ამ კითხვარის მეშვეობით გაიგებთ როგორი მეხსიერება გაქვთ თქვენ და თქვენს შვილს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამ კითხვარის მეშვეობით გაიგებთ როგორი მეხსიერება გაქვთ თქვენ და თქვენს შვილს

ის სპეციფიკურ ტესტირებას ითვალისწინებს, რომელიც 5 ძირითადი რგოლისგან შედგება:

  • პიქტოგრამები, რომლებიც დამახსოვრებისა და მეხსიერების ასოციაციური ხასიათის კვლევის საშუალებას იძლევა;
  • სიტყვების დამახსოვრების მეთოდი – რომელიც მეხსიერების მდგომარეობას იკვლევს გადაღლილ პირებთან, აგრეთვე დამახსოვრების, ინფორმაციის შენახვისა და სინთეზის პროცესთა კვლევის საშუალებას იძლევა;
  • გრძელვადიანი და ხანმოკლე მეხსიერების კვლევის მეთოდი, რომელიც 20 საკონტროლო სიტყვისა და ფრაზის დახმარებით მეხსიერების ამ ტიპების მდგომარეობას სწავლობს;
  • აზროვნებითი მეხსიერება – ამგვარი ტესტების აზრობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვებისა და ფრაზების დამახსოვრების პროცესებს სწავლობს;
  • ციფრული მეხსიერება – მეთოდი ხანმოკლე, მხედველობითი მეხსიერების, მისი მოცულობისა და სიზუსტის შესწავლას ითვალისწინებს.

როდის გვჭირდება სპეციალისტი?

მოზრდილებისთვის

დაგაეჭვათ საკუთარმა მეხსიერებამ და არ იცით, ღირს სპეციალისტთან ვიზიტი თუ ჯერ კიდევ შეიძლება მოცდა? – სწორედ ამ დილემის წინაშე მყოფთ გთავაზობთ სპეციალურ ტესტს, რომლის შესრულების შემდგომაც გარკვეული წარმოდგენა შეგექმნებათ თქვენს მდგომარეობაზე.

ტესტში მოცემული და ჩამოთვლილია მეხსიერების დარღვევებისთვის დამახასიათებელი ყველაზე ტიპური სიმპტომები. აღნიშნეთ, რამდენად ხშირად ამჩნევთ თავს ამა თუ იმ სიმპტომს და პასუხი – “არასოდეს” – შეაფასეთ 0 ქულით, “იშვიათად” – 1 ქულით, “ხანდახან” – 2 ქულით, “ხშირად” – 3 ქულით, “ძალიან ხშირად” – 4 ქულით:

1. მავიწყდება ტელეფონის ნომრები;

2. მავიწყდება, სად დავდე ესა თუ ის საგანი;

3. წიგნის კითხვისას მავიწყდება, რომელ გვერდზე გავჩერდი;

4. მჭირდება შესასრულებელ საქმეთა სიის შედგენა, რაიმე რომ არ გამომრჩეს;

5. მავიწყდება შეთანხმებული შეხვედრების დრო;

6. მავიწყდება, რა დავგეგმე სამსახურიდან შინ მიმავალმა;

7. მავიწყდება ძველი ნაცნობების სახელები;

8. მიჭირს ერთ საქმეზე კონცენტრირება;

9. მიჭირს ტელეგადაცემის შინაარსის სხვებისთვის მოყოლა;

10. ზოგჯერ ვერ ვცნობ ნაცნობებს;

11. მიჭირს გარშემომყოფთა საუბრის არსში გარკვევა;

12. ადვილად მავიწყდება ახალგაცნობილ ადამიანთა სახელები;

13. მავიწყდება კონკრეტულ დღეს კვირის რომელი დღეა;

14. როდესაც ვინმე საუბრობს, სამსახურში საქმის კეთება მიჭირს;

15. ყოველთვის ხელახლა ვამოწმებ ჩაკეტილ კარს, გამორთულ უთოსა და გაზქურას;

16. წერისას ვუშვებ შეცდომებს;

17. ადვილად მეფანტება ყურადღება;

18. ახალი საქმის დაწყებამდე რამდენიმეჯერადი ინსტრუქტაჟი მჭირდება;

19. კითხვისას მიჭირს კონცენტრირება;

20. მალევე მავიწყდება ახალი ინფორმაცია;

21. მიჭირს გადაწყვეტილების მიღება;

22. საქმის კეთებისას ტემპი შევამცირე;

23. მეჩვენება, რომ ტვინი უწინდებურად ვეღარ მუშაობს;

24. მავიწყდება, დღეს რა რიცხვია.

