ზაფხულის „გვერდითი მოვლენები“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხულის „გვერდითი მოვლენები“

ჯანმრთელობისთვის უარყოფითი შედეგებიც ჰქონდეს. ზაფხულის სიყვარული თუ სიძულვილი დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკურ ფორმასა და სხვადასხვა დაავადებისადმი განწყობაზე.

ზაფხული გვეხმარება გახდომაში, თანაც ცხოვრების წესის შეცვლის გარეშე. მზის სხივი მოქმედებს ცირკადულ რითმებზე, რომელიც თავის მხრივ, არეგულირებს ჰორმონების დონესა და სხვა ბიოლოგიურ პროცესებს. ეს პირდაპირ კავშირშია სხეულის მასასთან. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო სწრაფად იღებს ადამიანი მზის სხივების ულუფას, მით უფრო დაბალია მისი სხეულის მასა. ამასთან, მზის სხივები არ მოქმედებს მოხმარებული კალორიების რაოდენობაზე.

მეცნიერებმა ასევე გამოარკვიეს, რომ უშუალოდ კანქვეშ განლაგებული ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა მზის ზემოქმედებით მცირდება. მზის სხივების მოქმედებით ცხიმის წვეთები გამოდის უჯრედებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ზაფხულში მიღებული მზის აბაზანები ზედმეტი წონის დაკლებაშიც გვეხმარება.

ზაფხული აღრმავებს ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც აღენიშნება ფილტვების, ენდოკრინული და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნევროლოგიული მოშლილობები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ზაფხულის სიცხე მთთვის შეიძლება ფატალურიც კი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით 75 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. ქალებში, მამაკაცებთან შედარებით, რისკი უფრო მაღალია.

ჯანმრთელობისთვის სიცხის უარყოფითი შედეგები განსაკუთრებით ზაფხულის დასაწყისშია შესამჩნევი. ზაფხულის ბოლოსკენ სიცხისგან წამოსული საშიშროება იკლებს, მაგრამ ადამიანებს ქრონიკული დაავადების გამწვავება აწუხებთ. ორგანიზმი ადაპტაციას განიცდის სიცხისადმი და ზაფხულის განმავლობაში თანდათანობით იზრდება კომფორტული ტემპერატურის დიაპაზონი. თუმცა სიცხის მიჩვევისთანავე დგება შემდოგომა და ისევ აკლიმატიზაცია გვიწევს.

ზაფხული აუმჯობესებს გუნება-განწყობას

ზაფხულის სეზონზე ფსიქიკური მოშლილობის რიცხვი რამდენადმე ქვეითდება. თბილი ამინდი და მზე დეპრესიასთან, შფოთვით მდგომარეობასთან, პანიკის შეტევებთან ბრძოლაში გვეხმარება.

ფეხით უფრო მეტს დავდივართ - ზაფხული ხელს უწყობს ფიზიკური აქტივობის ზრდას, რაც არა მარტო გახდომას აჩქარებს, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. ზაფხულში ადამიანები უფრო მეტს დადიან ფეხით.

იწვევს ალერგიას - მთელი ცხელი სეზონი აქტუალურია ალერგიით დაავადებული ადმიანებისთვის. იწყება ის აპრილ-მაისში სხვადასხვა მცენარის ყვავილობით და გრძელდება მთელი ზაფხული სექტემბრის ჩათვლით.

ზრდის ლიბიდოს -კვლევების მიხედვით ცხელი სეზონი ზრდის სექსისადმი ინტერესს, რამეთუ ზაფხულში მზის გავლენით, ადამიანები უფრო აქტიურები და ენერგიულები ხდებიან. მამაკაცებში ივლის-აგვისტოში იზრდება ტესტოსტერონის რაოდენობა. სისხლში ქალის ჰორმონ ესტროგენის შემცველობის პიკიც ზაფხულის პერიოდზე მოდის.

ლალი ჩხიკვაძე