რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
ძილის დარღვევა და მისი სახეები
ძილის დარღვევა და მისი სახეები
საზოგადოდ, ნორმალური ძილის ხა­ნგრძლივობა სხვადასხვა ინდივიდთან საკმაოდ დიდ ფარგლებში მერყეობს (4-5 სთ-იდან 10-12 საათის ფარგლებში). არსებობენ ჯანმრთელი “ძილისგუდები” და ასევე ხანმოკლე ძილით გამორჩეულები, ანუ ადამიანები, რომლებსაც ხანმოკლე ძილიც კი სავსებით ჰყოფნით.
ძილის ნორმის ძირითადი მაჩვენებელი მისი ხანგრძლივობა კი არა, დასვენებისა და ძალთა აღდგენის შეგრძნებაა! თუ ეს უკანასკნელი არ მოსდევს ძილს შედეგად, ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევაზე საუბრობენ.


ძილის დარღვევის რამდენიმე სახე არსებობს:

ჰიპერსომნია - ძილის ხანგრძლივობის პათოლოგიური ზრდაა. ის სხვადასხვა დაავადების დროს შეიძლება აღინიშნოს (ენდოკრინული, ნევროლოგიური, რევმატოლოგიური და სხვა). როგორც წესი, დეპრესიის
გამოვლინებაა. ე. წ. სეზონური დეპრესიები სწორედ ღამის ძილის გახანგრძლივებით ხასიათდება.

ჰიპერსომნიის შემთხვევაში, მიუხედავად გახანგრძლივებული ძილისა, ადამიანებს მაინც არ აქვთ დასვენებისა და ძალთა აღდგენის შეგრძნება, დღის განმავლობაში დაუოკებელი ძილიანობა და მოდუნებულობა აღენიშნებათ, მომატებული აქვთ მადა ტკბილეულისადმი. ჰიპერსომნიას ზოგჯერ გაღიზიანება, უსაფუძვლო განგაშის შეგრძნება და კუნთების ტკივილიც ერწყმის.

ინსომნია - ტოტალური უძილობაა. ის გვხვდება როგორც ფსიქიკური (ნევროზები, დეპრესია, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი), ასევე სომატური დაავადებების დროს (ენდოკრინული და კანის ზოგიერთი დაავადების, ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული პათოლოგიების, ქრონიკული ტკივილისმიერი სინდრომის დროს და სხვა).

ინტრასომნიური დარღვევების დროს - ადამიანები ძილის პროცესის არასრულფასოვნად მიმდინარეობას უჩივიან. “ღრმა ძილით” არ სძინავთ, ხშირ-ხშირად ეღვიძებათ და რაც მთავარია, ყოველი ასეთი გამოღვიძების შემდეგ ძალიან უჭირთ ჩაძინება.

პრესომნიური დარღვევები, როგორც წესი, მომატებულ ემოციურ აგზნებასა და განგაშისმაგვარ მოვლენებს უკავშირდება. ამ ტიპის დარღვევის დროს ჩაძინების მოძალებული სურვილი ადამიანებს ლოგინში ჩაწოლისთანავე უქრებათ. საწოლში მოკალათებისთანავე მათ ცუდი მოგონებანი და ნეგატიური, დამამძიმებელი ფიქრები იპყრობთ, ძლიერდება მოძრაობითი აქტივობა და ადამიანი ცდილობს მისთვის სასურველი პოზა მიიღოს. ზოგიერთს ქავილის ან ტკივილის შეგრძნება ეძალება. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ძალიან უნდა დაძინება, იტანჯება და ვერ იძინებს; თუ ნორმის დროს ჩაძინების პროცესი 3-10 წუთს მოიცავს, პრესომნიური დარღვევის დროს ის 30-40 წუთს გრძელდება; უფრო მეტიც, ადამიანებს ზოგჯერ საათობით უჭირთ ჩაძინება.

* * *
არსებობს პოსტსომნიური დარღვევაც, ანუ ის მოვლენები, რომლებიც ადამიანებს გამოღვიძებიდან უახლოეს პერიოდში აღენიშნებათ. მიუხედავად რამდენიმესაათიანი ძილისა, ამ დარღვევის დროს ადამიანები გამოუძინებლები, მოდუნებულები, ძილით დაუკმაყოფილებელნი და ძალაგამოცლილნი დგებიან (ნაცვლად იმისა, რომ ძალამოზღვავებულნი, დასვენებულნი და შემართულნი ადგნენ). მათ დაქვეითებული აქვთ შრომისუნარიანობა, გუნება-განწყობა, ზოგიერთს აღენიშნება თავის ტკივილი, აპათია.

პოსტსომნიური მოვლენები ხშირად მათ უვლინდებათ, ვინც ჩვეულ რეჟიმს ამა თუ იმ მიზეზით არღვევს. მაგალითად, არსებობს კატეგორია, რომელსაც სხვადასხვა ვითარების გამო (სამსახურის სპეციფიკისა თუ დღის რეჟიმის გამო) რეგულარულად ერთი და იმავე ხანგრძლივობის ძილით უწევს ძილი; საკმარისია ოპტიმალურ ხანგრძლივობას გადააჭარბონ, რომ გარკვეული პოსტსომნიური მოვლენები (ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება თავის არეში, აპათია, გუნება-განწყობის დაქვეითება) ეწყებათ, ანუ, როგორც თავად აღნიშნავენ, ძილი მათ აღარ “ერგებათ”!

რჩევები:

  • დაძინების წინ არ უნდა უყუროთ ტელევიზორს, არ უნდა გაერთოთ კომპიუტერითა და მობილური მოწყობილობით;
  • უნდა ერიდოთ სავსე კუჭით დაძინებას;
  • სასურველია ერთსა და იმავე დროს დაძინება;
  • ძილის წინ რეკომენდებულია სუფთა ჰაერზე გასეირნება.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ძილის დეფიციტი, საზოგადოდ, ბევრი პრობლემის პროვოცირებას ახდენს. ძილის ნაკლებობა განსაკუთრებით
14-06-2018
თვალისა და მისი ფუნქციის უდიდეს მნიშვნელობას ჩვენში ასეთი გამოთქმით გამოხატავენ:
05-04-2018
მეცნიერებმა სიცოცხლის გახანგრძლივების ახალი მეთოდი დაადგინეს. სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება
01-06-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სტიქიურ უბედურებებს შორის, განვითარების სიხშირის მიხედვით, ხმელეთზე და წყალქვეშ მომხდარი მიწისძვრები ლიდერობს.
ელექტრონული სიგარეტების კვამლი (თავბრუდამხვევი არომატები) ნიკოტინზე დიდი ტოქსიკურობით გამოირჩევა.
ჩვენი სხეულის ბუნებრივი ბიორითმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობისა და
ფსიქოლოგები მშიერ კუჭზე ურთიერთობების გარკვევას არ გვირჩევენ. ოჰაიოს უნივერისტეტის მეცნიერებმა
ბევრი საკვებს ინახავს და აცხელებს პლასტიკის კონტეინერით. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ სითბოს
ჰაერის ხარისხი - ჰაერში არსებული მავნე მინარევები არა მარტო ფილტვებზე, არამედ მთელ ორგანიზმზე
15 ივნისი 2018
ადამიანის ორგანიზმში მეორე ტვინი არსებობს, რომელიც ნაწლავშია განთავსებული. მისი მუშაობის პრინციპის
12 ივნისი 2018
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბური კლინიკური კვლევების საფუძველზე
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარგად ცნობილი ინსტრუმენტული კვლევის–ეეგ-ს დახმარებით
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.