რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
5 ტაბუ-სამოსი 45+ ასაკის ქალბატონის გარდერობში
5 ტაბუ-სამოსი 45+ ასაკის ქალბატონის გარდერობში
ჩვენი ასაკი მარტო ციფრები როდია. ყოველწლიურად გვემატება გამოცდილება, ცოდნა და საკუთარი ძალების რწმენა. იცვლება ჩვენი გემოვნება, მათ შორის სამოსთან დაკავშირებითაც.

მასიური სამკაულები

დიდი მძივები ან საყურეები შესამჩნევი და დამტვირთავი ელემენტებია. ისინი ძალიან იქცევენ ყურადღებას და ამძიმებენ ადამიანის სტილს. შესაძლებელია ამგვარი აქსესუარების გამოყენება, მაგრამ დაბალი დოზით. უმჯობესია შევარჩიოთ მოდური და ლაკონური სამკაულები, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს სილუეტს და გარეგნობას უფრო მეტად წარმოაჩენს.

კასტომიზირებული სამოსი

დახეული ჯინსები, დახვრეტილი პერანგები, მაისურები - მოწიფული ქალისთვის ამგვარი სამოსის ტარება არა თუ 45 წლის, არამედ 30 წლის
ასაკშიდაც შეუფერებელია. ზედმეტად ახალგაზრდული სამოსი ინტელიგენტი და ჭკვიანი ლედის სახეს ჩრდილს აყენებს. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქალი არ ღებულობს საკუთარ ასაკს და მის ყველანაირად დაფარვას ცდილობს.

უფორმო ტანსაცმელი

„ოვერსაიზი“ კიდევ ერთი მიუღებელი ტრენდია 40 წელს გადაცილებულთათვის. უფორმო ტანსაცმელი აბერებს ადამიანს, აჩენს რა სხეულს არაპროპორციულად და
არაბუნებრივად. არ ღირს ახალგაზრდული ტრენდების მიმდევრობა, იმდენად, რამდენადაც უამრავი შესანიშნავი სამოსია, რომელიც იდეალურია 45+ ქალისთვის.

ფერადი კოლგოტი

მკვეთრი ვარდისფერი ან მწვანე კოლგოტი ყოვლად უადგილოა 40 წლის შემდეგ. ეს ტანსაცმლის სახალისო ელემენტია, რომელიც ყურადღებას მყისიერად იქცევს.

გამჭვირვალე სამოსი

სექსუალურობა ის მახასიათებელია, რომელიც ნებისმიერ ქალს სურს, რომ გააჩნდეს. 45 წლის შემდეგაც ქალი რჩება სასურველად და მაცდურად, მაგრამ სტატუსის ხაზგასასმელად სხვა საშულებებიც არსებობს, მაგალითად ელეგანტური დეკოლტე. გამჭვირვალე სამოსის ჩაცმა, რომელშიდაც მთელი სხეული ჩანს, სრულიად უადგილო და უაზროა.

სტრაზები და პაიეტკები

გადაჭარბებული რაოდენობის სტრაზები და ბრჭყვიალები ქალს სხვებისგან ნამდვილად გამოარჩევს, თუმცა „უგემოვნოს“ დაღსაც დაასვამს. ეს „ბრჭყვიალი“ სრულად დაჩრდილავს მის ინდივიდუალურობასა და სტილს. ყველას ყურადღება მიპყრობილი იქნება მსგავსი დეტალებიდან წამოსული სხივებისკენ.

ლალი ჩხიკვაძე

თარიღი : 01-07-2018
ინგა
საერთოდაც არ ვეთანხმები- ზუსტად ვიცი მოხუციც სულ ბრჭყვიალა ფერადი ტანსაცმლით ვივლი შესაფერის ადგილებში თავისთავად და არასოდეს მივიღებ ასაკს და არ ვივლი კოჭამდე კაბით-
თარიღი : 28-06-2018
მარიამ
დედაჩემის დაწერილია აშკარად!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მონრეალის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ქალები, მამაკაცებთან შედარებით, სამსახურში უფრო
20-06-2018
ჩინეთის საინფორმაციო წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროვინცია ხუნანის მკვიდრმა ქალბატონმა ვან
13-06-2018
ვარჯიშის დროს - სამკურნალო ფიზკულტურა იქნება, ტანვარჯიში, ფიტნესი თუ სხვა, ისე უნდა გეცვათ,
05-04-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
პლასტიკის ბოთლების მრავალჯერადი გამოყენებისას, ადამიანი საშიში ბაქტერიებისა და ქიმიური ნაერთების
მოგეხსენებათ, ბრილიანტის მწვანეს, როგორც ანტისეპტიკურ ხსნარს დიდი გამოყენება აქვს რუსეთსა და
თვა­ლის უპე­ე­ბის შე­შუ­პე­ბა და გა­შა­ვე­ბა ე.წ. შავი წრე­ე­ბი, საკ­მა­ოდ ხში­რი პრობ­ლე­მაა და გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს ქმნის.
ზაფხულის ცხელ დღეებში იმატებს, როგორც ინფექციური დაავადებების გავრცელების, ასევე სითბური ტალღის
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა