ბოლოს კი სირბილზე.

სტრესი ყველა უსიამოვნების სათავეა

მათ, ვისაც არასტაბილური არტერიული წნევა აქვს, სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდებას ვურჩევთ.  ძლიერი ემოციური დატვირთვის დროს ორგანიზმში ძლიერდება ადრენალინისა და ნორადრენალინის გამოყოფა. ესენი ის ჰორმონებია, რომლებიც ავიწროებს სისხლძარღვებს და წნევის სწრაფ მატებას უწყობს ხელს. თუ თქვენდაუნებურად მაინც აღმოჩნდით ასეთ ვითარებაში, მიიღეთ დამამშვიდებელი და მკურნალი ექიმის მიერ წინასწარ შერჩეული მედიკამენტის პროფილაქტიკური დოზა.

რჩევები დაბალწნევიანთათვის

  • უპირველეს ყოვლისა, დაიცავით დღის მკაცრი რეჟიმი, იძინეთ არანაკლებ 8-9 საათისა. დილაობით ჩაიტარეთ წყლის პროცედურები.
  • აუცილებელია შრომის სწორი ორგანიზება და სრულფასოვანი კვება.
  • მიზანშეწონილია დაქვეითებული წნევის მაჩვენებლის არამედიკამენტური საშუალებებით აწევა. ამისთვის რეკომენდებულია კოფეინის შემცველი პროდუქტების: ყავის, ჩაის, ასევე - ოდნავ მეტი სუფრის მარილის მიღება.

სიმშვიდის შენარჩუნებას ამ კატეგორიის პაციენტებიც უნდა ეცადონ - განცდებს ისინი ხშირად სავალალო შედეგამდე მიჰყავს.

საგულისხმო ფაქტები ჰიპერტონიის შესახებ

  • ჰიპერტონიით დაავადებულებმა  თვითმფრინავში ჩაჯდომამდე უმჯობესია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან გაიარონ.
  • ჰიპერტონიით დაავადებულებს რეგულარულად სჭირდებათ ოფთალმოლოგის კონსულტაცია. თვალის ფსკერის გამოკვლევა დაავადების გართულებების ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.
  • მცდარია მოსაზრება, თითქოს ჰიპერტონია ჭარბწონიანთა დაავადება იყოს. უბრალოდ, გაცხიმოვნების მქონე პირებს ამ დაავადების განვითარების ალბათობა გაცილებით მეტი აქვთ. საზოგადოდ კი ეს პრობლემა ნებისმიერი წონის ადამიანს შეიძლება შეეხოს.
  • ჰიპერტონია ხშირად ვითარდება ორსულობისას - ქალების დაახლოებით 6% ამ პრობლემის წინაშე დგება, რაც ორგანიზმის ადაპტაციის შედეგია. ამასთან, უმრავლესობისთვის ეს ჰიპერტონიის პირველ შემთხვევას წარმოადგენს.

დაბოლოს,  ჰიპერტონიკებსაც და ჰიპოტონიკებსაც გირჩევთ:

  • თუ თავს ცუდად გრძნობთ, გადით გარეთ, გაისეირნეთ იმ ადგილებში, სადაც სიარული სიამოვნებას გგვრით, იარეთ ნელი და მოკლე ნაბიჯით, შეგიძლიათ, ამ დროს ნაბიჯები ითვალოთ კიდეც.
  • სეირნობისას ისუნთქეთ ღრმად და თანაბრად.
  • შინ დაბრუნებისას 10-15 წუთით ჩამოჯექით, შემდეგ დაიზილეთ ტანი ნამიანი პირსახოცით და ეცადეთ, საისამოვნო ფიქრებით ჩაიძინოთ.