უძილობისა და ჰიპერტონიის საწინააღმდეგო ქარვის სათვალე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უძილობისა და ჰიპერტონიის საწინააღმდეგო ქარვის სათვალე

ჰგონია, რომ ეს განტვირთვისა და მოდუნებისათვის საუკეთესო საშუალებაა. სინამდვილეში პირიქითაა. მობილური თუ სხვა ელექტრული მოწყობილობები, რომლებიც სინათლეს გამოასხივებს, უძილობის მაპროვოცირებელია. საქმე ისაა, რომ მობილური მოწყობილობები (სმარტფონები და პლანშეტები) ლურჯი სპექტრის სინათლის პიკური სიგრძის ტალღებს გამოასხივებს. ლურჯი სინათლე თრგუნავს მელატონინის ფიზიოლოგიურ გამომუშავებას ღამის პერიოდში, ზრდის სიფხიზლეს. ამიტომაა, რომ ბევრს ძილი აღარ ეკარება.

კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა შექმნეს "დამღუპველი სინათლის" დამბლოკველი საშუალება - სათვალე სპეციალური "ქარვის" ლინზებით. ეს უკანასკნელი ბლოკავს ლურჯ გამოსხივებას.

სათვალემ ტესტირება-გამოცდა უძილობის დიაგნოზის მქონე 14 მოხალისეზე გაიარა. საკვლევი პირები 7 დღის განმავლობაში დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე ირგებდნენ "ქარვის სათვალეს". აღმოჩნდა, რომ საკონტროლო ჯგუფის წარმომადგენლებთან შედარებით (რომლებიც ჩვეულებრივი მინის მქონე სათვალეებს იყენებდნენ), საკვლევ პირებს (რომლებიც "ქარვის სათვალეს" ირგებდნენ) გაუუმჯობესდათ ძილის ხარისხი და მისი საშუალო ხანგრძლივობა 30 წუთით გაეზარდათ.

იგივე კვლევის ავტორებმა მანამდე ისიც აჩვენეს, რომ "ქარვის სათვალის" გამოყენება აქვეითებს არტერიულ წნევას. უძილობას ხშირად თან ახლავს გადაჭარბებული აგზნება, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს ზრდის. ისიც ცნობილია, რომ გულის დაავადებებსა და უძილობას შორის გარკვეული კავშირია. აქედან გამომდინარე, კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შექმნილი "ქარვის სათვალე" განსაკუთრებით წაადგებათ იმ პირებს, რომლებსაც ერთდროულად აწუხებთ უძილობა და ჰიპერტონია.

თინათინ გოცაძე