დათვალეთ მიღებული ქულები და თუ შედეგმა 42 ქულას გადააჭარბა, დროა მიმართოთ სპეციალისტს.

ბავშვებისთვის

ბავშვების მეხსიერების შესაფასებლად უმჯობესია სპეციალური დავალებების შემცველი ტესტების გამოყენება, ისინი ყოველი ტიპის მეხსიერებისთვის ცალ-ცალკეა მოწოდებული.

ნებითი მეხსიერება

  • ბავშვს ვთხოვთ, დააკვირდეს გარკვეული თანმიმდევრობით დაწყობილ გეომეტრიულ ფიგურებს და ვაძლევთ დავალებას, დაალაგოს ისინი ტრაფარეტის მსგავსად;
  • ვთხოვთ ბავშვს, დააკვირდეს დაწყობილ საგნებს, შემდეგ რამდენიმე საგანს ვუმალავთ, ის კი შეეცდება აღიდგინოს, გაიხსენოს, რა საგანი დავმალეთ;
  • ვაწვდით ჯერ ორ, შემდეგ მეტი რაოდენობის სურათიან ლოტოს და ვთხოვთ დააკვირდეს მათ. შემდეგ ვმალავთ ლოტოებს და ბავშვმა უნდა გაიხსენოს, რა იყო, დაასახელოს და დაალაგოს ისინი იმავე თანმიმდევრობით.

უნებლიე - მექანიკური მეხსიერება

  • ვაკვირდებით ბავშვს, რამდენად იოლად იმახსოვრებს მექანიკურად მიღებულ ინფორმაციას;
  • ვაკვირდებით, რამდენად აქვს გაუცნობიერებლად აკვიატებული ფრაზები და რამდენად ხშირად იყენებს მათ.

ხანმოკლე მეხსიერება

  • დავაკვირდეთ, გაკვეთილზე ახსნილი მასალა ახსოვს მხოლოდ იმ პერიოდში, თუ მალევე ავიწყდება და შინ ინფორმაციის მოტანას ვერ ახერხებს;
  • ახსოვს თუ არა მიცემული აქტივობა, საშინაო და საკლასო დავალება.

გრძელვადიანი მეხსიერება

  • ბავშვს ვთხოვთ, გაიხსენოს წინა პერიოდში განვლილი მასალა, უპასუხოს კითხვებს;
  • გაიხსენოს, როგორ გაატარა არდადეგები, რა იყო მნიშვნელოვანი განვლილ დღეებში და ა.შ.

ექოიტური - სმენითი მეხსიერება

  • ვუსახელებთ ასო-ბგერებს, სიტყვებს, წინადადებებს და ვთხოვთ, დაიმახსოვროს და ჩამოთვალოს ისინი. ჩამოთვალოს ჯერ არათანმიმდევრულად, შემდგომ კი შეეცადოს დაიცვას თანმიმდევრობა და რიგითობა;
  • ვუკრავთ ტაშს და ვამეორებინებთ იმდენჯერვე - როგორც რაოდენობის, ისე რიტმისა და ტემპის დაცვით.

ვიზუალური - მხედველობითი მეხსიერება

  • ვუწყობთ თემატურ სურათებს, აკვირდება და ვთხოვთ დაასახელოს, დაკვირვების შემდეგ ჩამოთვალოს (სურათები, ფერები, ასოები, ფიგურები).

მოტორული მეხსიერება

  • ხელის მტევნით ვაკეთებ მოძრაობებს, მან უნდა დაიმახსოვროს და შემდეგ გაიმეოროს ისინი შესაბამისი თანმიმდევრობით.

თუ მსგავსი დავალებების შესრულებისას, რამდენჯერმე გავარჯიშების შემდგომ, პატარა მაინც უშვებს ერთსა და იმავე შეცდომებს, უჭირს გარკვეული აქტივობების შესრულება და ვერ იცავს შესაბამის წესებს, გირჩევთ, მიმართოთ სპეციალისტს.