თუ უჩივით წონის მატებას, კანის პრობლემებს, ყურადღების დეფიციტს, ეს სტატია წაიკითხეთ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
თუ უჩივით წონის მატებას, კანის პრობლემებს, ყურადღების დეფიციტს, ეს სტატია წაიკითხეთ
თუ უჩივით წონის მატებას, კანის პრობლემებს, ყურადღების დეფიციტს, ეს სტატია წაიკითხეთ
დროულად დაძინებას რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამაზე ბევრი იწერება. ზოგს ჰგონია, რომ დილით, თუნდაც შუადღემდე გამოძინება, აბალანსებს (აკომპენსირებს) ღამით დაგვიანებულ (გადაცილებულ) საათებს. სინამდვილეში ასე არ არის! ადამიანს, რომელსაც 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე სძინავს, სრულიად განსხვავებული ძილის სტრუქტურა აქვს, ვიდრე იმას, ვინც ღამის 03:00 საათზე იძინებს და დილით 11:00 იღვიძებს. ძილს სხვა ფუნქციებთან ერთად აღმდგენი ფუნქციაც აქვს, რაც უფრო გვიან ვწვებით დასაძინებლად, მით უფრო ვიკლებთ ორგანიზმისთვის ამ მნიშვნელოვან აღმდგენ პროცესებს, გარდა ამისა, ზიანსაც ვაყენებთ ჯანმრთელობას.

რას იწვევს გვიან დაძინება?
წონის მატებას -
კვლევებით დადასტურებულია, რომ ყოველი დაკარგული საათი ზრდის სხეულის მასის ინდექსს. არ იფიქროთ - დილით გამოძინებით ნორმაში მოიყვანთ სხეულის დარღვეულ პროცესებს.

ცუდ განწყობასა და გაღიზიანებადობას - რაც უფრო ადრე იძინებს ადამიანი, მით უფრო ნაკლებად აგრესიული და ფეთქებადია ის. ნეგატიური ფიქრებისაგან გათავისუფლებისა და სულიერი წონასწორობის აღდგენისათვის დიდი
მნიშვნელობა აქვს დროულად დაძინებას.

ყურადღების დეფიციტს - ძილის დარღვევა, კერძოდ, გვიან დაწოლა, უარყოფითად მოქმედებს მეორე დღეს ყურადღების კონცენტრაციაზე, თუნდაც 8 საათს ან მეტხანს იძინოთ. მეორე დღეს აქტიურობისა და პროდუქტიულობისათვის წინა ღამეს დროულად უნდა დაწვეთ დასაძინებლად.

კანის პრობლემებს - სრულფასოვანი ძილი აღადგენს კანის დაზიანებულ უჯრედებს, შესაბამისად, ის კანის ახალგაზრდობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. გვიანი ძილის მოყვარულებს მოყვითალო, არაჯანსაღი ფერისა და სტრუქტურის კანი აქვთ.

ჩასახვის პრობლემებს - გვიან დაძინება არღვევს ქალებთან საკვერცხეების ფუნქციას, რითაც მცირდება ჩასახვის შანსი. ზოგიერთი მეცნიერი იმასაც აღნიშნავს, რომ ძილის რეჟიმის დარღვევის გამო მამაკაცებს უქვეითდებათ სპერმატოზოიდების რიცხვი.

თინათინ გოცაძე

ტეგები: ძილი უძილობა
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
სრულფასოვანი ძილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საკვებ რაციონს, არამედ საკვების მიღების დროსაც.
03-08-2018
ეკრანზე დამოკიდებულება, სტრესული გარემო, დაძაბული სამუშაო გრაფიკი, დიდი რაოდენობით
24-07-2018
ისინი, ვინც ღამეს “თეთრად” ათენებენ, ხშირად უჩივიან ცუდ გუნება-განწყობასა და მარტოობის განცდას. ღამის
23-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
ექსპერტები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას იმისათვის, რომ დღე პროდუქტიული იყოს და ის ენერგიულად, მხნედ
თუ თქვენ პერიოდულად გაწუხებთ თავის ტკივილი, რომელსაც კონკრეტული მიზეზი არ აქვს, დაუკვირდით, ხომ
ითვლება, რომ წარმატების მისაღწევად სრულად უნდა ჩაერთო სამუშო პროცესში და დიდი ძალისხმევა დახარჯო.
ყავას მატონიზირებელი ეფექტი აქვს, თუმცა კოფეინის ჭარბი მოხმარებისას შეიძლება უსიამოვნო სიმპტომები
უმნიშვნელო გაუწყლოებამაც კი შეიძლება დააქვეითის ადამიანის ყურადღების კონცენტრაცია, გააუარესოს განწყობა
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება