რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
ელექტრონული სიგარეტების არომატები ცოცხალ უჯრედებს ანადგურებს - სპეციალისტების საგანგაშო დასკვნა
ელექტრონული სიგარეტების არომატები ცოცხალ უჯრედებს ანადგურებს - სპეციალისტების საგანგაშო დასკვნა
ელექტრონული სიგარეტების კვამლი (თავბრუდამხვევი არომატები) ნიკოტინზე დიდი ტოქსიკურობით გამოირჩევა.
სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი სითხე, რომელიც ელექტრონული სიგარეტის მოწევისას ორთქლდება, შეიცავს ძალიან საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, საოცარი არომატების მიმნიჭებელი მცენარეული კომპონენტები, გლიცერინი და პროპილენ გლიკოლი, ორგანიზმის უჯრედებს აზიანებს.

ზოგიერთი არომატი საშიშროებას უქმნის ე.წ. პასიურ მწეველებსაც ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც თეთრი სურნელოვანი კვამლის გამომყოფი მწეველის მახლობლად იმყოფებიან. ექიმების განცხადებით, სადღეისოდ ელექტრონული სიგარეტების მავნებლობის დამადასტურებელი ბევრი მტკიცებულებაა, თუმცა, ბევრი ქვეყნის სახელმწიფო ინსტანციები ჯერ კიდევ ვერ იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას
ახალი საშიშროების (იგულისხმება ელექტრონული სიგარეტები) წინააღმდეგ საბრძოველად.

უჯრედის ბიოლოგიის პროფესორი რობერტ ტარანტი განმარტავს, რომ კვლევის ფარგლებში ისინი წააწყდნენ ბევრ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას, რომლის შესახებაც მომხმარებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს.

სადღეისოდ ამ ინდუსტრიას 4 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური ბრუნვა აქვს. ელექტრონული სიგარეტები ძალიან პოპულარულია მოწევაზე უარის თქმის
მსურველთა, ახალგარზდებსა და ახლად დამწყებ მწეველთა შორის. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 148 ყველაზე პოპულარული სითხის სინჯები და დაადგინეს, რომ ორი მთავარი სუბსტანცია - პროპილენ გლიკოლი და მცენარეული გლიცერინი, რომლებიც ყლაპვისას სრულიად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის, საოცრად შხამიანი ხდება ორთქლის სახით შესუნთქვისას. ხოლო ელექტრონული სიგარეტების ყველაზე ტოქსიკური არომატიზატორებია ვანილინი და ფლავანოიდ ცინამალდეჰიდი, დარიჩინიდან სინთეზირებული. რაც უფრო მაღალია ამ არომატული ნივთიერებების კონცენტრაცია მოწევისათვის განკუთვნილ სითხეში, მით უფრო საშიშია ელექტრონული სიგარეტები. აღნიშნული ტოქსიკური ნივთიერებები ანადგურებენ უჯრედებს, აზიანებენ სასუნთქი სისტემის ზედაპირულ ქსოვილებს და დასაბამს აძლევენ საშიშ პათოლოგიებს.

თინათინ გოცაძე

თარიღი : 06-06-2018
გივი
ოფიციალური კევა დაიდოს კომპეტენტური პირის მიერ,ვიღაცა გიცაძემ რაღაცა წაიკითხა რამეს ნიშნავს?
თარიღი : 06-06-2018
givi
დადეთ ოფიციალური კვლევა ვიღაცამ თქვა და კვლევა ჩაატარა,სად ჩაატარა,რანაირად ჩაატარა,რის საფუძველზე ამბობთ რომ მავნებელია,ვინმე თინათინ გოცაძემ რაღაცა წაიკითხა უეჭველ8 მართალია?
თარიღი : 06-06-2018
kidev kargi popularuli gverdi ar aris
ეს სტატია მაღალრეიტინგულ გამოცემაში რომ მენახა დავწერდი: წყარო დადეთ თორემ ასე არაკვალიფიციურ გოიმებს გავხართ თქო ტექსტი: კალიფორნიებში ჭვიანი ადამიანებმა თქვეს უკანასკნელ პერიოდში :) ასევე რომ დავანებოთ თავი არაკვალიფიციურობას და რეალურად შევხედოთ სტატიას, საუბარია სიგარეტისთვის თავის დანებების საშუალებაზე, რაც ნახსენებია სტატიაშიც. თუ არის ტოქსიკური არომატიზატორი გლიცერინი ან სხვა შემადგენელი, სიგარეტთან შედარებით რამდენად მავნებელია ან უსაფრთხო???? არ გაწყობთ ამის თქმა, 95% ით უსაფრთხოა და ონკოლოგიურ დავაადებებთან მიმართებაში 99%-ით. ასეთი სტატია თუ 1 ადამიანს მაინც გადააწყვეტინებს რომ მოწიოს სიგარეტი და არ გადავიდეს ელ. სიგარეტზე შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ რეანიმაციაში აპარატის გამორთვის ტოლფას საქმეს აკეთებს ავტორი გამიზნულად, შეკვეთით ან უგუნურებით
თარიღი : 03-06-2018
დავით ნარმანია
დატეულიყო კოლუმბი თავის ქვეყანაში ხო არ შემოვიდოდა თამბაქო ევროპაში და ვიცხოვრებდით მშვიდად
თარიღი : 01-06-2018
დავით ნარმანია
anadgurebs ujredebs???? eseigi unda aikrZalos xo????? saqarTveloshi mtavrobebi cocxal adamianebs anadgureben da xom ar agvekrzala
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
პლასტიკის ბოთლების მრავალჯერადი გამოყენებისას, ადამიანი საშიში ბაქტერიებისა და ქიმიური ნაერთების
მოგეხსენებათ, ბრილიანტის მწვანეს, როგორც ანტისეპტიკურ ხსნარს დიდი გამოყენება აქვს რუსეთსა და
თვა­ლის უპე­ე­ბის შე­შუ­პე­ბა და გა­შა­ვე­ბა ე.წ. შავი წრე­ე­ბი, საკ­მა­ოდ ხში­რი პრობ­ლე­მაა და გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს ქმნის.
ზაფხულის ცხელ დღეებში იმატებს, როგორც ინფექციური დაავადებების გავრცელების, ასევე სითბური ტალღის
ჩვენი ასაკი მარტო ციფრები როდია. ყოველწლიურად გვემატება გამოცდილება, ცოდნა და საკუთარი ძალების
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
16 ივლისი 2018
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის