რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
როგორ მოვიწესრიგოთ ძილის რეჟიმი
როგორ მოვიწესრიგოთ ძილის რეჟიმი
ჩვენი სხეულის ბუნებრივი ბიორითმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობისა და ფსიქიკის სხვა პრობლემების განვითარება. როგორ მოვახერხოთ ძილის დროს სრულფასოვანი დასვენება?

ნაკლები სინათლე

გაჯეტებიდან და ნოუთბუქებიდან წამოსული ინტენსიური ლურჯი სინათლე ხელს უშლის დაძინებას, ახდენს ჰორმონ მელატონინის წარმოქმნის ბლოკირებას. ამ უკანასკნელს ჩვენი სხეული ძილისთვის მოსამზადებლად გამოიმუშავებს. ამიტომ დაძინებამდე ერთი საათით ადრე, გამორთეთ ნოუთბუქი და გადადეთ გვერდზე ტელეფონი. თუ ამის გაკეთებას ვერ ახერხებთ, გამოიყენეთ სპეციალური სათვალე, რომელიც სინათლის სპექტრის ლურჯ სხივებს ბლოკავს ან გადმოტვირთეთ ტელეფონზე
ლურჯი ნათების დამბლოკავი აპლიკაცია. ეს არა მარტო ლურჯ სინათლეს, არამედ სინათლის სხვა ხელოვნურ წყაროსაც ეხება. საძინებელში უმჯობესია გქონდეთ სქელი ფარდები, სრული სიბნელის უზრუნველსაყოფად.

დაიცავით რეჟიმი

პარასკევის ან შაბათის საღამოს ხშირად, უფრო გვიან ვიძინებთ, მაგრამ იდეალური იქნება თუ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დავიძინებთ. ეს „სოციალურ ჯეტლაგთან“ (კვირის სამუშაო და გამოსასვლელ დღეებში ძილის
განსხვავებული ხანგრძლივობა) გამკლავებაში დაგვეხმარება. რაც მეტია განსხვავება, მით უფრო მავნეა ეს ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელოვანმა „სოციალურმა ჯეტლაგმა“ შეიძლება გაზარდოს გულის შეტევების ალბათობა და ნივთიერებათა ცვლის პრობლემები. თუ გამოსასვლელ დღეებში უფრო დიდხანს გთხოვთ ორგანიზმი ძილს, ეს ძილის უკმარისობის სიგნალია.

საძინებელში ძილი

ლეპტოპებმა და სმარტფონებმა ჩვენი საძინებელი დასვენების სივრციდან გასართობ ოთახად აქცია. თუ გამოძინება გსურთ, თქვენი საძინებელი ისევ ძილის ზონად უნდა იქცეს. ტელეფონები, ნოუთბუქები და მსგავსი გაჯეტები საერთოდ არ უნდა შეიტანოთ საძინებელში. მაღვიძარას როლი კი უმჯობესია ისევ საათმა შეასრულოს. მნიშვნელოვანია საძინებელში იყოს სიგრილე. დაბალ ტემპერატურაზე ორგანიზმი უფრო ადვილად იძინებს.

შეხვდით აისს

ჩვენი ბუნებრივი ბიორითმები უნდა ემთხვეოდეს მზის ამოსვლასა და ჩასვლას, თუმცა უმეტესობა დილას მცირე და საღამოს ბევრ სინათლეს ღებულობს. მეტი მზის სინათლე - დილით სირბილი, საძინებელში მეტი მზის სხივის შემოშვება - საღამოს დაძინებას გააადვილებს.

დაძინების რეჟიმის შემოღება

მშობლები ამას ბავშვებთან აკეთებენ - ჯერ ავახშმებენ, შემდეგ აბანავებენ, შემდეგ აწვენენ საწოლში და უკითხავენ ზღაპარს. თქვენ შეიძლება ძილის წინ წაიკითხოთ წიგნი, მიიღოთ აბაზანა ან მოუსმინოთ სასიამოვნო, წყნარ მუსიკას. ასეთი რეჟიმით უფრო ადვილია დაძინება. სრულფასოვანი ძილის შანსი შეიძლება გავზარდოთ თუ ერთსადაიმავე დროს ვივახშმებთ, დაძინებამდე რამოდენიმე საათით ადრე.

შეზღუდეთ კოფეინი

ცნობილია, რომ საღამოს ფინჯანი ყავა ძილს ნამდვილად არ უწყობს ხელს, თუმცა ბევრმა როდი იცის, რომ კოფეინის შემცველი სასმელები - ჩაი, კოკა-კოლა ასევე აუარესებს ძილის ხარისხს. კოფეინი ორგანიზმში ნარჩუნდება 5- 9 საათი.
შეიძლება თუ არა ძილის წინ ღვინის დალევა?
ბევრისთვის, ძილის წინ, სირჩა კონიაკი ან ჩაის ჭიქა ღვინო ღამის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. ექსპერტების აზრით, ალკოჰოლი არ აუმჯობესებს ძილს. ის უცნაურ ეფექტს იძლევა. ერთის მხრივ, მისი მიღების შემდეგ ადვილდება ჩაძინება, მაგრამ მეორეს მხრივ, ხშირია ღამით გამოღვიძება. ამასთან, ალკოჰოლო ძილის ხარისხზე ცუდად მოქმედებს.

ლალი ჩხიკვაძე


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სტიქიურ უბედურებებს შორის, განვითარების სიხშირის მიხედვით, ხმელეთზე და წყალქვეშ მომხდარი მიწისძვრები ლიდერობს.
ელექტრონული სიგარეტების კვამლი (თავბრუდამხვევი არომატები) ნიკოტინზე დიდი ტოქსიკურობით გამოირჩევა.
ფსიქოლოგები მშიერ კუჭზე ურთიერთობების გარკვევას არ გვირჩევენ. ოჰაიოს უნივერისტეტის მეცნიერებმა
ბევრი საკვებს ინახავს და აცხელებს პლასტიკის კონტეინერით. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ სითბოს
ჰაერის ხარისხი - ჰაერში არსებული მავნე მინარევები არა მარტო ფილტვებზე, არამედ მთელ ორგანიზმზე
გულუბრყვილობაა იმის ვარაუდი, რომ ბუნებამ მიზანმიმართულად შექმნა ყველაფერი ადამიანისთვის.
15 ივნისი 2018
ადამიანის ორგანიზმში მეორე ტვინი არსებობს, რომელიც ნაწლავშია განთავსებული. მისი მუშაობის პრინციპის
12 ივნისი 2018
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბური კლინიკური კვლევების საფუძველზე
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარგად ცნობილი ინსტრუმენტული კვლევის–ეეგ-ს დახმარებით
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.