ზრდის "ელექსირი" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზრდის "ელექსირი"

მშობლებმა დაბადებიდანვე უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვის ზრდასა და განვითარებას. ზრდაში ამორჩენა შესამჩნევი ხდება 5-6 წლის ასაკში. ის შეიძლება გამოიწვიოს:არსებობს რამე საშუალება ზრდის სტიმულაციისთვის?

  • სომატოტროპული ჰორმონის (ე.წ. ზრდის ჰორმონის) დეფიციტმა;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ;
  • ძვლის ხრტილის პათოლოგიამ (ამ შემთხვევაში ზრდა არაპროპორციულია).

ბავშვის ზრდა-განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს კვება, მისი ხასიათი, რეჟიმი. იმ გარეგან ფაქტორებს შორის, რომლებიც ზრდას აფერხებს, უწინარეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ:

  • ნიკოტინი (მოზარდები 12-13 წლიდან იწყებენ სიგარეტის წევას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - მას თანაბრად ეტანებიან გოგონებიც და ვაჟებიც).
  • ალკოჰოლი (თქვენ წარმოიდგინეთ, მოზარდის ორგანიზმს ლუდიც კი ვნებს - გარდა იმისა, რომ შეჩვევასა და დამოკიდებულებას იწვევს, ზრდის პროცესსაც აფერხებს);
  • ინფექციური დაავადებები (განსაკუთრებით - თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს).

ჩამოთვლილი ფაქტორები მოზარდ ორგანიზმში თრგუნავს ჰიპოფიზის ფუნქციას (სწორედ იქ გამომუშავდება ზრდის ჰორმონი), იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს, აფერხებს ნივთიერებათა ცვლას. ყოველივე ეს ხელს უშლის სხეულის პერიფერიებზე განლაგებული ზრდის ზონების კვებას და საბოლოოდ სიმაღლეში ზრდის შეფერხებას იწვევს. გენეტიკური ფაქტორის უარყოფა არ შეიძლება - მაღალ მშობლებს შვილებიც მაღალი ჰყავთ, თუმცა არც ეს არის გადამწყვეტი.

ცვლილებები სხვა ორგანოების მხრივ

დაირღვევა თუ არა ზრდის შეფერხებისას სხვა ორგანოთა ფუნქციები, ეს ჩამორჩენის მიზეზზეა დამოკიდებული. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით გამოწვეული ტანდაბლობისას არსებობს კრეტინიზმის საფრთხეც. ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევითა და სომატოტროპული ჰორმონის დეფიციტით გამოწვეული ტანდაბლობა განსაზღვრულ საფეხურამდე არც ისე თვალშისაცემია, რადგან ბავშვს ყველაფერი პროპორციულად პატარა აქვს, მაგრამ 13-14 წლის ასაკში ის უკვე საგრძნობლად ჩამორჩება განვითარების ასაკობრივ ნორმას. ბევრი რამ არის დამოკიდებული ძვლოვან ასაკზე, რომელსაც კიდურების რენტგენოგრაფიით ადგენენ. თუ 14 წლის მოზარდს რვა წლის ბავშვის ძვლოვანი ასაკი აქვს, მისი გონებრივი და ფიზიკური განვითარებაც რვა წლის ბავშვისას გაუტოლდება. რაც შეეხება სქესობრივ და მასთან დაკავშირებულ რეპროდუქციულ ფუნქციას, პრობლემის მოგვარებისას ეს დარღვევებიც აღმოიფხვრება.

როგორ მოვაგვაროთ პრობლემა

თუ ტანდაბლობა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით არის განპირობებული, პრობლემის მოგვარება ძნელი არ უნდა იყოს. გადაულახავ სირთულეს არც ზრდის ჰორმონის დეფიციტით განპირობებული ტანდაბლობა წარმოადგენს - პაციენტს ამ ჰორმონს (სომატოტროპინს) აძლევენ და განვითარების მაჩვენებელიც ნორმას უბრუნდება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჰორმონის მიღება მხოლოდ მისი ნაკლებობის შემთხვევაშია უსაფრთხო და გამართლებული. ზრდის ჰორმონით მკურნალობის მიზანი მაღალი ბავშვის გაზრდა კი არა, მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების სრულყოფაა. პათოლოგიური ტანდაბლობის შემთხვევაში ის, ვინც ზრდის ჰორმონს იყენებს, ნორმალურად განვითარდება, მაგრამ ტანდაბალი დარჩება. ხოლო ის, ვისაც ზრდის ჰორმონს არ აძლევენ, ტანმორჩილიც იქნება და არც სხვა მხრივ განვითარდება.

ტანდაბლობის პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა დავადგინოთ მისი მიზეზი. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი იმ მეთოდების შერჩევა, რომლებიც ბავშვს ზრდაში დაეხმარება. სიმაღლეში ზრდას ხელს უწყობს:

  • რეგულარული, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა;
  • სპეციფიკური ვარჯიშები საგანგებო მოწყობილობებზე;
  • წყლისა და თერმული პროცედურები;
  • ფიზიოთერაპიული პროცედურები (სხვადასხვა სახეობის მასაჟი);
  • ორგანიზმის გაკაჟება;
  • ბალანსირებული კვება.


ზრდის ხელშემწყობი კვება

სწორი კვების ორგანიზება ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. გასათვალისწინებელია სქესი, ასაკი, გადატანილი თუ თანამდევი დაავადებები, სოციალური პირობები (სტრესი, ოჯახური ატმოსფერო) და სხვა. ზრდაში ჩამორჩენილი ბავშვები უმეტესად არასწორად იკვებებიან - არ იღებენ წვნიან საკვებს, ხილსა და ბოსტნეულს, რძის პროდუქტებს. სრულფასოვანი, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი რაციონი, დღეში სამჯერადი კვება - აი ის პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვის კვების რეჟიმი. ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს რძესა და რძის პროდუქტებს (ხაჭო, მაწონი, ყველი, არაჟანი), ბურღულის (შვრიის, წიწიბურას) ფაფებს, ხორბლის პურს, უმ ხილსა და ბოსტნეულს, ხორცს, თევზს (კვირაში 2 დღე), უპირატესად წვნიან კერძებს.

არსებობს თუ არა "ზრდის ვიტამინები"

ზრდისა და მეტაბოლური პროცესების გააქტიურებას ვიტამინების ყველა კომპლექსი უწყობს ხელს. "ზრდის ვიტამინები" წმინდა წყლის სარეკლამო განაცხადია. ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველი შედეგის მისაღებად უნდა ვიცოდეთ, როდის მივცეთ მოზარდს ვიტამინების კომპლექსი. თუ ზრდა არ დაუსრულებია, პოლივიტამინი ეფექტური იქნება; თუ ზრდა დასრულებულია, ვიტამინების კომპლექსმა შესაძლოა მეორე პრობლემის - წონის მომატების წინაშე დაგვაყენოს, ამიტომ პარალელურად საჭიროა დატვირთვა სპორტის ისეთი სახეობით, რომელიც ხელს უწყობს ზრდას. ასეთია კალათბურთი, ფრენბურთი, ცურვა.

როდის სრულდება ზრდა?

ზრდასრულად ითვლება 18 წლის ვაჟი, გოგონები კი ზრდას უფრო ადრეულ ასაკში ასრულებენ (გააჩნია პირველი მენსტრუაციის დაწყების დროს). მაგრამ ეს არ არის დოგმა, რადგან ზოგიერთი ამის შემდეგაც განაგრძობს ზრდას, - მართალია, გაცილებით ნელა, მაგრამ მაინც. ყველაფერი ზრდის ზონებზეა დამოკიდებული, მათ შესახებ კი ინფორმაციას რენტგენოლოგიური გამოკვლევა მოგვაწვდის.

პოლივიტამინები თუ ცოცხალი ვიტამინები?

ვინც პოლივიტამინების კომპლექსს ცოცხალ ვიტამინებს - ხილსა და ბოსტნეულს ამჯობინებს, ვთავაზობთ რეცეპტს, რომელიც სიმაღლეში ზრდის სპეციალისტმა შემოგვთავაზა და სხვადასხვა ასაკის ბავშვებშია აპრობირებული.

  • დილით, უზმოზე, მოზარდს დაალევინეთ 200მლ სტაფილოს წვენი, დააყოლებინეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი და 1 კაფსულა ა ვიტამინი (დოზა - ასაკის შესაბამისად). ასე განაგრძეთ 2 კვირის განმავლობაში, მომდევნო ორი კვირა კი დილით, უზმოზე, მიეცით 200მლ უმი ჭარხლის წვენი და დააყოლებინეთ 100მლ ცივი რძე.

შესაძლოა, უზმოზე ჭარხლის წვენმა გულისრევის შეგრძნება, პირღებინება ან ფაღარათი გამოიწვიოს. ნუ შეშინდებით და წვენის მიცემას ნუ შეწყვეტთ. შეგიძლიათ, ჭარხლის წვენს შეურიოთ 100მლ მჟავე ვაშლის წვენიც. ეს ერთთვიანი კურსი უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თუ ბავშვი წონას იოლად იმატებს, დიეტას ფიზიკური დატვირთვაც შეუხამეთ. ელექსირის მიღების შემდეგ შესაძლოა ბავშვმა საუზმეზე უარი თქვას. არც არის საჭირო. თუ თვითონ არ მოითხოვა, სადილამდე ჭამას ნუ დააძალებთ.