რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რჩევები მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის დროს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რჩევები მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის დროს
ზაფხულის ცხელ დღეებში იმატებს, როგორც ინფექციური დაავადებების გავრცელების, ასევე სითბური ტალღის ზემოქმედებით გამოწვეული რისკები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია, გადახურება, სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების (გულსისხლძარღვთა და სუნთქვასთან დაკავშირებული
პრობლემების) მქონე პირებისთვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება.

"მოერიდეთ თაკარა მზეზე ყოფნას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ უნდა გეცვათ ღია ფერის ტანსაცმელი,
გეხუროთ ქუდი და რაც შეიძლება მცირე ხანი გაჩერდით გარეთ. ეცადეთ, რომ სახლში და სამუშაო ადგილზე ტემპერატურა შეინარჩუნოთ 23-28 გრადუსის ფარგლებში. მიიღეთ 1.5-დან 2.5 ლიტრამდე სითხე", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, მეორე მთავარი რისკი ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროებაა.

"ესენია ძირითადად დიარეებით მიმდინარე დაავადებები. ეს შეიძლება გამოწვეული
იყოს დაბინძურებული წყლითა და საკვებით. ასევე, ხშირია სხვადასხვა ტოქსიკო-ინფექციები ანუ საკვებით მოშხამვები. ამიტომ, თუ არ ვართ წყლის ხარისხში დარწმუნებული, აუცილებლად უნდა გადადუღდეს და ისე იქნეს მიღებული. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მალფუჭებადი საკვების და კრემიანი ნამცხვრების მიმართ.

ამასთან, გადამდები დაავადებების პრევენციისთვის ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური პირობების დაცვა. ამ თვალსაზრისით ბევრი რეკომენდაციაა, მაგრამ მთავარი გახლავთ ხელის ხშირად დაბანა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას სიცხისთან გასამკლავებლად ურჩევს: საცხოვრებელ სახლებში ტემპერატურა არ აღემატებოდეს დღისით 32 გრადუსს, ღამით კი 24 გრადუსს; მთელი ღამის განმავლობაში ფანჯრები იყოს ღია; ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც სახლს გაგრილებასთან ერთად, დაატენიანებს; მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას; მიიღეთ გრილი შხაპი და გამოიყენეთ ყინულის პაკეტები; მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე; ატარეთ ღია ფერის, ნატურალური მასალის თავისუფალი ტანსაცმელი, ქუდი ან ქოლგა; გარუჯვისას გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
წითელა გვიტევს - არაფერი დასამალი არ არის - წითელას ეპიდაფეთქებაა ქვეყანაში, - ამის შესახებ
16-02-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
პლასტიკის ბოთლების მრავალჯერადი გამოყენებისას, ადამიანი საშიში ბაქტერიებისა და ქიმიური ნაერთების
მოგეხსენებათ, ბრილიანტის მწვანეს, როგორც ანტისეპტიკურ ხსნარს დიდი გამოყენება აქვს რუსეთსა და
თვა­ლის უპე­ე­ბის შე­შუ­პე­ბა და გა­შა­ვე­ბა ე.წ. შავი წრე­ე­ბი, საკ­მა­ოდ ხში­რი პრობ­ლე­მაა და გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს ქმნის.
ჩვენი ასაკი მარტო ციფრები როდია. ყოველწლიურად გვემატება გამოცდილება, ცოდნა და საკუთარი ძალების
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა