როგორია მიწისძვრის წინამორბედი ნიშნები და როგორ მოვიქცეთ ამ დროს? - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
როგორია მიწისძვრის წინამორბედი ნიშნები და როგორ მოვიქცეთ ამ დროს?
როგორია მიწისძვრის წინამორბედი ნიშნები და როგორ მოვიქცეთ ამ დროს?
სტიქიურ უბედურებებს შორის, განვითარების სიხშირის მიხედვით, ხმელეთზე და წყალქვეშ მომხდარი მიწისძვრები ლიდერობს.
მიწისძვრისას მიწისქვეშ გამონთავისუფლებული ენერგია წარმოშობს ძლიერ ბიძგებს, რომლებიც ჩვეულებრივ საკმაოდ დიდ ტერიტორიებზე ვრცელდება.
ბიძგებს შორის განირჩევა მთავარი, პირველი ბიძგი და მისი მომდევნო, შედარებით ნაკლები ძალის ბიძგები. მთავარი ბიძგის ხანგრძლივობა, უმეტეს შემთხვევაში, არ აღემატება რამდენიმე წამს, მიუხედავად ამისა, მისი შედეგები მაინც გამაოგნებელია, რადგან ირღვევა გრუნტის მთლიანობა, ინგრევა შენობა-ნაგებობები, მწყობრიდან გამოდის წყალგაყვანილობა, გაზსადენი, ელექტრო და კავშირგაბმულობის ხაზები.

მიწისძვრის ძალა რიხტერის 12-ქულიანი სკალით ფასდება, რომლის მიხედვითაც 1-4 ქულით შეფასებული მიწისქვეშა ბიძგები
ნაკლებ საშიშია, რამეთუ მათ დამანგრეველი ძალა არ გააჩნია, 5-6-ქულიან მიწისძვრას ზოგიერთ რაიონებში უკვე შეუძლია შენობა-ნაგებობების დანგრევა და შესაბამისად, მას თან გარკვეული ზარალიც ახლავს, 7 და მეტი ქულით შეფასებული მიწისქვეშა ბიძგები კი მეტად საშიშია და მნიშვნელოვან ადამიანურ მსხვერპლს იწვევს.

მიწისძვრის წინამორბედი ნიშნები

დღემდე შეუძლებელია მიწისძვრის წინასწარი
პროგნოზირება, თუმცა მას ირიბი, წინამორბედი ნიშნები აქვს.
მიწისძვრის მაუწყებელი ნიშნები ბიძგების გაჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე იჩენს თავს. მათ კარგად იცნობს სეისმოლოგიურად საშიში ზონების მოსახლეობა. ესენია:
  • ჰაერში აირის სუნის გაჩენა;
  • შინაური ფრინველებისა და ცხოველების აღელვება;
  • წერტილოვანი გამონათებები, ნაპერწკლების გაყრა ერთმანეთის ახლოს მდებარე, ურთიერთარაშემხები ელექტროსადენებიდან;
  • სახლის შიგნითა კედლების ზედაპირების მოცისფროდ შეფერვა;
  • ლუმინესცენტული ნათურების თვითნებური ანთება.


როგორ მოვიქცეთ



მიწისძვრის წინამორბედი ნიშნების გაჩენისთანავე:

აუცილებელია გამორთოთ ნებისმიერი ელექტრო და გაზის ხელსაწყო;
ჩაიცვათ სწრაფად, აიღოთ საკვები, საჭირო მედიკამენტები, საბუთები და სწრაფად დატოვოთ შენობა;
რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოსცილდეთ შენობას და გასწიოთ მოედნების და სკვერების, ფართო ქუჩების, გაშლილი, უშენობო ადგილებისკენ.

მიწისქვეშა ბიძგების შეგრძნებისთანავე აუცილებელია:

  • თუ შენობაში ხართ, მოშორდეთ კედლებს, ღობეებს, სვეტებს;
  • პირველი ბიძგების შემდეგ 1-2 საათი მაინც ნუ შეხვალთ შენობაში, რადგან შეიძლება ბიძგები განმეორდეს;
  • აუცილებელია სწრაფი და მშვიდი მოქმედება პანიკის გარეშე, რადგან საშუალო ძალის მიწისძვრისას დაზარალებულთა დიდ ნაწილს სწორედ პანიკისა და შიშის გამო გაუაზრებლად მომქმედი ადამიანები შეადგენენ;
  • მაღალსართულიან სახლებში დადექით შემოსასვლელთან ან აივანთან მდებარე კარებთან, მოშორდით ფანჯრებს, ყველას სჯობს, დადგეთ კუთხეში, რომელიც კაპიტალური საყრდენი კედლებითაა შექმნილი;
  • მიწისძვრის დროს აკრძალულია ასანთის ანთება და ლიფტით სარგებლობა;
  • აუცილებელია შენობის დროული დატოვება. ქარხნებსა და ფაბრიკებში, ნებისმიერ საწარმოში ამ დროს უნდა გამოირთოს ყველა ხელსაწყო, შეწყდეს ტექნოლოგიური პროცესი, თუ ეს შეუძლებელია, იგი დამზოგველ რეჟიმზე უნდა იქნეს გადაყვანილი;
  • თუ მიწისძვრისას საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმყოფებით, დაიცადეთ მის სრულ გაჩერებამდე და მხოლოდ მას შემდეგ დატოვეთ იგი. ამასთან გახსოვდეთ, გზა უპირველეს ყოვლისა ბავშვებს, მოხუცებს, ორსულებს და შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პირებს უნდა დაუთმოთ;
  • სასწავლო დაწესებულებებში, სასურველია, თუ მაღალი კლასის მოსწავლეები მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას მცირე ასაკის მოსწავლეთა ევაკუაციაში დაეხმარებიან.
ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 21-06-2018
კრიტიკოსი
"თუ შენობაში ხართ, მოშორდეთ კედლებს, ღობეებს, სვეტებს;" -> " ყველას სჯობს, დადგეთ კუთხეში, რომელიც კაპიტალური საყრდენი კედლებითაა შექმნილი;" კედელს მოშორდით ოღონდ კედელთან დადექით! საღოლ!
თარიღი : 11-06-2018
nod
ერთი რმ გამოგრჩათ მაგნიტი კარგავს თავის ფუნქციას !
თარიღი : 07-06-2018
ფეოლა
რა ცხოველების აღელვება? ჩემმა ძაღლმა ინტერნეტიდან გაიგო მიწისძვრა რომ იყო.
თარიღი : 06-06-2018
ნანა
სად გვაქვს გასაქცევი ადგილი? განსაკუთრებით, ფართო ქუჩები, გაშლილი უშენობო ადგილები? ბაგებში რომ შეიძლებოდეს გზაზეც კორპუსს დადგამდნენ!
თარიღი : 06-06-2018
mmm
am yvelafers adre skolaSi gvaswavlidnen. netavi axla Tua msgavsi gakveTilebi
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
სოციალური ქსელი დღევანდელი საზოგადოების ცხოვრების წესად იქცა, აქ ამზეურებენ ადამიანები თავიანთ ტკივილსა
06-06-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
ექსპერტები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას იმისათვის, რომ დღე პროდუქტიული იყოს და ის ენერგიულად, მხნედ
თუ თქვენ პერიოდულად გაწუხებთ თავის ტკივილი, რომელსაც კონკრეტული მიზეზი არ აქვს, დაუკვირდით, ხომ
დროულად დაძინებას რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამაზე ბევრი იწერება. ზოგს ჰგონია, რომ დილით, თუნდაც
ითვლება, რომ წარმატების მისაღწევად სრულად უნდა ჩაერთო სამუშო პროცესში და დიდი ძალისხმევა დახარჯო.
ყავას მატონიზირებელი ეფექტი აქვს, თუმცა კოფეინის ჭარბი მოხმარებისას შეიძლება უსიამოვნო სიმპტომები
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით